თემატური ჰოროსკოპი

რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დაბადების დღეს? — 5 ტაბუ ეზოტერიკოსებისგან

fun time

18:43

რისი გაკეთება არ შეიძლება
საკუთარ დაბადების დღეს?

14
დაკოპირებულია

ეზოტერიკოსები მიიჩნევენ, რომ დაბადების დღე თქვენი პირადი ახალი წელია, როდესაც სული და სხეული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. მათი რჩევები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ემსახურება მომავალი წლის პოზიტიურად დაპროგრამებას.

თუ გსურთ, რომ მომავალი წელი თქვენთვის ბედნიერი იყოს, 5 მთავარი წესი დაიმახსოვრეთ:

წესი 1. არ შეიძლება ტორტზე სანთლების სულის შებერვით ჩაქრობა

ენერგეტიკული თვალსაზრისით, ცეცხლი შემოქმედებისა და პლაზმის სამყაროსთან ხიდია, სადაც რეალობა ისახება. სანთლის ჩაქრობისას, სულის შებერვით თქვენ სამყაროებს შორის ნაპრალს აჩენთ და ამ კავშირს წყვეტთ. სიმბოლურად, ეს ერთი ცხოვრების დასრულებას ჰგავს ახლის დაწყების გარეშე.

ამის ნაცვლად, სჯობს თქვენი დაბადების ზუსტი დრო გაიგოთ და ამ დროს სანთელი ხელით ან სპეციალური თავსახურით ჩააქროთ (მთავარია, არ შეუბეროთ). სანთლის ჩაქრობისას განვლილ წელს მადლობა გადაუხადეთ და ახალი სამყაროსა და შესაძლებლობების მისასალმებლად, მაშინვე ახალი სანთელი აანთეთ.

წესი 2. არ შეიძლება სტუმრების დაპატიჟება „ზრდილობის გამო“

დაბადების დღეს თქვენი ენერგეტიკული ველი მაქსიმალურად გახსნილია და ახალშობილივით დაუცველი ხართ. თქვენ გარშემომყოფთა ყველა ემოციასა და ენერგიას ღრუბელივით ისრუტავთ. ადამიანებმა, რომლებთანაც რთული ურთიერთობა გაქვთ, ან მათ, ვინც მხოლოდ „ზრდილობის გამო“ დაპატიჟეთ, შესაძლოა თქვენი ველი ნეგატივით, შურით ან მძიმე ენერგიით დამუხტონ, რაც მთელი წლის მანძილზე გაგყვებათ.

უსმინეთ მხოლოდ საკუთარ სურვილებს, დაპატიჟეთ მხოლოდ ისინი, ვისი ნახვაც გულწრფელად გსურთ და ვისთანაც თავს მსუბუქად და უსაფრთხო გრძნობთ. თუ არავის ნახვა არ გსურთ ეს დღე მარტოობაში გაატარეთ — ზოგჯერ ეს საკუთარი თავისთვის საუკეთესო საჩუქარია.

წესი 3. არ შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დაწყება

დაბადების დღემდე 9 დღეს და დაბადების დღის შემდგომ 9 დღეს მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დაწყება არ შეიძლება.

ამ დროს თქვენი ენერგია შიგნით, სულისა და სხეულის ინტეგრაციისკენ და არა გარეგანი აქტივობისკენ არის მიმართული. ამ პერიოდში დაწყებულ საქმეს მყარი საძირკველი არ ექნება და შეიძლება მრუდე გზით წავიდეს.

ახლის დაწყების ნაცვლად, დაასრულეთ ძველი საქმეები და წელი შეაჯამეთ. ახალი პროექტები და წამოწყებები 9 დღის შემდგომი პერიოდისთვის გადადეთ, როდესაც ახალი ციკლი დაიწყება.

წესი 4. არ შეიძლება გეგმების ყველასთვის გაზიარება

საკუთარი გეგმების პირველივე შემხვედრისთვის გაზიარება ენერგიის გაფანტვას ნიშნავს, რამაც გეგმების განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალოს.

თქვენი გეგმები ნაზ თესლებს ჰგავს. სხვისმა ძლიერმა ველმა შესაძლოა, ეს თესლები თავისი მძიმე ენერგიით "გადაწვას". მხარდაჭერის ნაცვლად, თქვენ ეჭვებსა და ნეგატიურ განწყობებს მიიღებთ, რაც თქვენს რწმენას შეასუსტებს.

თქვენი გეგმებისა და ოცნებების შესახებ მხოლოდ მათ უამბეთ, ვისაც თქვენი ესმის და მხარს გიჭერთ. შექმენით თქვენი "მხარდაჭერის ველი".

წესი 5. არ შეიძლება ძველ ჩვევებთან დაბრუნება

დაბადების დღის შემდგომი 9 დღე გადამწყვეტია. სწორედ ამ დროს სხეული და ფსიქიკა შეეცდება ნაცნობ, კომფორტულ მდგომარეობაში დაბრუნდეს.

თუ დანებდებით ფიქრს „რად მინდოდა ეს ყველაფერი? ადრეც ხომ ვცხოვრობდით როგორღაც!“, თქვენ ხელახლა დაბადების მთელ აზრს გააუქმებთ, ძველ პრობლემებს მომავალი წლისთვის გადაინახავთ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ახალი შანსი მისცეთ.

თუ საკუთარ დაბადების დღეს სწორად და გაცნობიერებულად გაატარებთ, საბედისწერო შეცდომებს თავიდან აიცილებთ და მყარ საფუძველს ჩაყრით იმ წლისთვის, რომელშიც თქვენი ოცნებების განხორციელების შანსი გაცილებით დიდი ექნება. შეხვდით თქვენს ახალ სამყაროს სწორად!

***

რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტ...

ზოდიაქოს სამი ნიშანი,
რომელსაც მარტში
ფინანსებთან სიფრთხილე
მართებს

ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვებ...

ახალი წლის ღამეს დაბადება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საიდუმლ...

ჭორიკანა ზოდიაქოს
ნიშნები

მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4...

მუდმივად უკმაყოფილოები -
ზოდიაქოს 4 ნიშანი

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები