იცით თუ არა

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხელების ზურგს უკან დაწყობა?

fun time

16:50 ორშ. 20 იანვარი, 2025 წელი

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ზურგს უკან დაწყობილი ხელებით სეირნობა უყვართ. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს უბრალოდ, კომფორტულ პოზად მოგეჩვენოთ, თუმცა უფრო ღრმა მიზეზებიც არსებობს, რომლებიც ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან და კულტურულ მახასიათებლებსაც კი უკავშირდება.

ფიზიოლოგიური მიზეზი

დავიწყოთ იმით, რომ ასაკთან ერთად, ადამიანის ორგანიზმი ცვლილებებს განიცდის, რომლებიც სხეულის ბუნებრივი დაბერების პროცესს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს შეუქცევადია და გარდაუვალი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე, ჩვევებზე და ა.შ. ასეთ ცვლილებებს განეკუთვნება ხერხემლისა და მალთაშუა დისკები მოქნილობის დაქვეითებაც. მათი სიმაღლე მცირდება, რაც მოხრილობას, ასევე ასაკში სიმაღლის კლებას იწვევს.

სხეულის დგომის ცვლილების საკომპენსაციოდ, მოხუცი ადამიანები ინტუიციურად ხელებს ზურგს უკან ათავსებენ. ეს პოზიცია ხელს უწყობს ხერხემალზე დატვირთვის შემცირებას და წონასწორობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, სახსრების ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ართრიტი და ოსტეოქონდროზი, ხშირად თან ახლავს ტკივილი მხრებში, მკლავებში და ზურგში. ხელების უკან დაწყობა ხელებზე დატვირთვას ამცირებს და შესაბამისად, დისკომფორტი იკლებს.

ზოგი ექიმი ხერხემალზე დატვირთვის შესამცირებლად ზურგს უკან დაწყობილი ხელებით სიარულს გვირჩევს. კერძოდ, ეს პოზა ხელს უწყობს ზურგისა და კისრის კუნთების მოდუნებას, რაც ოსტეოქონდროზით ან სქოლიოზით დაავადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისი

ფსიქოლოგების აზრით, ხელების ზურგს უკან დაწყობის ჩვევა შეიძლება შინაგან თავდაჯერებას და სიმშვიდეს გამოხატავდეს.

ბევრ კულტურაში ეს პოზიცია ბრძენი უხუცესების იმიჯთან ასოცირდება.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები მოძრაობას ანელებენ და მათი სიარული ნაკლებად ენერგიული ხდება. ზურგს უკან დაწყობილი ხელები ცხოვრების რიტმის შენელებას და სამყაროს შეცნობის სურვილს განასახიერებს.

კულტურული ასპექტები

ზურგს უკან დაწყობილი ხელებით სიარული სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად აღიქმება, მაგრამ თითქმის ყოველთვის ასაკთან და სიბრძნესთან ასოცირდება.

მაგალითად, აღმოსავლურ კულტურაში ის ღრმა აზროვნებისა და სიმშვიდის ნიშნად ითვლება.

ზოგიერთ კულტურაში ეს პოზა სამხედრო პირის სიარულთან ასოცირდება. მაგალითად, ოფიცრები ზურგს უკან დაწყობილი ხელებით ხშირად დადიან და ამით საკუთარ თავდაჯერებას და სიტუაციის კონტროლის უნარს გამოხატავენ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ხანდაზმულებში კუნთების სისუსტეს სარკოპენია ეწოდება. როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას, თუ 60+ ასაკის ხართ?

ტესტი - დაადგინეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული