იცით თუ არა

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ეშინოდათ მეცხრე სიმფონიის შექმნა კომპოზიტორებს?

fun time

15:20 ხუთ. 3 სექტემბერი

მეცხრე სიმფონიის წყევლა

14
დაკოპირებულია

მუსიკის ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ ძალზე საინტერესო ფაქტს წავაწყდებით. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ცნობილი კომპოზიტორი მეცხრე სიმფონიის შექმნის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ფენომენი კლასიკურ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი და ცრურწმენაა.

მეცხრე სიმფონიის შექმნის შემდეგ გარდაიცვალნენ ბეთჰოვენი, ბრუკნერი, შუბერტი და სხვა მუსიკოსები.

მეცხრე სიმფონიის წყევლის შესახებ

აი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ თემას უკავშირდება:

ავსტრიელ კომპოზიტორს, გუსტავ მალერს „მეცხრე სიმფონიის წყევლის“ ისე ეშინოდა, რომ თავის ნაწარმოებს „სიმღერა დედამიწაზე“ (Das Lied von der Erde) სიმფონია არ უწოდა, რათა ბედისწერა მოეტყუებინა. თუმცა, ამან ვერ უშველა... მალერი 1911 წლის 18 მაისს ვენაში, 50 წლის ასაკში, მე-10 სიმფონიის დასრულებამდე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი) გახდა. სიმფონიის „სიმღერა დედამიწაზე“ პრემიერა კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წლის 26 ივნისს ვენაში, ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გაიმართა.

„მეცხრე სიმფონიის წყევლის“ იდეა თავად გუსტავ მალერს ეკუთვნის. სწორედ მან მიაქცია ყურადღება იმ კანონზომიერებას, რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრანც შუბერტი და ანტონ ბრუკნერი მე-9 სიმფონიის დაწერის შემდეგ (ან მასზე მუშაობისას) გარდაიცვალნენ.

რუსი კომპოზიტორი ალექსანდრე გლაზუნოვი (XIX ს.) უფრო ეშმაკი აღმოჩნდა — მე-9 სიმფონიაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ის დაუსრულებელი დატოვა. შესაძლოა, კიდევ 25 წელი სწორედ ამის წყალობით იცოცხლა.

ავსტრიელმა კომპოზიტორმა არნოლდ შენბერგმა მეცხრე სიმფონიის ცრურწმენა კიდევ უფრო გაამყარა თავის ესეიში, სადაც წერდა:

„როგორც ჩანს, მეცხრე სიმფონია არის ზღვარი. ვისაც მისი გადალახვა სურს, უნდა წავიდეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მეათეში არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ უნდა ვიცოდეთ, რისთვისაც ჯერ მზად არ ვართ. ისინი, ვინც მეცხრე დაწერეს, უკვე ძალიან ახლოს იყვნენ იმქვეყნიურ სამყაროსთან.“

ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრუკნერისა და მალერის გარდა, „მეცხრე სიმფონიის მსხვერპლთა სიაში“ შედიან:

ანტონინ დვორჟაკი — ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონია დაიწერა 1893 წელს აშშ-ში. ეს არის კომპოზიტორის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი სიმფონია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ჩეხური ფოლკლორისა და ამერიკელი ინდიელებისა თუ ნეგროიდული სულიერი მუსიკის მოტივები. ამის შემდეგ მას სხვა სიმფონია აღარ დაუწერია.

რალფ ვოუან უილიამსი (Ralph Vaughan Williams) — ბრიტანელი კომპოზიტორის მეცხრე სიმფონია (მი მინორი) მისი უკანასკნელი, 1956–1957 წლებში შექმნილი სიმფონიური ნაწარმოების. სიმფონიის პრემიერა ლონდონში, 1958 წლის 2 აპრილს გაიმართა, კომპოზიტორი კი პრემიერიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ალფრედ შნიტკე — ალფრედ შნიტკეს მეცხრე სიმფონია არის კომპოზიტორის უკანასკნელი, დაუმთავრებელი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მან 1996–1998 წლებში, ინსულტების შედეგად მარჯვენა მხარის დამბლის შემდეგ, მარცხენა ხელით ძნელად გასარჩევი ხელნაწერების სახით დაწერა. ნაწარმოები მოგვიანებით სხვებმა აღადგინეს და დაასრულეს. მე-9 სიმფონიაზე მუშაობისას კომპოზიტორი მძიმედ იყო ავად და მისი დასრულება თითქმის ვერ მოასწრო.

***

ზემოთ თქმულის მიუხედავად, მუსიკის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ „მეცხრე სიმფონიის წყევლა“ უფრო მითია, ვიდრე კანონზომიერება, რასაც სიკვდილს გადარჩენილი კომპოზიტორების არსებობა ადასტურებს, მაგალითად:

დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, რომელსაც ასევე ეშინოდა წყევლის, მე-9 სიმფონიის შემდეგ კიდევ 6 სიმფონია დაწერა,

  • მოცარტმა - 47-მდე,
  • ჰაიდნმა -104
  • ჰეიტორ ვილა-ლობოსმა 12
  • ხოლო ფინელმა კომპოზიტორმა ლეიფ სეგერსტამმა 300-ზე მეტი სიმფონია შექმნა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?