თემატური ჰოროსკოპი

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?

fun time

18:13 კვი. 2 მარტი

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ დაბადების საათი ჩვენს ხასიათსა და ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს? როგორც ირკვევა, ჩვენს შინაგან პოტენციალს სწორედ სწორედ დაბადების საათი განსაზღვრავს.

 

00:00 — 02:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. მათ ცნობისმოყვარეობა ახასიათებთ და ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან და ადამიანებთან კავშირს ადვილად ამყარებენ. ახალ ინფორმაციას ადვილად ითვისებენ და სწავლაში წარმატებულები არიან.

02:00 — 04:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ. ისინი შრომისმოყვარეები არიან და დაუღალავად მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ხშირად ფულს უსარგებლოდ ხარჯავენ და დაგროვება უჭირთ. ამ ადამიანებს ძლიერი ბიზნესინტუიცია აქვთ, ესთეტიკას და სილამაზეს აფასებენ და რთულ დროს მეგობრებს გვერდით უდგანან.

04:00 — 06:00

დღის ამ მონაკვეთში დაბადებული ადამიანები ნამდვილი მებრძოლები არიან. ისინი გარშემომყოფებისგან მტკიცე ხასიათითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით, კარიერის შექმნა არ უჭირთ და ბევრ მათგანს წარმატებული ბიზნესიც აქვს. ისინი გულწრფელები და სამართლიანები არიან და სიმართლის თქმას არ ერიდებიან.

06:00 — 08:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ და ხშირად გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულნი არიან. ხელოვნებაში წარმატებას ხშირად აღწევენ, თუმცა, ზოგჯერ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ და რეალობას სცილდებიან. ამ ადამიანების მთავარი ამოცანაა ისწავლონ სხვების აზრისგან დამოუკიდებლად მოქმედება

08:00 — 10:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები უსაზღვროდ მომხიბვლელები და კეთილგანწყობილები არიან და ბევრი მეგობარი ჰყავთ. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და ადამიანების მოხიბვლა ეხერხებათ, მაგრამ არავის აპატიებენ მოტყუებას.

10:00 — 12:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ შორის ბევრი წარმატებული ლიდერი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსია. გარშემო მყოფებში უპირობო ავტორიტეტი აქვთ, თუმცა პირად ცხოვრებაში ეს ხშირად პრობლემებს უქმნით. ვერ იტანენ მოღალატეებსა და ფარისევლებს.

12:00 — 14:00

გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად უყვართ და თავგადასავლებისკენ ისწრაფვიან. მუდმივად ახალ იდეებს ეძებენ, რის გამოც ზოგჯერ სწავლაში სირთულეებს აწყდებიან. ძლიერი ნებისყოფა აქვთ, რაც ახალგაზრდობიდან წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.

14:00 — 16:00

ამ დროს დაბადებულები მტკიცე და მიზანდასახული ადამიანები არიან. ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებენ და ხშირად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. მათთან ურთიერთობა ბევრს იზიდავს, მაგრამ მათი იმპულსურობა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

16:00 — 18:00

ამ დროს ნამდვილი რომანტიკოსები და იდეალისტები იბადებიან, რომლებსაც ტაქტის გრძნობა და თავაზიანობა არასოდეს ტოვებთ. ისინი კონფლიქტები მოგვარების დიდოსტატები არიან, თუმცა ბედი ყოველთვის არ სწყალობთ.

18:00 — 20:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ერთგულად ასრულებენ. ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უთმობენ და ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. პროფესიულ ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ მედიცინაში. განსაკუთრებით კარგად ცხოვრებით ტკბობა გამოსდით.

20:00 — 22:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებით მიზანდასახულები არიან და ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ, თუმცა ამისთვის ხშირად სხვების დახმარებას იყენებენ. მათ შორის ბევრი ნიჭიერი მსახიობია. საკუთარი მონდომებისა და შეუპოვრობის წყალობით ცხოვრების ნამდვილ სიყვარულსაც პოულობენ.

22:00 — 00:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს ხელმძღვანელობა და ფილოსოფიური საკითხების განხილვა უყვართ. ისინი ბუნებით მშვიდი და მეოჯახე ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ ძალიან ახლობლებს ენდობიან.

როგორ ფიქრობთ, თქვენი დაბადების დრო ასახავს თქვენს ხასიათს?

ესეც საინტერესოა:

2025 წლის სარკისებრი თარიღები - რა გველის ამ დღეებში?

გამოთვალეთ თქვენი ბედის რიცხვი

რას მოაქვს იღბალი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია

ჩინური ჰოროსკოპის ყველაზე იღბლიანი...

ჩინური ჰოროსკოპის
ყველაზე იღბლიანი ნიშნები

2025 წლის სარკისებრი თარიღები - რა...

2025 წლის სარკისებრი
თარიღები

ყოველთვის უკმაყოფილოები - ზოდიაქოს...

ზოდიაქოს 5 ყველაზე
ჭირვეული ნიშანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2025 წე...

ზოდიაქოს 4 ნიშანი,
რომელსაც 2025 წელს დიდი
ცვლილებები ელის