თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები — 5 ყველაზე ამაყი ქალი!

fun time

48 წუთის წინ

ზოდიაქოს ნიშნების
თვისებები — 5 ყველაზე
ამაყი ქალი!

14
დაკოპირებულია

ბუნებრივია, მხოლოდ სიამაყე ქალს სხვებზე უკეთესს არ ხდის. მეტიც, ზოგჯერ ის ხელს უშლის, რომ დახმარება ითხოვოს, შეცდომა აღიაროს ან ახლობელი ადამიანისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ქალმა, რომელმაც საკუთარი ფასი იცის, ისიც იცის, რომ სიყვარული დამცირებას, მეგობრობა — მუდმივ დათმობებს, ხოლო ურთიერთობა — საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას არ ითხოვს.

თუ ასტროლოგიას ვენდობით, სიამაყე განსაკუთრებით მკაფიოდ ზოდიაქოს ხუთ ნიშანში ვლინდება.

ვერძი

ქალი-ვერძი იშვიათად ელოდება, როდის მოვა ვინმე და მის პრობლემებს მოაგვარებს. ის მოქმედებას მიჩვეულია. თუ მის წინაშე ერთი კარი იხურება, მისი პირველი რეაქცია სხვა კარის ძებნაა და არა დახურულ კართან დგომა.

მისი სიამაყე, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლობას უკავშირდება. ვერძი შეიძლება ძალიან ემოციური, ფეთქებადი და უხეშიც კი იყოს, მაგრამ სხვისი კეთილგანწყობის მისაღებად თავს არ დაიმცირებს.

მისთვის უსიამოვნო სიმართლის მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე ლამაზ ტყუილში ცხოვრება. არ უყვარს წუწუნი და განსაკუთრებით არ უყვარს, როცა ვინმეს ეცოდება. ურთიერთობებში ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. თუ ქალი-ვერძი ხვდება, რომ პარტნიორი არ აფასებს, შეიძლება დიდხანს ინერვიულოს, მაგრამ უკან არ გაეკიდება. მისთვის მთავარი ღირსების შენარჩუნებაა. ზოგჯერ გარშემო მყოფები ვერძ ქალს ამპარტავნად მიიჩნევენ, სინამდვილეში, მას არ სურს, რომ ვინმემ სუსტად ჩათვალოს.

ლომი

მაშინაც კი, თუ შინაგან ტკივილს განიცდის, ქალი-ლომი ყოველთვის ეცდება, რომ გარეგნულად, ღირსება შეინარჩუნოს.

მისთვის პატივისცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი აზრით, სიყვარული პატივისცემის გარეშე, ისეთ ურთიერთობად იქცევა, სადაც ერთი მეორეს თრგუნავს.

ლომს ყურადღება და ქათინაურები უყვარს, მაგრამ ამის მისაღებად ხვეწნა-მუდარას არ აპირებს. ის უნდა გრძნობდეს, რომ გულწრფელად აფასებენ.

ლომი ქალის სიამაყე დაშორების შემდეგაც კარგად ჩანს. როგორც არ უნდა ეცადოს შერიგებას ყოფილი პარტნიორი, მისთვის შეურაცხყოფის დავიწყება ადვილი არ იქნება.

ამასთან, ლომი ქალი ძალიან გულუხვია. მას შეუძლია მხარი დაუჭიროს ახლობლებს, დაეხმაროს, აპატიოს და მეორე შანსი მისცეს, მაგრამ თუ ნდობა საბოლოოდ დაკარგა, ურთიერთობის აღდგენა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მორიელი

თუ ლომი ქალი თავის სიამაყეს ღიად ავლენს, ქალი-მორიელი მას უფრო ხშირად „შიგნით“ ინახავს. ის კამათს და საკუთარი სიმართლის მტკიცებას არ დაიწყებს, უბრალოდ შეწყვეტს ადამიანთან ურთიერთობას.

ქალი მორიელი გარშემომყოფებს იშვიათად აჩვენებს მის სულში რა ხდება, ამიტომ გვერდიდან შეიძლება ცივი და უგრძნობი ჩანდეს, მაშინაც კი, როცა შინაგანად გრძნობების ქარიშხალს ებრძვის.

მორიელი ქალი არასოდეს მისცემს სხვა ადამიანს უფლებას, რომ მისი გრძნობები განკარგოს.

მორიელ ქალს შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს, იყოს ერთგული და ერთი ადამიანის სიყვარული წლების მანძილზე ატაროს, მაგრამ უგულებელყოფას უსასრულოდ არ მოითმენს. თუ ნდობა დაიკარგა, უწინდელი სიახლოვე აღარ იქნება, ამიტომ, ქალი-მორიელი ხანდახან ყველასთვის მოულოდნელად მიდის, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც მწიფდებოდა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალი, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავისუფლებით ამაყობს. ის ცუდად ეგუება ურთიერთობებს, სადაც მუდმივად ანგარიშის ჩაბარება, თავის მართლება ან ნებართვის თხოვნა უწევს. მისთვის საკუთარი აზრის, ინტერესების, მეგობრების, გეგმებისა და შესაძლებლობის ქონა მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანს შეიძლება ძალიან უყვარდეს ადამიანი, მაგრამ სიყვარული მისთვის საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ის საკმაოდ პირდაპირია და ხშირად ამბობს იმას, რისი მოსმენაც არავის სიამოვნებს. ამის გამო შეიძლება უხეშადაც ჩათვალონ, სამაგიეროდ, ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია.

მშვილდოსანი ქალის პრინციპია: ჯობს დამოუკიდებლად არჩეული რთული გზა, ვიდრე სხვისი წესებით აწყობილი კომფორტული ცხოვრება.

თხის რქა

ქალი-თხის რქა ამ ხუთეულში ალბათ, ყველაზე მშვიდია. ის თითქმის არასდროს თვლის საჭიროდ, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს.

ის მიჩვეულია საკუთარი თავის იმედად ყოფნას და იმის ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამიტომ განსაკუთრებით განიცდის, როდესაც ვინმე მისი ძალისხმევის გაუფასურებას ცდილობს.

თხის რქა ქალს შეუძლია ჩუმად გადაიტანოს მარცხი, ყველაფერი თავიდან დაიწყოს და არავის უამბოს, რამდენად მძიმე იყო ეს მისთვის. მას საერთოდ არ უყვარს სისუსტის გამოჩენა პირველივე შემხვედრის წინაშე.

ურთიერთობებში მისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა. ის შეიძლება მოყვარული მეუღლე, მზრუნველი დედა და საიმედო დასაყრდენი იყოს, მაგრამ სხვას არასდროს შეერწყმება ისე, რომ საკუთარი თავი დაკარგოს.

თუ ქალი თხის რქა ერთ დღეს მიხვდა, რომ მუდმივად იყენებენ და ამცირებენ, შეუძლია წერტილი ყოველგვარი ხმაურიანი სცენების გარეშე დასვას.

მისთვის სწორედ ეს არის ნამდვილი ღირსება — აუცილებელი არ არის გარშემო ყველას სძლიო, სრულიად საკმარისია, საკუთარ თავს არ უღალატო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფულის ნუმეროლოგია — რომელ ციფრებს მ...

ფულის ნუმეროლოგია

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე მოქნილი ა...

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე
მოქნილი აზროვნებით

ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბად...

ნუმეროლოგია 8, 17, 26, 13, 14, 16, 19

რა რიცხვში იბადებიან „დამანგრეველი“...

დაბადების რიცხვი და
ადამიანის ენერგეტიკა

ვისი გაბრაზება არ ღირს? — ყველაზე კ...

ყველაზე კონფლიქტური
ზოდიაქოს ნიშნები

რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დ...

რისი გაკეთება არ შეიძლება
საკუთარ დაბადების დღეს?

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტ...

ზოდიაქოს სამი ნიშანი,
რომელსაც მარტში
ფინანსებთან სიფრთხილე
მართებს

ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვებ...

ახალი წლის ღამეს დაბადება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საიდუმლ...

ჭორიკანა ზოდიაქოს
ნიშნები