სილამაზე/ჯანმრთელობა

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

fun time

12:15 შაბ. 18 იანვარი

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

14
დაკოპირებულია

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც European Heart Journal-ში გამოქვეყნდა, დილაობით ყავის დალევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის უფრო დაბალ რისკს უკავშირდება, ვიდრე ყავის დალევა დღის სხვა მონაკვეთში. 

კვლევამ, რომელშიც 40 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ყავის დალევის დრომ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი შეასრულოს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც ყავას დილაობით სვამენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იშვიათად იღუპებიან.

„კვლევები აჩვენებს, რომ ყავის დალევა არ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და სავარაუდოდ, ზოგი ქრონიკული დაავადების, მაგალითად, მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებს. ჩვენს სხეულზე კოფეინის ზემოქმედების გათვალისწინებით, გვინდოდა გაგვერკვია, მოქმედებს თუ არა ყავის დალევის დრო გულის ჯანმრთელობაზე,” - განმარტა ტულანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორმა ლუ ჩიმ.

ყავა დილით — გავლენა ჯანმრთელობაზე

კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვები საკვებისა და სასმლის, მათ შორის — ყავის შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. საბოლოოდ, შეარჩიეს 1463-კაციანი ჯგუფი, რომლის წევრები ერთი კვირის მანძილზე დღიურში აწარმოებდნენ მიღებული საკვებისა და სასმლის აღრიცხვას.

მკვლევრებმა შეძლეს ამ ინფორმაციის დაკავშირება 9-იდან 10 წლამდე პერიოდში დაფიქსირებული სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან.

კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 36% ყავას დილით (ძირითადად, შუადღემდე) მიირთმევდა, 16% — დღის განმავლობაში (დილა, შუადღე და საღამო), ხოლო 48% — საერთოდ არ სვამდა.

❗ კვლევის შედეგების თანახმად, დილის ყავის მოყვარულებში რაიმე მიზეზით სიკვდილის ალბათობა 16%-ით ნაკლებია, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების ალბათობა 31%-ით ნაკლები, ვიდრე მათ შორის, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდა.

მათ, ვინც ყავას დილით სვამდა, გარდაცვალების უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, იმის მიუხედავად, ყავის ზომიერი მომხმარებლები იყვნენ (ორი-სამი ფინჯანი), თუ სამ ფინჯანზე მეტს მიირთმევდნენ, თუმცა უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ მათ, ვინც დილას ყავას ზომიერი რაოდენობით მიირთმევდა.

***

„ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც შეამოწმა ყავის დალევის დროის გავლენა ჯანმრთელობაზე. შედეგების თანახმად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, ყავას სვამთ თუ არა და რამდენს სვამთ არამედ ისიც, თუ დღის რა მონაკვეთში სვამთ. ჩვენ არ ვაძლევთ-ხოლმე რჩევებს დროის შესახებ ჩვენს დიეტურ რეკომენდაციებში, მაგრამ ალბათ ამაზე უნდა ვიფიქროთ მომავალში“, - განაცხადა ლუ ჩიმ.

„ეს კვლევა არ ამბობს რატომ ამცირებს დილის ყავა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკს. შესაძლოა ამის მიზეზი ისაა, რომ დილის ან საღამოს ყავამ შეიძლება ცირკადული რიტმები და ისეთი ჰორმონების დონე დაარღვიოს, როგორიც არის მელატონინი. ეს კი თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა რისკფაქტორების ცვლილებას იწვევს“ - დასძინა პროფესორმა.

ესეც გასინჯეთ:

ციკორის ყავა

ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლის მიყოლება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია