რისი მომზადება შეიძლება და რისი არა ალუმინის ჭურჭელში?
15:15
ალუმინის ჭურჭელი კარგი სითბოგამტარობის, სიმსუბუქისა და სიიაფის გამო დიასახლისებში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ალუმინი ნეიროტოქსიკური ლითონია და თუ ორგანიზმში დასაშვებზე მეტი დაგროვდა, შესაძლოა, ისეთი დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიც ალცჰაიმერი და პარკინსონია.
ახალი ალუმინის ჭურჭელი, ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელია, რადგან ალუმინის დამფარავი ოქსიდის ფენა მას დაჟანგვისგან იცავს, თუმცა, გარკვეულ პირობებში, მაგალითად, ხილსა და ბოსტნეულში არსებული მჟავების ზემოქმედებისას, ეს დაცვა შეიძლება განადგურდეს.
რა არ უნდა მოამზადოთ ალუმინის ჭურჭელში და რატომ?
საკვებში არსებული მჟავების ზემოქმედებისას გარკვეული მარილები გამოიყოფა, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. საკვების ასეთ ჭურჭელში შენახვა მარილების დაგროვების რისკს ზრდის.
ექსპერტები ამბობენ, რომ ალუმინის ჭურჭელში ცხარე და მჟავე საკვების მომზადება არ შეიძლება. ამ მიზნისთვის, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი საუკეთესო არჩევანია.
თავი შეიკავეთ ალუმინის ჭურჭელში შემდეგი კერძების მომზადებისგან:
- წითელი და მწვანე ბორშჩი, კომბოსტოს წვნიანი,
- დამარილებული თევზი, ჭარხალი და პომიდორი.
- კომპოტები და მურაბები,
- ჩაშუშული და მჟავე კომბოსტო, ნებისმიერი მარინადი და მჟავე სოუსი,
- ფერმენტირებული რძის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა არაჟანი, ხაჭო და კეფირი,
- ბავშვის საკვები,.
- არ აადუღოთ რძე.
კვების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, საკვების ალუმინის ქვაბში შენახვა არასასურველია - მჟავე ან ტუტე გარემოში ალუმინს მავნე მინარევების გამოყოფა შეუძლია, ამიტომ როგორც კი კერძი მოიხარშება, სპეციალურ კონტეინერში ან მინანქრის ჭურჭელში გადაიტანეთ.
რისი მომზადებაა უსაფრთხო ალუმინის ჭურჭელში?
ალუმინის ჭურჭელი იდეალურია უცხიმო ხორცის, პელმენების, მაკარონის, კვერცხის, დაბალმჟავიანი ხილისა და ბოსტნეულის მოსამზადებლად. ალუმინის ქვაბში უსაფრთხოა შემდეგი კერძების მომზადება:
- ხორცისა და თევზის ბულიონები,
- კვერცხი,
- მაკარონი, ბლინები, პელმენი - ძირითადად, ცომზე დამზადებული კერძები;
- ბოსტნეულის კერძი, რომელიც ძმარს ან სხვა მჟავებს არ შეიცავს - კარტოფილი, ყაბაყი, ბადრიჯანი და ა.შ.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან