სილამაზე/ჯანმრთელობა

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მოდური და რას ფიქრობენ ამაზე ექიმები?

fun time

14:37 შაბ. 31 იანვარი

ფეხშიშველი სიარული

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში „ბარეფუტინგის“ მოძრაობა(barefooting — ფეხშიშველი სიარული) სულ უფრო პოპულარული ხდება. მოძრაობის მიმდევართა იდეოლოგია მარტივია - კაცობრიობა მილიონობით წლის განმავლობაში ფეხშიშველი დადიოდა. 

პირველი ფეხსაცმელი მხოლოდ პალეოლითის ეპოქის მიწურულს გამოჩნდა, ამიტომ ადამიანის ბუნებრივი და ჯანსაღი განვითარებისთვის ფეხშიშველი სიარული ჩვეული მდგომარეობაა.

ამ დასკვნებს პოდიატრებიც (პოდიატრია - ტერფისა და მისი პათოლოგიების შემწავლელი მეცნიერება) ადასტურებენ და ამბობენ, რომ ფეხშიშველი სიარული ადამიანს ბრტყელტერფიანობისგან იცავს.

ეს როგორ ხდება? ბავშვი ბრტყელი ტერფით იბადება. ტერფის თაღები მას შემდეგ ყალიბდება, რაც პატარა დამოუკიდებლად სიარულს იწყებს. მიწაზე, კენჭებსა თუ ქვიშაზე ფეხშიშველი სიარული ტერფის რეცეპტორებს „აღიზიანებს“ და კუნთებს უფრო ინტენსიურად მუშაობას აიძულებს.

აფრიკისა და აზიის ქვეყნების მცხოვრებლები, სადაც ამინდი მთელი წლის განმავლობაში ფეხშიშველი სიარულის საშუალებას იძლევა, ბევრად უფრო იშვიათად იტანჯებიან ბრტყელტერფიანობით, ვიდრე ევროპელები.

ფეხსაცმლის გარეშე სიარული არა მარტო ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც სასარგებლოა. ჩვენს ტერფებზე უამრავი რეფლექსოგენური ზონაა - მინდვრებსა თუ გაზონებზე ფეხშიშველი სეირნობა ტერფის ნერვულ რეცეპტორებს ასტიმულირებს, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის მდგომარეობაზე აგებენ პასუხს.

ფეხშიშველი სიარულის დამატებითი სარგებელი:

გაკაჟება - ნესტიან, გრილ მიწასთან, ბალახსა თუ ქვიშასთან კონტაქტი ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას და იმუნიტეტის ამაღლებას.

სისხლის მიმოქცევა - ფეხშიშველი სეირნობა კუნთებსა და იოგებს ააქტიურებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

სტრესის მოხსნა - კენჭებით ტერფების „მასაჟი“ დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

ვისთვის არ არის სასურველი ფეხშიშველი სიარული?

დიაბეტით დაავადებულთათვის - მათი ტერფები, ერთი მხრივ, ნაკლებად მგრძნობიარეა, მეორე მხრივ, ადვილად ზიანდება და ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება.

სახსრების რევმატული დაავადებებისა და შარდსასქესო სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის — მათთვის ფეხის გაციება დაუშვებელია.

სოკოვანი დაავადებების დროს - კანზე არსებული მიკრობზარები ადვილად ინფიცირდება.

სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებმა ორგანიზმი „ბარეფუტინგს“ ძალიან ფრთხილად და თანდათან უნდა მიაჩვიონ.

ფეხშიშველი სირბილი? - არასოდეს

ბუნებასთან შერწყმა რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ზომიერების გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენიმე წლის წინ აშშ-ში მძლეოსნებმა ფეხშიშველი სირბილის მოდა დაამკვიდრეს, თუმცა, ნიუ-იორკის მარათონის მთავარმა ექიმმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხშიშველი მარათონელების 95% მის კაბინეტში აღმოჩნდება. ამის მიზეზი სირბილის თავისებურებაა - სპორტული ფეხსაცმლით სირბილისას ჩვენ თამამად ვადგამთ ფეხს ქუსლზე, ფეხშიშველი სირბილი კი გვაიძულებს, რომ ნაბიჯი შევამციროთ და ფეხის თითებზე დავეშვათ. ეს უჩვეულო ბიომექანიკა ხშირად კუნთის დაჭიმულობას და „სტრესულ მოტეხილობებსაც“ კი იწვევს, ტერფის გაჭრის რისკზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ასე რომ, ფეხსაცმლის გახდა და ფეხშიშველი სიარული სასარგებლო ჩვევაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს დროს და ადგილს შეეფერება და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის!

***

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხელების ზურგს უკან დაწყობა?

რამდენი ნაბიჯია 1 კმ-ში და დღეში რამდენი ნაბიჯი გავიაროთ ასაკის მიხედვით?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე და შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მწვანე ყავა გასახდომად: სასწაულმოქმ...

მწვანე ყავა გასახდომად

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა...

პროდუქტები, რომლებიც
ზამთარში უნდა ჭამოთ

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლ...

შარაფუგა