სილამაზე/ჯანმრთელობა

კომბუჩა - სარგებელი, რისკები და მითები

fun time

12:25 ოთხ. 8 ოქტომბერი, 2025 წელი

კომბუჩას სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

კომბუჩა უძველესი აზიური სასმელია, რომელიც ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. სასმელი, რომელსაც ხშირად „უკვდავების ელექსირს“ უწოდებენ, გემოვნური თუ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ფასობს. 2021 წელს კომბუჩას გაყიდვებმა ამერიკის ბაზარზე  $2.59 მილიარდი შეადგინა. რამ გამოიწვია სასმელზე მოთხოვნის ასეთი ზრდა?

რა არის კომბუჩა?

კომბუჩა ოდნავ მჟავე, ბუნებრივად შუშხუნა სასმელია, რომელიც ფერმენტაცია ხდება დატკბილული ჩაის დუღილის პროცესში, სპეციალურად მომზადებული საფუვრის SCOBY (Symbiotic Culture of Bacteria and Yeast, რომელსაც ჩაის სოკოს ეძახიან) და ძმარმჟავას ბაქტერიების მეშვეობით.

მისი სახელწოდება ორი სიტყვის კომბინაციით შედგება: კომბუ (კორეელი ექიმის სახელი, რომელმაც სასმელი იაპონიაში შეიტანა) და ჩა (იაპონურად სასმელს ნიშნავს).

კომბუჩა წარმოშობით ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთიდან, კერძოდ, მანჯურიიდანაა, სადაც მას ენერგეტიკული და ორგანიზმის გამწმენდი თვისებების მქონე სასმელად მიიჩნევდნენ. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა იაპონიაში, კორეაში, რუსეთში და ჩრდილოეთ აფრიკაშიც კი.

კომბუჩა ევროპაში შედარებით გვიან, მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოხვდა.

კომბუჩას სასარგებლო თვისებები

კომბუჩა რომ “ჯანმრთელობის ელექსირია”, ეს გაზვიადებული შეფასებაა და ინტერნეტში ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება.

თუმცა ამ გემრიელ სასმელს, რა თქმა უნდა, თავისი ბევრი დადებითი თვისება აქვს:

✔️ კომბუჩა გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს — ის ძალიან მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს, (განსხვავებით გამაგრილებელი სასმელებისგან, რომლებიც შაქრით და კალორიებით არის სავსე).

✔️ კომბუჩას ძირითადი სარგებელი საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდება — ხელს უწყობს მონელებას და ნაწლავის მიკროფლორის გაჯანსაღებას.

✔️ კომბუჩა შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უჯრედების დაცვასა და იმუნური სისტემის მხარდაჭერაში მონაწილეობენ.

✔️ ზოგიერთ კვლევაში კომბუჩამ აჩვენა ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონის შემცირების პოტენციური ეფექტი, თუმცა ამ შედეგებს დამატებითი კვლევა სჭირდება.

კომბუჩა აქვს პოტენციალი, დაეხმაროს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

კომბუჩას უკუჩვენებები

ამ სასმლის დალევა ყველას არ შეუძლია:

კომბუჩა აკრძალულია ფეხმძიმე ქალებისთვის და ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

კუჭის წყლულის, თირკმლის, ღვიძლის ან პანკრეასის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სასმელი არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით - უზმოზე.

კომბუჩას მომზადება

კომბუჩას სახლში მომზადება გარკვეულ რისკებს შეიცავს - ჰიგიენის ნორმების დარღვევამ ან უხარისხო პროდუქტებმა შეიძლება სასმლის მავნე ბაქტერიებით და ობით დაბინძურება გამოიწვიოს! ამიტომ კომბუჩას მოსამზადებლად მხოლოდ სტერილურად სუფთა ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ.

არ დალიოთ სასმელი, თუ ფერის, სუნის ან გემოს ოდნავი ცვლილებაც კი შეინიშნება.


ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს საიდუმლო

კოკა-კოლა მედიცინაში - 10 საინტერესო ფაქტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი