ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტში ფინანსებთან სიფრთხილე მართებს
14:00
მარტის თვეში კირჩხიბებმა, სასწორებმა და თხის რქებმა ფინანსების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. პლანეტა ვენერა, რომელიც ფულს, სიამოვნებასა და მატერიალურ მიზიდულობას განაგებს, მზესთან დაძაბულ ასპექტებს ქმნის. ამის გამო ფინანსურ სფეროში იმპულსურობა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და უფრო ფხიზელი და გააზრებული მიდგომაა საჭირო.
კირჩხიბი
მარტი კირჩხიბებისთვის ის თვეა, როდესაც ფინანსური გადაწყვეტილებები მაქსიმალურ სიდინჯეს და გააზრებას მოითხოვს. წყლის ენერგიისა და ნეპტუნის ძლიერი ასპექტების ფონზე, შესაძლოა, გათვლებში შეცდომა დაუშვათ, შესაძლებლობები გადააფასოთ ან ფული ისეთ საქმეში ჩადოთ, რომელიც მოგებას არ მოგიტანთ. ფული შეიძლება წვრილმანი ხარჯების ან ემოციური შენაძენის გამო ხელიდან გაგიფრინდეთ.
პროფესიული საქმიანობა არასტაბილურია: ხან შთაგონება გეწვევათ, ხან დაღლილობა, ხან გიჩნდებათ განცდა, რომ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ ძალიან ბევრს აკეთებთ. სატურნი საზღვრების დაცვის აუცილებლობას შეგახსენებთ, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვების მოვალეობებს და არაანაზღაურებად ინიციატივებს ნუ დათანხმდებით.
მარტში მნიშვნელოვანია არ ეცადოთ, რომ ყველას მოეწონოთ და „მხსნელის“ როლი არ მოირგოთ. სოციალურმა კავშირებმა შეიძლება სარგებლის ნაცვლად ემოციური ტვირთი მოგიტანოთ. სჯობს დისტანცია დაიცვათ და ისეთი გარემოცვა აირჩიოთ, რომელიც თქვენგან ფინანსურ ან ენერგეტიკულ დანახარჯებს არ მოითხოვს.
სასწორი
მარტის თვე სასწორებისგან ფულის მკაცრ კონტროლს მოითხოვს. თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა თვის უმეტეს ნაწილს დაძაბულ ასპექტებში გაატარებს, რაც იმპულსური შესყიდვების, წამგებიანი შეთანხმებებისა და ემოციების გავლენით მიღებული გადაწყვეტილებების რისკს ზრდის. განსაკუთრებით ფრთხილად მაცდურ დაპირებებთან და „მომგებიან“ შეთავაზებებთან იყავით — ისინი შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს.
სამსახურში მოსალოდნელია შეფერხებები, პირობების გადახედვა და ძველ დავალებებთან დაბრუნება. სატურნი დისციპლინასა და სიცხადეს მოითხოვს, ნეპტუნმა კი შეიძლება ურთიერთობაში ბუნდოვანება შემოიტანოს. მნიშვნელოვანია ყველაფერი წერილობით დააფიქსიროთ და გაურკვეველ გარიგებებს არ დათანხმდეთ.
მარტში სოციალურ ინიციატივებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ისეთ პროექტებში მონაწილეობამ, სადაც მკაფიო მიზნები არ არსებობს, შეიძლება ფულის ზედმეტი ხარჯვა გამოიწვიოს. არ ღირს ფულის ინვესტირება აქტივობებში, რომელთაც რეალური უკუგება არ გააჩნიათ.
თხის რქა
მარტში შეიძლება თხის რქები ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სადაც ფული ვალდებულებებზე, ახლობლების დახმარებაზე ან გაუთვალისწინებელ ხარჯებზე დაიხარჯება. თქვენი მმართველი სატურნი პასუხისმგებლობას მოითხოვს, ნეპტუნი კი ბუნდოვანებას და გათვლებში შეცდომის დაშვების რისკს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ საბუთები, ანგარიშები და ხელშეკრულების პირობები გადაამოწმოთ და ცარიელ სიტყვებს გარანიის გარეშე არ ენდოთ.
სამსახურში შესაძლებელია ანაზღაურების დაგვიანება, პირობების გადახედვა ან სხვისი შეცდომების გამოსწორება. ახლა კარიერული წინსვლისთვის აქტიური მოქმედების დრო არ არის - სჯობს მიღწეული პოზიცია განამტკიცოთ და ზედმეტი ტვირთი არ აიკიდოთ.
სოციალურმა კავშირებმა შეიძლება იმაზე მეტი მოითხოვონ, ვიდრე შეგიძლიათ გასცეთ. მნიშვნელოვანია, არ მისცეთ კოლეგებს უფლება, რომ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა ბოროტად გამოიყენონ. მარტში სჯობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი პროექტებისგან, სადაც მკაფიო სტრუქტურა და მოვალეობების გამჭვირვალე გადანაწილება არ არის.
როგორც წესი, თხის რქები რაციონალურები არიან, მაგრამ მარტში შეიძლება მოულოდნელმა ხარჯებმა ან გათვლებში შეცდომებმა იჩინოს თავი. შესაბამისად, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ფინანსური დისციპლინის დაცვა და სიმშვიდის შენარჩუნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან