ამბები

5 აპლიკაცია, რომელიც ზამთრის არდადეგებზე იაფი ავიაბილეთების პოვნაში დაგეხმარებათ 

fun time

14:30 ოთხ. 18 დეკემბერი, 2024 წელი

მოგზაურობა

14
დაკოპირებულია

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ჩვენგანი ეძებს მოგზაურობისთვის საუკეთესო გზებს, იაფი ავიაბილეთების შესაძენად და მოგზაურობის მარტივად დასაგეგმად. საქართველოში ავიაბილეთები დღითი დღე მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ხდება. მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა საიტებისა და აპლიკაციების მეშვეობით მოგზაურობის დაგეგმვა ახლა უფრო მარტივი გახდა.

გიზიარებთ 5 საუკეთესო ონლაინ პლატფორმას რომელიც დაგეხმარება ზამთრის არდადეგების სწორად დაგეგმვასა და იაფი ავიაბილეთების მოძებნაში

1️⃣ SkyScanner

SkyScanner მსოფლიოში ყველაზე ცნობადი მულტიფუნქციური სამოგზაურო პლატფორმაა. SkyScanner-ზე თქვენ შეძლებთ როგორც ფრენების, ასევე, სასტუმროებისა და ავტომობილების გაქირავების სერვისების მოძიებას. პლატფორმა იდეალურია მათთვის, ვისაც ერთ სივრცეში სურს მოგზაურობისთვის საჭირო ბევრი სხვადასხვა სერვისის მოძიება.

2️⃣ Avia.ge

Avia.ge ერთ-ერთი სანდო პლატფორმაა საქართველოში. მარტივი ინტერფეისისა და ადგილობრივ მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებებიდან გამომდინარე, იგი საკმაოდ პოპულარული პლატფორმაა მათთვის, ვინც სიმარტივესა და ხელმისაწვდომ ავიაბილეთებს ეძებს.

3️⃣ Aviabiletebi.ge

Aviabiletebi.ge ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია საქართველოს ბაზარზე. მისი მიზანია, უზრუნველყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ფრენების ძიება, რაც მას სანდო პარტნიორად აქცევს ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობის დაგეგმვაში.

4️⃣ Aviasales

იაფი ავიაბილეთების ტოპ 5 პლატფორმის ჩამონათვალში Aviasales-ც აუცილებლად უნდა იყოს. 2007 წელს ბლოგის სახით დაწყებული პროექტი, რომელიც იაფი ავიაბილეთების პოვნას ეძღვნებოდა, დღეს 18 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. Aviasales საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც თანამშრომლობს ასობით სააგენტოსა და ავიახაზთან, გამორჩეულია მისი უნიკალური ფუნქციონალებითა და მოქნილი აპლიკაციით, რომლის ერთობლიობაც, შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს შესთავაზოს მაქსიმალურად ბიუჯეტური ფრენები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. აქედან გამომდინარე Aviasales-ს საქართველოში ყოველთვიურად ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს, მსოფლიოს მასშტაბით კი ეს რიცხვი 10 მილიონს აღემატება.

5️⃣ Wizz Air

ბაზარზე, ევროპის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების არჩევანით ავიაკომპანია Wizz Air გამოირჩევა. ბიუჯეტური მოგზაურობისთვის Wizz Air-ს უამრავი ადამიანი ირჩევს და ითვლება, რომ ფასების თვალსაზრისით, აღნიშნულში კომპანია ქართულ ბაზარზე თითქმის უკონკურენტოა. მიუხედავად ბილეთების დაბალი ფასისა, გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება: Wizz Air ამ ეტაპისათვის, მხოლოდ ქუთაისიდან დაფრინავს და ხშირ შემთხვევაში, ჩასაბარებელი ბარგის ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე თავად ავიაბილეთის ფასი, ამიტომ ჯობს მოგზაურობისას მხოლოდ მათ მიერ მითითებული ზომის ზურგჩანთით შემოიფარგლოთ, რათა არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა.

✈️ თუ უახლოეს პერიოდში მოგზაურობის დაგეგმვას აპირებთ, ეს აპლიკაციები დაგეხმარებათ სხვადასხვა ვარიანტების განხილვაში და თქვენთვის საუკეთესო ფასების პოვნაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობი...

მუსიკის საღამოები

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ქართული კლასი...

კლასიკური მუსიკის
საღამოები

რომელი ვიტამინებია საჭირო იმუნიტეტი...

SmartPharm

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფ...

PSP

როგორ დავამარცხოთ გულძმარვა?

როგორ დავამარცხოთ
გულძმარვა?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

„ქართული კლასიკური
მუსიკის საღამოები“ გალა
კონცერტით გაიხსნა

როგორ მოვიხსნათ საგამოცდო სტრესი? —...

SmartPharm

Valio Valsa ევროპროდუქტში: რატომ არ...

Valio Valsa

PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებუ...

PSP