თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე მოქნილი აზროვნებით

fun time

17:36

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე
მოქნილი აზროვნებით

14
დაკოპირებულია

ზოგჯერ, ადამიანის გვერდით ყოფნისას, გიჩნდება განცდა, რომ მას ვითარების სხვებზე უფრო სწრაფად და ღრმად დანახვა შეუძლია. ის თითქოს წინასწარ გრძნობს, სად არის თანამოსაუბრის სუსტი წერტილი, სად სარგებელი ან რა მიმართულებით შეიძლება საუბრის წაყვანა. თანაც ამ ყველაფერს ისე ბუნებრივად აკეთებს, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ აღმოჩნდი ზუსტად იმ წერტილში, სადაც მან თავისი სიტყვებითა და მშვიდი ქცევით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგიყვანა. 

საუბარია არა ბოროტებაზე ან აშკარა მანიპულაციაზე, არამედ განსაკუთრებულ აზროვნებაზე, როცა ადამიანს შეუძლია გარემოებებს მოერგოს და მომენტი ისე გამოიყენოს, რომ გვერდიდან ეს თითქმის შემთხვევითობას ჰგავს.

მათი ძალა უხეშ ზეწოლაში კი არა, სიტუაციის რბილად მართვაშია, თანაც ისე, თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა. თუ გეჩვენებათ, რომ ვიღაც რთულ საუბრებს ძალიან ადვილად უსხლტება, გარემოებებს თავის სასარგებლოდ იყენებს ან ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა, შესაძლოა ის ჩვენი ჩამონათვალის ერთ-ერთი წევრია.

ნახეთ ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომელსაც ბუნებით ყველაზე მოხერხებული და მოქნილი აზროვნება აქვს:

მერწყული

მერწყულები ხშირად არაპროგნოზირებადი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომლებიც ჩვეული წესებისა და სტანდარტული სქემების მიღმა ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაა მათი გაგება რთული, მათი ნაბიჯების წინასწარ გათვლა კი თითქმის შეუძლებელი.

მათთან პირდაპირ თამაში რთულია, რადგან აშკარა გზას იშვიათად მიჰყვებიან და ხშირად რაღაც არასტანდარტულს ირჩევენ. სწორედ ამაშია მათი განსაკუთრებული ძალა — სანამ გარშემო მყოფები მომხდარის ლოგიკის გარკვევას ცდილობენ, მერწყულები წინ მიდიან და სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებენ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მერწყულებმა შეიძლება საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ადამიანების შთაბეჭდილება დატოვონ. ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის როდი ხსნიან და არც იმას თვლიან საჭიროდ, რომ თავი იმართლონ, რის გამოც მათი საქციელი სხვებისთვის მოულოდნელი და ალოგიკური ჩანს.

ტყუპები

ტყუპები ისე საუბრობენ, რომ მათი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერს. ისინი თანამოსაუბრეს ფეხს იოლად უწყობენ და მის განწყობას მყისიერად გრძნობენ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ სიმართლის რამდენიმე ვერსია აქვთ, რომლებსაც სიტუაციისა და თანამოსაუბრის მიხედვით იყენებენ.

ყოველდღიურობაში ტყუპები სწრაფად და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოქმედებენ და ერთი საქმიდან ან ინტერესიდან მეორეზე ადვილად ერთვებიან. ამავდროულად, შეიძლება თანმიმდევრულობა დაკარგონ, რის გამოც მათი გადაწყვეტილებები იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე საბოლოო შედეგი ჩამოყალიბდება.

კირჩხიბი

კირჩხიბებს სხვისი ემოციების ნატიფი შეგრძნება აქვთ. ისინი განწყობას, სუსტ წერტილებსა და შინაგან რეაქციებს საოცარი სიზუსტით იჭერენ. სწორედ ამიტომ, მათ შეუძლიათ საუბარი ან სიტუაცია პირდაპირი ზეწოლის გარეშე, ფრთხილად და რბილად მათთვის სასურველი მიმართულებით წარმართონ.

ემოციურ თემებზე მათთან კამათი რთულია — კირჩხიბებს შეუძლიათ მომენტის მნიშვნელობა გაამძაფრონ. ასეთ ატმოსფეროში, ხანდახან თანამოსაუბრეს ობიექტურობის შენარჩუნება უჭირს.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში კირჩხიბები ხშირად შინაგანი განცდებისა და ემოციების კარნახით მოქმედებენ. მათ შეუძლიათ დიდხანს ახსოვდეთ მოვლენები და მათზე რეაგირება დიდი ხნის შემდეგაც კი მოახდინონ.

ლომი

ლომები, როგორც წესი, თავდაჯერებულად იქცევიან და მათ გარშემო ძალაუფლების განცდას ქმნიან. ეს თავისთავად გავლენის იარაღი ხდება, რადგან გარშემომყოფები მათ სიტყვებსა და ქმედებებს ბევრად უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე რეალურად არის.

მათ შეუძლიათ ყურადღების მიპყრობა და მისი შენარჩუნება. ხანდახან სიტუაციის საჭირო კალაპოტში მოსაქცევად მხოლოდ ესეც კი კმარა — ლომების თავდაჯერება გარშემო მყოფებს აიძულებს, რომ ეჭვი საკუთარ თავში შეიტანონ და არა ლომის სიმართლეში.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ლომები ხშირად აღიარებისა და ყურადღებისკენ მიილტვიან. ამასთან, ცდილობენ შეინარჩუნონ იმ ადამიანის იმიჯი, რომელიც სრულად აკონტროლებს სიტუაციას და საქვეყნოდ სისუსტეს არასოდეს ავლენს.

მორიელი

მორიელები ამ სიაში ყველაზე გამჭრიახ ადამიანებად მიიჩნევიან, რადგან მათ აქვთ უნარი ფარული მოტივები იგრძნონ, შენიშნონ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და ზუსტად მიხვდნენ, სად არის ადამიანის სუსტი წერტილი ქცევასა თუ გადაწყვეტილებებში.

მორიელები ცდილობენ გააანალიზონ ყველაფერი, რასაც ხედავენ და ესმით. ისინი იშვიათად იჯერებენ ზედაპირულ სიტყვებს და ყოველთვის ცდილობენ ჩასწვდნენ, თუ რა დგას მათ მიღმა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მორიელები ხშირად ფარულად მოქმედებენ და საკუთარ განზრახვებს მაშინვე არ ააშკარავებენ. მათ შეუძლიათ გარემოს დიდხანს სწავლობდნენ და შესაფერის მომენტს ელოდონ. ასევე სიტუაციის კონტროლისკენ სწრაფვა და იმ საქმეებში ღრმად ჩართვა ახასიათებთ, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბად...

ნუმეროლოგია 8, 17, 26, 13, 14, 16, 19

რა რიცხვში იბადებიან „დამანგრეველი“...

დაბადების რიცხვი და
ადამიანის ენერგეტიკა

ვისი გაბრაზება არ ღირს? — ყველაზე კ...

ყველაზე კონფლიქტური
ზოდიაქოს ნიშნები

რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დ...

რისი გაკეთება არ შეიძლება
საკუთარ დაბადების დღეს?

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტ...

ზოდიაქოს სამი ნიშანი,
რომელსაც მარტში
ფინანსებთან სიფრთხილე
მართებს

ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვებ...

ახალი წლის ღამეს დაბადება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საიდუმლ...

ჭორიკანა ზოდიაქოს
ნიშნები

მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4...

მუდმივად უკმაყოფილოები -
ზოდიაქოს 4 ნიშანი

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება