ირგა - გემრიელი კენკრის სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
19:00 ოთხ. 20 აგვისტო

ირგა (Amelanchier), იგივე ყვავტყემალა, ტკბილი გემოთი და სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. ირგის კენკრა აქრობს შიმშილის გრძნობას და აძლიერებს იმუნიტეტს. ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში, ისე კულინარიაში, განსაკუთრებით კი დესერტების მომზადებისას.
ირგის სამშობლო კანადაა. XVI საუკუნეში ირგა ევროპაში გავრცელდა, სადაც მისი ნაყოფისგან ტკბილი ღვინის დამზადება დაიწყეს.
ველურ ბუნებაში ირგა ტყეებში, ბუჩქნარებსა და მთებში იზრდება. მიიჩნევა, რომ მისი ფართო გავრცელება გადამფრენმა ფრინველებმა განაპირობეს. დღეს ცნობილია ირგის, დაახლოებით, ოცდახუთი სახეობა.
რას შეიცავს ირგა?
ირგას სამკურნალო თვისებებს მისი ნაყოფის, ფოთლებისა და ქერქის ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს.
კენკრის შემადგენლობაში შედის: ასკორბინის მჟავა, შაქარები, ორგანული მჟავები, ასკორუტინი, C,D,K,PP, B ჯგუფის ვიტამინები, ფლავონოიდები, პექტინები, კაროტინი და ბოჭკო.
ირგის ფოთლები და ქერქი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ხოლო თესლი — ზეთებით.
ირგას სასარგებლო თვისებები
ირგას კენკრა, ძირითადად, ნედლად გამოიყენება, თუმცა მისგან ჟელეებს, მურაბას და ჩირსაც ამზადებენ.
ირგას მიირთმევენ ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭის დაავადებების პროფილაქტიკისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ.
ეს გემრიელი კენკრა ბუნებრივი პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის მუშაობას. მის ნაყოფს გააჩნია იმუნოსტიმულირებადი, ზოგად გამაჯანსაღებელი, დამამშვიდებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო, ტონუსის მომმატებელი, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები.
ის ხშირად გამოიყენება დიეტასა და სამკურნალო კვებაში.
ირგას აქტიურად იყენებენ როგორც სამკურნალო, ისე პრევენციულ პროგრამებში.
ირგა ქალებისთვის
ირგას ნაყოფი ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს და აძლიერებს ქალის ორგანიზმს კლიმაქსური სისხლდენების შემდეგ.
ირგა ეხმარება მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან გამკლავებაში, აძლიერებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობას — თუნდაც ხანგრძლივი და რთული მშობიარობის შემდეგ.
დაბალი კალორიულობისა და მაღალი გემოვნური თვისებების გამო, ირგა პოპულარული პროდუქტია წონის კორექციისა და ჯანსაღი კვების პროგრამებში.
ირგა მამაკაცებისთვის
დიეტოლოგების აზრით, ირგას კენკრის მიღება სასურველია 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის. ამ პერიოდში ხშირად იჩენს თავს შარდსასქესო სისტემის პრობლემები, რაც სისხლძარღვების ელასტიკურობის დაქვეითებას უკავშირდება.
ირგას მიღება აუმჯობესებს ლიბიდოს, ზრდის სექსუალურ აქტივობას და ამავდროულად ამაგრებს სისხლძარღვებს, რითაც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ირგა ბავშვებისთვის
ირგა მზარდი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კენკრა შეიცავს 50-ზე მეტ ვიტამინს, მიკრო და მაკროელემენტებს და ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის მუშაობას.
აძლიერებს ორგანიზმის დაცვით უნარს და ებრძვის ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციებს.
ირგის ნაყენი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ხშირად გამოიყენება გაციების თუ გრიპის სამკურნალოდ.
ბავშვებისთვის ირგას მიცემა სასურველია 4 წლის ასაკიდან.
ირგას უკუჩვენებები
არსებობს გარკვეული უკუჩვენებები, რომელთა პირობებში სასურველია ტკბილი კენკრის მიღება შეიზღუდოს, ესენია:
შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, დაბალი არტერიული წნევა, კანის გამონაყარი — ირგა ძლიერი ალერგენია,
სისხლის შედედების უნარის დაქვეითება.
***
რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღირს ძვირი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან