მაია მახათაძე - ბიზნესლედი კონკიას ისტორიით

ბიზნესლედი

13 იანვარი 18:00, 2016 წელი

სასტუმროს ბიზნესში ყველაზე დაბალ პოზიციაზე 28 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. დღეს მაია მახათაძე „Continent Cron Palace Tbilisi“-ს ხელმძღვანელობს. როგორც თავად აღნიშნავს, გენერალური მენეჯერის პოზიცია მისთვის ძალზე საინტერესოა. წარმატების მოპოვებაში, საკუთარ ძალისხმევასთან ერთად, მას ოჯახიც დაეხმარა.


- ამჟამად „Continent Cron Palace Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ვარ. 12 წელია, სასტუმრო ინდუსტრიაში ვმუშაობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს უნიკალური და ძალიან საინტერესო ბიზნესია. გვაქვს ხოლმე საკმაოდ რთული შემთხვევებიც, თუმცა კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და დაბრკოლებების გადალახვა საოცრად სასიამოვნო პროცესია.
- როგორი გარემოა 
საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების სფეროში?
- დღეს საქართველოში არ არსებობს ხარისხის კონტროლი, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა შენი პროდუქტის სწორი პოზიციონირება მოახდინო და მომხმარებელს გააგებინო, რომ ის უსაფრთხო გარემოში იმყოფება, იკვებება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და იღებს მაღალი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. სწორედ ეს ხარისხი გვაძლევს საშუალებას, თამამად წარვდგეთ სტუმრების წინაშე. ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ეს საქმეს ეტყობა. არასდროს მინელდება აზარტი, რაც ამ სფეროში ვმუშაობ და მის გარეშე ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომიდგენია. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ეს განათლება ამ სფეროშიც მეხმარება - იმავე ტურისტებთან ურთიერთობის კუთხით.


- თქვენი პროფესიით არასდროს გიმუშავიათ?
- არ მიმუშავია, მხედველობაში თუ არ მივღებთ ტურისტულ კომპანიებში გიდის პოზიციას. მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემია. აბსოლუტურად ყველა ეტაპი გავიარე - დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან 28 წლის ასაკში, ვმუშაობდი დასუფთავებაში, მიმტანად, „რესეფშენში“, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მენეჯერად. სასტუმრო-ინდუსტრიაში ბევრ ქვეყანაში მაქვს ნამუშევარი. 


- დიდხანს მოგიწიათ საკუთარი თავის ძიება?
- ძიების პროცესი იმას ნიშნავს, რომ არ ხარ ჩამოყალიბებული, რა გინდა. შესაძლოა, შემთხვევით იპოვო შენი სფერო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რეალურად რა გინდა ცხოვრებაში, მიზანდასახულობა, რომელიც უფრო თანდაყოლილია, ვიდრე შეძენილი, შემართება და საქმის სიყვარული. ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს უნდა თქვა, რომ დამარცხდი. მთავარი ის არის, დაცემული როგორ ადგები. რამდენიმე დიდი იმედგაცრუება მქონდა ცხოვრებაში, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საბედისწერო შეცდომა არასდროს დამიშვია. ყოველთვის დიდი იმედი და რწმენა მაქვს. 

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.