საახალწლო დიეტა - ეფექტური ხერხი ფორმაში ჩასადგომად

დიეტა

31 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

ამ პერიოდში დიეტა მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა სასურველ კაბაში ვერ ჩავეტევით. თუკი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია და წვეულებამდე ერთი კვირა მაინც დაგრჩათ, ეს დიეტა აუცილებლად დაგეხმარებათ. ხოლო თუკი, უბრალოდ, გადაწყვიტეთ, ახალ წელს საკუთარი თავი მსუყე კერძებით გაანებივროთ, დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ეს 7-დღიანი კვების რეჟიმი ფორმაში ჩასადგომად უდავოდ დაგჭირდებათ.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- მიირთვით მცირე ულუფები;
- შესაძლოა, დიეტის რაციონი ღარიბი მოგეჩვენოთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ თქვენ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაათამამეთ საკუთარი თავი გემრიელი კერძებით.
- სასურველია, საკვები ერთსა და იმავე დროს მიირთვათ;
- ვახშამი მიირთვით საღამოს 6 საათამდე;
- რაციონიდან ამოიღეთ ცომეული და ტკბილეული;
- მიირთვით ხილი, უშაქრო ჩაი ან ყავა შეუზღუდავი რაოდენობით.


პირველი დღე:
საუზმე:
წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა თაფლით და გახეხილი ვაშლით.
სადილი:
უმი ბოსტნეულის სალათი შეზავებული ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით.
ვახშამი:
მოხარშული წიწიბურა და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.


 


 


მეორე დღე:
საუზმე:
2 ცალი მოხარშული კვერცხი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი:
ბოსტნეულის წვნიანი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი:
მოხარშული ყავისფერი ბრინჯი წყალზე მოთუშული ყაბაყით, ბროკოლითა და ლიმონის წვენით.


 


 


მესამე დღე:
საუზმე:
1 ჭიქა კეფირი ან თხევადი იოგურტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი:
თინუსის სალათი ბოსტნეულის გარნირით და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი: 
150 გრ. მოხარშული ან გრილზე შემწვარი ქათმის ფილე და 2 ცალი მოხარშული კვერცხი.


 


 


მეოთხე დღე:
საუზმე:
წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა თაფლით და გახეხილი ვაშლით.
სადილი:
2 ცალი ღუმელში გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი გახეხილი ყველით;
ვახშამი:
კიტრი-პომიდვრის სალათი შეზავებული მწვანილებით, სალათის ფურცლებითა და ზეითუნის ზეთით.


 


 


მეხუთე დღე:
საუზმე:
ომლეტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი:
200 გრ. მოხარშული თევზი და ორი ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი:
მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მოაყარეთ ზეითუნის ზეთში მოთუშული ხახვი, კამა და წითელი წიწაკა.


 


 


მეექვსე დღე:
საუზმე:
2 ცალი მოხარშული კვერცხი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი:
ბოსტნეულის წვნიანი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
ვახშამი:
ღუმელში გამომცხვარი თევზი ლიმონის წვენით და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი.


 


 


მეშვიდე დღე:
საუზმე:
1 ჭიქა კეფირი ან თხევადი იოგურტი და 2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი);
სადილი:
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი გახეხილი ყველით;
ვახშამი: ზეითუნის ზეთში მოთუშული სოკო, ხახვი და ბულგარული წიწაკა.


 


გილოცავთ ახალ წელს!  
გისურვებთ ჯანმრთელობასა და  ბედნიერ დღეებს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?