თემატური ჰოროსკოპი

ყოველთვის უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭირვეული ნიშანი

fun time

17:00 ორშ. 23 დეკემბერი

ზოდიაქოს 5 ყველაზე
ჭირვეული ნიშანი

14
დაკოპირებულია

ჭირვეულობა მხოლოდ ბავშვებს კი არა, უამრავ ზრდასრულ ადამიანს ახასიათებს. მათ არ ადარდებთ გარშემო მყოფთა გრძნობები და  ისტერიკაში ვარდებიან, როცა რაღაც მათი გეგმის მიხედვით არ ხდება. ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი ასეთ თვისებებს სხვებზე უკეთ და ნათლად ავლენს. 

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება. მათი ოცნებაა სიამოვნებითა და გართობით სავსე სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არის საჭირო შრომა და ყოფითი პრობლემების მოგვარება.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თევზები ხშირად ჭირვეულობენ, როცა მუშაობის ან საოჯახო საქმეების კეთების აუცილებლობას აცნობიერებენ და ცდილობენ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს გადაულოცონ.

ლომი

ლომი ნამდვილი მეფეა და სულის სიღრმეში გულწრფელად სჯერა, რომ მისი უდიდებულესობა მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.

ზოგჯერ ეს ცეცხლოვანი ნიშნის ბუნება მას მანიპულაციებისა და შანტაჟისკენ უბიძგებს, თუკი ამით მოახერხებს, რომ სასურველი უმოკლეს დროში, დიდი ძალისხმევის გარეშე მიიღოს.

ტყუპები

მოუსვენარი და მერყევი ტყუპები ბავშვურ თვისებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ჰაერის ნიშნის თავნება ხასიათი ყველაზე კარგად იქ ვლინდება, სადაც მისგან დისციპლინას ელიან. ამიტომ მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მუდმივად მოქმედებისკენ უბიძგებს და აიძულებს, რომ დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს.

ვერძი

სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ვერძს საკმარისზე მეტი მიზანი აქვს. პრობლემა ჩნდება იმ მომენტში, როდესაც ცეცხლის ნიშანი იგრძნობს, რომ მას აკონტროლებენ და მიუთითებენ, როგორ იმოქმედოს. მაშინ ვერძს, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, შეუძლია გააფუჭოს ყველაფერი, თუნდაც ამან პირდაპირ იმოქმედოს მასზე.

როდესაც ვერძი იმედგაცრუებულია, უმჯობესია არ ეცადოთ მის დაწყნარებას: ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.

მერწყული

ასტროლოგები ხშირად საუბრობენ მერწყულის ემოციურ მიუწვდომლობაზე, რომლის დროსაც ადამიანი მოკლებულია უნარს, გაიგოს და უპასუხოს სხვის ემოციურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. მას თავადაც უჭირს გააცნობიეროს საკუთარი ემოციები და გამოხატოს ისინი.

მერწყული შეიძლება მომთხოვნი და კაპრიზული ჩანდეს, თუმცა ზოგჯერ ამისკენ სხვა ადამიანების თვალში სუსტად გამოჩენის შიში უბიძგებს. ზოდიაქოს ამ ნიშანთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია - ან ისე მოიქეცით, როგორც მერწყული ითხოვს, ან თვითონ მოიქცევა ისე, რომ თქვენს საქციელს განანებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2025 წე...

ზოდიაქოს 4 ნიშანი,
რომელსაც 2025 წელს დიდი
ცვლილებები ელის

გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწ...

გველის წელი 2025

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ