საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის შესახებ
18:26 კვი. 30 აგვისტო
გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა, თუმცა მისი სიმბოლური გამოსახულება სიყვარულის საყოველთაოდ აღიარებული ნიშანი გახდა. ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ გული სულის სამყოფელია, ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ მასში ბედნიერება ბუდობს, ხოლო ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ გულია ინტელექტისა და ემოციების სათავეა.
✔️ ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეგობრებთან ურთიერთობა გულისთვის ძალიან სასარგებლოა. მათ, ვისაც ბევრი მეგობარი და ურთიერთობის ფართო წრე აქვს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაცილებით იშვიათად აწუხებთ, ვიდრე ჩაკეტილ ადამიანებს.
✔️ ადამიანის გული 250-იდან 350 გრამამდე იწონის და ზომით ამ ადამიანისვე მუშტის ტოლია.
✔️ პოლონელმა მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ხველა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ხველის დროს მკერდის არეში წნევა იმატებს, რაც გულიდან ტვინისკენ სისხლის გადასროლას ხელს უწყობს და გულის არაპირდაპირი მასაჟის ანალოგს წარმოადგენს.
✔️ კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სადილის შემდეგ რეგულარულად იძინებენ ხოლმე, 37%-ით იშვიათად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მათთან შედარებით, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ღვიძავს.
✔️ ნაკლებცხიმიანი სოფლის ხაჭო გულისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიას მიეკუთვნება, რადგან ის დიდი რაოდენობით ცილასა და კალციუმს შეიცავს.
✔️ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანის გულის ცემას თავისი რიტმით ყველაზე მეტად ვალსი წააგავს.
✔️ გული ყველაზე მძლავრი „ძრავია“. ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 2-იდან 3 მილიარდამდე შეკუმშვას ასრულებს. ასეთი შეკუმშვების შედეგად გამომუშავებული ძალა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალზე აიყვანოს.
✔️ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გულიანი ხარხარი გულის სისხლძარღვების შიდა კედლების მოდუნებას უწყობს ხელს, რაც გულის მუშაობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
✔️ როდესაც ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს თვალებში დიდხანს უყურებს, მათი გულისცემის რიტმები ერთმანეთს ემთხვევა და სინქრონული ხდება.
✔️ გული დღეში საშუალოდ 100 000-ჯერ ცემს და ამ დროში დაახლოებით 7 500 ლიტრ სისხლს გადატუმბავს.
✔️ გულსისხლძარღვების სიგრძე ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 000 კილომეტრია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწას ეკვატორზე ორნახევარჯერ შემოუაროს.
✔️ სტატისტიკურად, გულის შეტევები ყველაზე ხშირად კვირის პირველ დღეს, ორშაბათს დილით ხდება, რაც დასვენების დღეების შემდეგ სამუშაო რიტმში დაბრუნებასა და სტრესის ჰორმონების მატებას უკავშირდება.
✔️ გულისცემის სიხშირეს შეუძლია იმ მუსიკის რიტმს მოერგოს, რომელსაც უსმენთ — მშვიდი მუსიკა პულსს ანელებს, ხოლო ენერგიული და სწრაფი რიტმი აჩქარებს.
✔️ ლურჯ ვეშაპს პლანეტაზე ყველაზე დიდი გული აქვს — ის, დაახლოებით, მცირე ზომის ავტომობილის ოდენაა და 180 კილოგრამამდე იწონის, ხოლო მისი ცემა 3 კილომეტრის რადიუსში ისმის.
✔️ მსოფლიოში გულის ოპერაციების ყოველდღიური, ზუსტი სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება, თუმცა წლიურ მონაცემებსა და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მიახლოებითი ციფრების გამოთვლა შესაძლებელია. ციფრები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რას მივიჩნევთ „გულის ოპერაციაში“:
ღია ქირურგიული ოპერაციები (შუნტირება, სარქვლების შეცვლა და ა.შ.) — მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 1.5-იდან 2 მილიონამდე ასეთი ჩარევა ტარდება. ეს ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 4 000-დან 5 500-მდე ღია ოპერაცია კეთდება.
მცირეინვაზიური და ინტერვენციული პროცედურები (მაგ. სტენტირება, ანგიოპლასტიკა) — თუ ამ კატეგორიასაც ჩავთვლით, წლიური რაოდენობა 5-იდან 6 მილიონამდე აღწევს. შესაბამისად, ყოველდღიურად დაახლოებით 13 000-დან 16 000-მდე პროცედურა ტარდება.
გულის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) — ეს ყველაზე იშვიათი და რთული ოპერაციაა. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 5 000 გადანერგვა ტარდება, რაც დღეში საშუალოდ 13-14 ოპერაციას შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ოპერაციების უდიდესი წილი მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე (აშშ, ევროკავშირი) მოდის, სადაც შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტადაა ხელმისაწვდომი.
***
საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს და ეხმარება გულის ჯანმრთელობას
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან