იცით თუ არა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კერძის გემოზე?

fun time

16:37 ოთხ. 25 ივნისი, 2025 წელი

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

14
დაკოპირებულია

ოდესმე თუ დაჰკვირვებიხართ, როგორ ჭურჭელს იყენებენ რესტორნებში? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სპეციალისტების თქმით, ადამიანები კერძს თავდაპირველად, გარეგნული იერით  აფასებენ და მხოლოდ შემდეგ აგემოვნებენ. ჩვენ გიამბობთ როგორ არჩევენ რესტორნებისთვის  ჭურჭელს და როგორ მოქმედებს რესტორნის ჭურჭელი კერძის გემოზე.

 

დღეს რესტორნებში, მაგიდაზე შეიძლება სხვადასხვა ფორმისა და მასალისგან დამზადებული თეფშები ნახოთ, თუმცა მრავალფეროვნების მიუხედავად, საერთო სტილი მაინც შენარჩუნებულია — ის სტუმრების გაერთიანებისა და მათში დადებითი ემოციების აღძვრისკენ არის მიმართული.

ჭურჭლის დიზაინი რესტორნის შეხედულებაზეა დამოკიდებული - შეიძლება არჩევანი ელეგანტურ კლასიკაზე შეაჩერონ (თეთრი ფაიფური, უბრალო ფორმებით) ან უპირატესობა თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებს მიანიჭონ.

თუ რესტორანი ცდილობს, თანამედროვეობას ფეხი აუწყოს და გამორჩეული იყოს, შეუძლია ხის დაფები, ლითონის ან მინის ჭურჭელი გამოიყენოს. ასეთი წვრილმანები კერძის უნიკალურობას ხაზს უსვამს და ვიზუალურ ეფექტს მატებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჭურჭლის შეხამება რესტორნის ინტერიერთან და ავეჯთან.

ჭურჭლის ზომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია თეფში, მით უფრო მაღალია რესტორნის სტატუსი სტუმრის თვალში.
ასე, რომ რესტორანში ჭურჭელს არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ დაწესებულების დონის, ტიპის, მაგიდების ზომისა და შეფ-მზარეულის გემოვნების გათვალისწინებით არჩევენ.

ხარისხი გადამწყვეტია

ზოგი რესტორატორი ჭურჭლის შერჩევას სპეციალურ კომპანიებს ანდობს, რომლებიც რესტორნებს, ბარებსა და სასტუმროებს ამარაგებენ.
ჭურჭლის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც მისი ხარისხი და გამძლეობაა. რესტორნის ჭურჭელმა ხშირ რეცხვას და ტემპერატურის ცვალებადობას უნდა გაუძლოს, ამიტომ მასალის სიმტკიცე გადამწყვეტი ფაქტორია.

***

რესტორანი, სადაც უფასოდ მიირთმევთ ან იხდით იმდენს, რამდენის საშუალებაც გაქვთ

საკვების შენახვა - მარტივი ხრიკები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები