თამარ ყაჭაშვილი - წარმატებული ფერმერი ქალი „კავკასიის გენეტიკით“

ბიზნესლედი

4 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

ქართულ ბიზნესსივრცეში სხვადასხვა სექტორში საკმაოდ ბევრი ქალია წარმოდგენილი. საქმეს, რომელიც ადრე მამაკაცის საქმედ ითვლებოდა, დღეს წარმატებით ართმევენ თავს ქალბატონები. ერთ-ერთი მათგანია ქალბატონი თამარ ყაჭაშვილი, რომელიც აგრარულ სექტორში უკვე 10 წელია, წარმოდგენილია საკუთარი კომპანიით - „კავკასიის გენეტიკა“. 


- ქალბატონო თამარ, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ბიზნესი მაინცდამაინც სასოფლო-სამეურნეო სექტორში გქონოდათ?
-
სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროში ბიზნესს წამოვიწყებდი. პედაგოგიური საქმიანობის დიდი გამოცდილება მაქვს. პროფესიით გეოგრაფი ვარ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როცა ამის საშუალება მაქვს, ყველა კუთხე-კუნჭულს ვეცნობი ხოლმე. ფაქტობრივად, გიდობას ვუწევ ხოლმე ხალხს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პირველად მივდივარ - რელიეფი, წყობა, ხალხი, ყველაფერი ვიცი (ეღიმება). სულ მინდოდა სამყაროს შეცნობა. მერე აღმოვჩნდი სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ჩემს ოჯახს კახეთის რეგიონში დიდი ფერმერული მეურნეობა აქვს. გარდა ამისა, დიდი ხნის წინ ვმუშაობდი ფერმერთა ასოციაციაში... ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია და დამაინტერესა, გადავწყვიტე, თვითონ მქონოდა საკუთარი საქმე და ამ საქმით ის პრობლემები გადამეჭრა, რაც ამ სფეროში არსებობდა.  კომპანიაკავკასიის გენეტიკა“  მეცხოველეობაში ჯიშების გაუმჯობესებაზე მუშაობს, ამას კი ხელოვნური განაყოფიერების გზით ვახდენთ. ასევე შემოგვაქვს  აპარატურა და ინვენტარი ყველა სახის ფერმერული მეურნეობისთვის, ვეტერინარებისთვის, რძის მცირე და საშუალო წარმოებისთვის და გვაქვს საკონსულტაციო და სატრეინერო მომსახურება ამავე მიმართულებებით. ამ სფეროში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დაბრკოლებაა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო კადრების დეფიციტი, რადგან ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ეს საქმე არ არის პერსპექტიული, ამიტომ ნაკლებად ინტერესდებიან. მართალია, დღეს აქტიურად არის საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების საჭიროებაზე და პრიორიტეტია,  ბევრი პროექტი არსებობს და სახელმწიფოც ცდილობს ამ სექტორის წახალისებას, მაგრამ პრობლემა ჯერ მაინც ძალიან ბევრია.


- თქვენ პედაგოგი იყავით და ბიზნესში წახვედით. პედაგოგები კი სამყაროს ცოტა სხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე კომერციული საქმიანობით დაკავებული ადამიანები. როგორ მოახერხეთ გადაწყობა?
- მაინცდამაინც არ გამჭირვებია,  როდესაც ძლიერი სურვილი გიჩნდება, რაიმე ახალი გააკეთო და გიტაცებს ეს საქმე, მერე ნაბიჯების გადადგმაც გიადვილდება, თან, როგორც გითხარით, ჩემს ოჯახს ფერმერული მეურნეობა აქვს და სათანადო გამოცდილება მქონდა. რაც შეეხება პედაგოგობას, არ ვნანობ, რომ ბიზნესის სასარგებლოდ დავთმე, მინდოდა, საკუთარი საქმე მქონოდა  და ამ სფეროსთვის სასარგებლო საქმე მეკეთებინა... თუმცა ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, რომ ისევ გავაქტიურდე ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯების გადადგმასაც უკვე ვაპირებ.



-
საკმაოდ აქტიური ქალბატონი ხართ, ერთდროულად ორ კომპანიას და კიდევ ტრენინგცენტრს ხელმძღვანელობთ.
- დიახ, ასეა. „კავკასიის გენეტიკა“ 10 წელია, ქართულ ბაზარზეა. მეორე კომპანია, რომელსაც ვხელმძღვანელობ - FIDA Georgia - ასევე,  ორიენტირებულია აგროტურებზე, კერძოდ, საკვიროა და შემეცნებითი ტურებზე, აგრო ბიზნესტურებზე და ყველის ტურებზე.  ქართულ ყველს აქვს ისეთივე მრავალფეროვნება, კულტურა და ისტორია, როგორც ქართულ ღვინო და მას პოპულარიზაცია სჭირდება. მნიშვნელოვანია ასევე შემეცნებითი ტურები, რომელთა მიზანიც მოზარდებისთვ აგრალური კულტურის გაცნობაა.  არის როგორც შიდა ტურები, ასევე ტურები უცხოელებისთვის.  გარდა ამისა, ვარ ქალთა საერთაშორისო ბიზნესასოციაცია „women for tomorrow“- ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და სერტიფიცირებული ქოუჩი. გარდა ამისა, გვაქვს კახეთში ტრენინგცენტრი ფერმერებისთვის. ჩვენს ლაბორატორიაში  ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით ცხოველებისთვის სხვადასხვა ბიოლოგიური მასალა იწარმოება. ვახდენთ სუფთა ჯიშების იმპორტსაც საქართველოში, ძირითადად, ევროპიდან. სამწუხაროდ, საქონლის ქართული ჯიშები თითზე ჩამოსათვლელია, თან ისე დაკნინებული და დეგრადირებული, არ აქვს პროდუქტიულობა, არც ხორცის და არც რძის თვალსაზრისით.


- თქვენ პირადად რაიმეს დათმობა მოგიწიათ საქმის სასარგებლოდ?
- ვერ ვიტყვი, რომ რამის დათმობა მომიწია, ან გულდაწყვეტილი ვარ რამეზე. იმდენად შთაგონებული ვიყავი ამ საქმით, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. ერთადერთი, ცოტა დრო მრჩება ოჯახისთვის და გარე აქტივობისთვის. ჩემმა ვაჟებმა იციან, რომ დედა დილით ადრე დგება, სამსახურში მიდის და გვიან ბრუნდება, ამას შეგუებულები არიან. ძალიან მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა, თვითონაც დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლა, კარგად ვუკრავ ფორტეპიანოზე, გიტარასა და ფანდურზე.


- თქვენს შვილებს აინტერესებთ თქვენი საქმიანობა?
- უფროსი 18 წლისაა და დიდი სურვილი აქვს, ამ სფეროში მიიღოს განათლება და აგრარული კუთხით წავიდეს, თუმცა საქართველოში არ არის ამ მიმართულებით ხარისხიანი ცოდნის შეძენის საშუალება. ამიტომ გეგმაში აქვს, სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავროს. უმცროსი კი ჯერ მხოლოდ რვა წლისაა, თუმცა კარგად იცის, რა საქმეს ვაკეთებ და რითი ვარ დაკევებული.


- თქვენი კახური ხასიათი გეხმარებათ საქმეში?
- რა თქმა უნდა, ნაკლებად ემოციური ვარ,  დინჯი კახური ხასიათი მაქვს და ეს ძალიან მეხმარება საქმეშიც და ცხოვრებაშიც. იშვიათად გამოვდივარ მდგომარეობიდან. ცხოვრებაში უამრავი რამის გავლა, განცდა და სწავლა მომიწია, სულ ვცდილობ, წინ წავიდე და განვვითარდე. ვარ ერიქსონის უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ოქროს სერტიფიკატის მფლობელი.


 


- ალბათ, დიდი აზარტია, როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს...
- კი, უდიდესი აზარტი. ეს არის საფეხურებზე მუდმივი ასვლა. რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო საინტერესოა. ჩემი ცხოვრება სულ სიძნელეებით იყო სავსე, მაგრამ ამ სიძნელეებმა მასწავლა ის, რომ უკან არასოდეს უნდა მიიხედო. საკმაოდ ძლიერი ხასიათი მაქვს, რაც დროსთან ერთად გამომიმუშავდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?