სილამაზე/ჯანმრთელობა

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღირს ძვირი?

fun time

15:15 ხუთ. 20 მარტი

რით არის ფსტა სასარგებლო

14
დაკოპირებულია

ფსტა გემრიელი თხილეულია, რომლის წარმოშობა შუა აღმოსავლეთს უკავშირდება. ნაზი და დახვეწილი გემოს წყალობით ფსტა ერთ-ერთ ძვირფას თხილეულად ითვლება. მას ხშირად იყენებენ სალათებში, ხორციან და თევზიან კერძებში. ფსტისგან ამზადებენ ნაყინს, სოუსებსა და დესერტებს. ფსტის თხილი არა მხოლოდ გამორჩეული გემოს, არამედ სასარგებლო თვისებების გამოც უყვართ, თუმცა, მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა - საქართველოში 1 კგ ფსტა, დაახლოებით, 45 ლარი ღირს. 

რატომ ღირს ფსტა ძვირი

ფსტის სიძვირის მიზეზი მცენარის ზრდასა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებული სირთულეებია. ფსტის ხე პირველ მოსავალს მეშვიდე ან მერვე წლიდან იძლევა.

თხილს წელიწადში ერთხელ — ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში კრეფენ, თანაც — უმეტესად მხოლოდ ღამით, რადგან დღისით ხე ჯანმრთელობისთვის ისეთ ეთერზეთებს გამოყოფს, რომლებიც თავბრუდახვევას და გულისრევას იწვევს.

ფსტას ხელით კრეფენ, წმენდენ და აშრობენ. ამის შემდეგ ფსტას მარილიან წყალში ალბობენ, ხალავენ და ყიდიან.

ფსტა ძირითადად, თურქეთში, მაროკოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხარობს, ამიტომ თხილის ფასს ტრანსპორტის ხარჯებიც ემატება.

ფსტის სასარგებლო თვისებები

ფსტა მდიდარია უჯრედისით, სასარგებლო ცხიმებით და სხვადასხვა მინერალით.

კალიუმის შემცველობით ფსტა სხვა კაკლებს შორის ლიდერობს.

დადასტურებულია, რომ ფსტა სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს ამცირებს, ამიტომ კარგი ანტისტრესული საშუალებაა.

ფსტაში შემავალი ვიტამინი B7 მნიშვნელოვნად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო სელენი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ეხმარება.

ფსტაში შემავალი ლუტეინი მხედველობისთვის სასარგებლოა. ექიმები ფსტას მიღებას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს ურჩევენ.

ფსტის ზეთი კვებავს და ატენიანებს კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და ამაგრებს თმის ძირს.

რა შემთხვევაში უნდა ერიდოთ ფსტის ჭამას?

უამრავი სასარგებლო თვისების მიუხედავად, ფსტას უარყოფითი მხარეებიც აქვს:

მაღალი კალორიულობა: 100 გრამი ფსტა 562 კკალ-ს შეიცავს, ამიტომ, თუ წონას აკონტროლებთ, ფსტის მიღებას უნდა მოერიდოთ.

მარილიანობა: ფსტა მლაშეა და შეიძლება კუჭისა და თირკმელების დაავადებების დროს გავნოთ.

წნევის პრობლემები: მაღალი მარილიანობის გამო ჰიპერტონიის მქონე ადამიანები ფსტის მიღებას უნდა მოერიდონ, რადგან მარილი წნევას ზრდის.

დაბოლოს — ფსტა ძლიერი ალერგენია.

ესეც დაგაინტერესებთ:

მაკადამია - მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირფასი კაკალი

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებები

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?

რომელი ბრინჯია ყველაზე სასარგებლო დ...

რომელი ბრინჯი ჯობია?