როგორი დედაა რეალურ ცხოვრებაში მაიკო ხორნაული?

ახალი თაობა

17 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

მსახიობ მაიკო  ხორნაულს 2 შვილი ჰყავს - 10 წლის და 8 წლის ნიკოლოზ და ანასტასია მაძღარაშვილები.


- დედა საკმაოდ სერიოზულ და ჩამოყალიბებულ ასაკში - 33 წლისა გავხდი. მას შემდეგ ვფიქრობდი კიდეც, მანამდე რას ვაკეთებდი და რისთვის ვცხოვრობდი-მეთქი. იყო დედა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ცხოვრებასაც უკვე შვილებისთვის იწყებ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათთან ყოფნას, სამწუხაროდ, დიდ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი საათები შვილებთან გავატარო.


- მაიკო აღგვიწერეთ, დედა-შვილების ერთი ჩვეულებრივი დღე?
- აი, მაგალითად, დღეს, მართალია, ცოტა სუსხიანი დღე იყო, მაგრამ მაინც ვისეირნეთ. ვიყავით რუსთაველის გამზირზე, შევედით ქაშუეთის ტაძარში და მოვილოცეთ, შემდეგ ალექსანდრეს ბაღში სახალხო არტისტების ძეგლები დავათვალიერეთ, ვიყავით გალერეაშიც - მოკლედ, გასართობ-შემეცნებითი გასეირნება გვქონდა.


- ბავშვები ხომ არ აპირებენ, დედის პროფესია აირჩიონ? 
- ანასტასია საკმაოდ არტისტულია და ძალიან მოსწონს დედის პროფესია. არ გამოვრიცხავ, ჩემს კვალს გაჰყვეს. ნიკოლოზი კი წელს სკოლაში საქართველოს ისტორიას სწავლობს და ამ საგნით საკმაოდ დაინტერესებულია. ასევე, მოსწონს ბუნებაში ყოფნა და ცხოველები, თუმცა ადრე ამბობდა, მინდა, გამომგონებელი გამოვიდეო. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს.


- მკაცრი დედა ხართ? 
- ყოველთვის ვეცდები, ყველაფერი ავუხსნა და დავარიგო, რა იქნება მათთვის საზიანო. იმედი მაქვს, ჩემი შვილები გამიგებენ და დამიჯერებენ (იღიმის). საკმაოდ მკაცრი დედა ვარ და ვცდილობ, შვილები ისე აღვზარდო, რომ მომავალში ჩემი აზრიც გაითვალისწინონ.


- თქვენ შესახებაც მოგვიყევით, რა სიახლეები გაქვთ? ვიცით, რომ პრემიერებისთვის ემზადებით...
- დიახ, „თავისუფალ თეატრში“ ძალიან მალე გვექნება პრემიერა, ასევე, „მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც“ მაქვს სიახლეები და პრემიერები. დარწმუნებული ვარ, ქართველი მაყურებელი ძალიან ისიამოვნებს (იღიმის).


ტექსტი მოამზადა ელიზავეტა გეგეშიძემ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?