სალომე გოგიაშვილი: „მალე კიდევ „ერთი ცალი“ შვილი მეყოლება“

ახალი თაობა

24 მარტი 20:00, 2015 წელი

ტელესახე, უმშვენიერესი სალომე გოგიაშვილი სამი შვილის დედაა - მისი უფროსი შვილი მაშო ნიკოლაიშვილი 12 წლის არის, დათუნა ნიკოლაიშვილი - 7-ის და იკა ნიკოლაიშვილი ერთი წლის. სულ მალე მათ კიდევ ერთი პატარა შეემატებათ.


- რა შეგრძნება გქონდა, როდესაც პირველად გახდი დედა და ყოველი მომდევნო შვილის გაჩენისას?
- პირველი დედობა ძალიან უცნობი გრძნობაა, რადგან არ იცი, წინ რა გელის, როგორი სიყვარულია, ყველაფერი ახალია შენთვის და უფრო გვიან მოდის, ვიდრე, ვთქვათ, მეორე ბავშვზე - მეორე შვილის შეძენისას უკვე გაქვს გამოცდილება და ზუსტად იცი, რა გრძნობაა შვილის ყოლა. მესამე ბავშვზე კი უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ძალიან ვემზადებოდი, უკვე ძალიან მიყვარდა. დედობა ყველა შვილზე სხადასხვაგვარი განცდაა, თუმცა ეს სიყვარული ზუსტად ერთნაირად არის გადანაწილებული მათზე. სულ ვამბობდი - ვერ წარმომიდგენია, მაშოს გარდა, როგორ უნდა მიყვარდეს ვინმე-თქო, მაგრამ როცა დათუნა გამიჩნდა, მივხვდი, რომ ყველა ჩემი შვილი ზუსტად ისეთივე სიძლიერით მეყვარებოდა, როგორი ძლიერი სიყვარულიც მაშოს მიმართ მქონდა და მაქვს.


-როგორია შვილების აღზრდის შენეული მეთოდი - მკაცრი დედა უფრო ხარ, თუ ლმობიერი?
- როცა გასაბრაზებელია, ვბრაზდები, თუმცა უფრო მეტად - ვთმობ, რადგან ვფიქრობ, რომ სიმკაცრისთვის ჯერჯერობით პატარები არიან. აქვე გეტვით, რომ ვერ ვიქნები „ჯიგარი დედების“ მსგავსი - შვილებთან ერთად რომ ეწევიან და ა.შ. შეიძლება, ცოტა ძველმოდურად ვფიქრობ, მაგრამ როგორ პირობებშიც მე  ვარ გაზრდილი, მინდა, ისეთი პირობები ჰქონდეთ ჩემს შვილებსაც. არც ზედმეტი სიმკაცრეა სწორი და არც ძალიან ლმობიერი დამოკიდებულება. არსებობს რაღაც ზღვარი, რასაც არც ბავშვი უნდა გადავიდეს  და არც მშობელი. არ მომწონს, როდესაც პატარა ბავშვები, ვთქვათ, ძალიან გვიანობამდე არიან ქუჩაში. როდესაც მათ ვხედავ, სულ მიჩნდება კითხვა - სად არიან ამ დროს მათი მშობლები? ახლა ვხვდები, რატომ არ მიშვებდნენ  ჩემი მშობლები გვიან ქუჩაში - აქ მარტო შიშის ფაქტორი კი არ არის, აქ არის ეტიკეტიც, ტრადიციებიც, ოჯახის სახელიც და ა.შ. 

- კიდევ ხომ არ აპირებ შვილის ყოლას?
- ახლა ფეხმძიმედ ვარ და მალე მეყოლება კიდევ „ერთი ცალი“ შვილი, აი, მერე კი უკვე აღარ ვიცი (იღიმის). 


- ოჯახის გარდა, რას საქმიანობ ამ ეტაპზე?
- ამ ეტაპზე ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახია, რადგან ბავშვები თავიდან ბოლომდე ჩემზე არიან - სკოლა, გაკვეთილები, ყურადღება... რა თქმა უნდა, ამას დამატებული მეუღლეზე ზრუნვა. გადავწყვიტე, რომ სანამ სამსახური არ მაქვს, მათ მაქსიმალური ყურადღება მივაქციო. სულ მქონდა უსიამოვნო განცდა, რომ ხშირად ვერ ვიყავით ხოლმე სახლში, გარეთ ვსადილობდით. ახლა კი ეს ოჯახური სითბო და სიმყუდროვე მაქსიმალური დოზით გვაქვს, რაც ძალიან მომწონს.


- ძიძა თუ გყავთ?
- არაჩვეულებრივი ძიძა გვყავს, ასევე გვყავს დამხმარე ქალი, რომელიც საშინაო საქმიანობაში მეხმარება. ამ ორი ადამიანის გარეშე, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ფეხმძიმობის პერიოდში საკუთარი მშობლებივით მიფრთხილდებიან.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?