თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის დავიწყება დაშორების შემდეგაც კი შეუძლებელია

fun time

15:47

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის
დავიწყება დაშორების
შემდეგაც კი შეუძლებელია

14
დაკოპირებულია

დაშორდით, მიმოწერა წაშალეთ, ფოტოები გადაყარეთ, თუმცა, თვეები გავიდა და ისევ მასზე ფიქრობთ? არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთ კვირაში დაივიწყებთ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გონებაში სამუდამოდ სახლდებიან.. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ყოფილი სიყვარული ზოდიაქოს ამ სამი ნიშნიდან ერთ-ერთია..

მე-3 ადგილი

კირჩხიბი — „ის ერთადერთი, ვისაც ნამდვილად უყვარდით“

რატომ ვერ უშვებთ — მან მოგცათ ის, რასაც სხვა ვერასდროს მოგცემთ.

კირჩხიბს ისე უყვარს, თითქოს ხვალ სამყაროს აღსასრულია. ის გამუდმებით თავზე გევლებათ. სანამ ერთად ხართ, ასეთი ზრუნვა ცოტა დამღლელია, მაგრამ როცა შორდებით, ხვდებით, რომ ისეთ გემრიელ ბულიონს აღარავინ მოგიხარშავთ.

კირჩხიბს იმის გამო კი ვერ ივიწყებთ, რომ ყველაზე ლამაზი ან ჭკვიანია, არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდის, სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას გაძლევდათ. სხეული ამ განცდას იმახსოვრებს, ის კი ძალიან ჯიუტია და ვერ აუხსნი, რომ ერთად აღარ ხართ.

ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ დაშორების შემდეგ კირჩხიბიც ვერ ივიწყებს. ის უბრალოდ დუმს და ჩუმად იტანჯება.

როგორ გავუშვათ?

შეწყვიტეთ გაიდეალება. დიახ, გემრიელ ბულიონს გიხარშავდათ, მაგრამ უმიზეზოდ ისტერიკებს გიწყობდათ. მთლიანი სურათი გაიხსენეთ და არა მხოლოდ კარგი.

მე-2 ადგილი

ლომი — „ადამიანი-დღესასწაული, რომლის შემდეგაც ყველაფერი მოსაწყენი ხდება“

რატომ ვერ უშვებთ — მან ფერადი ცხოვრება დაგანახვათ, მის გარეშე კი ყველაფერი შავ-თეთრი გახდა.

ლომთან ერთად თავს ფილმის მთავარ გმირად გრძნობდით, თანაც არა უბრალო მელოდრამის, არამედ ბლოკბასტერის! ის ქათინაურებს ისე გეუბნებოდათ, რომ თითოეული სიტყვის გჯეროდათ. მის გვერდით ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და საუკეთესო იყავით და გჯეროდათ, რომ მის ცაზე ერთადერთი ვარსკვლავი ხართ.

ლომი უბრალოდ კი არ მიდის, ის ტოვებს თამასას, რომლის დაძლევაც შეუძლებელია.

სასაცილო კი ისაა, რომ სანამ თქვენ გენატრებათ, ლომი უკვე სხვისთვის კაშკაშებს — მას მაყურებლის გარეშე არსებობა არ შეუძლია. მას აპლოდისმენტები სჭირდება და თუ ტაშის დაკვრა შეწყვიტეთ, სხვა დარბაზს იპოვის. არაფერი პირადი — უბრალოდ, შოუ უნდა გაგრძელდეს!

როგორ გავუშვათ?

გაიაზრეთ, რომ მთელი ეს სიკაშკაშე მხოლოდ თქვენ არ გეხებოდათ. ლომი დღესასწაულს ყველაფრისგან და ყველასთვის ქმნის. თქვენ ერთადერთი კი არა, მიმდინარე იყავით. სევდიანია, მაგრამ გამოგაფხიზლებთ.

1-ელი ადგილი

მორიელი — „ის, ვინც თქვენს ნაწილად იქცა“

რატომ ვერ უშვებთ — იმიტომ, რომ მან თქვენ შესახებ თქვენზე მეტი იცის, რაც ერთდროულად აშინებს და იზიდავს.

მორიელი ურთიერთობა არაა. ეს ორმხრივი აკვიატებაა. ისე გიყურებთ, თითქოს თქვენს აზრებს კითხულობს და თქვენი სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში ძვრება. მორიელის შემდეგ ნებისმიერი ურთიერთობა ზედაპირული ჩანს. ვერ ხსნით, ზუსტად რა, მაგრამ გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ, თითქოს ესპრესოს სვამდით, ახლა კი წყალს გისხამენ და გეუბნებიან, ესეც სასმელიაო. დიახ, სასმელია, მაგრამ შეგრძნება სულ სხვაა.

ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ დაშორების შემდეგ მორიელმა შეიძლება თვეობით არ მოგწეროთ. თქვენც თითქმის უკვე გაუშვით, იპოვეთ ახალი ადამიანი, დაიწყეთ ახალი ურთიერთობა და აი, ღამის ორ საათზე, ორი სიტყვა მოგწერათ: „როგორ ხარ?“ ან „სიზმარში გნახე“ და მორჩა — თქვენი ახალი ადამიანი და მთელი ახალი ცხოვრება სანაგვეში მიფრინავს.. ის ამას განგებ არ აკეთებს.. ან აკეთებს.. მორიელთან ვერასდროს ვერაფერს გაიგებ და პრობლემაც ეგაა.

როგორ გავუშვათ?

დაბლოკეთ, იმიტომ, რომ მორიელი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი შეტყობინებით გაანულოს თქვენი ნახევარწლიანი თერაპია. შესაძლოა, მასთან ემოციები პიკზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასთან კარგი იყო. გაიხსენეთ, როგორ ტიროდით. გაიხსენეთ? ჰოდა, დაასრულეთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ნიშნების ენერგეტიკული რეიტ...

ზოდიაქოს ნიშნების
ენერგეტიკული რეიტინგი

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები — 5 ყვე...

ზოდიაქოს ნიშნების
თვისებები — 5 ყველაზე
ამაყი ქალი!

ფულის ნუმეროლოგია — რომელ ციფრებს მ...

ფულის ნუმეროლოგია

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე მოქნილი ა...

ზოდიაქოს 5 ნიშანი ყველაზე
მოქნილი აზროვნებით

ნუმეროლოგია: თუ ამ რიცხვებში დაიბად...

ნუმეროლოგია 8, 17, 26, 13, 14, 16, 19

რა რიცხვში იბადებიან „დამანგრეველი“...

დაბადების რიცხვი და
ადამიანის ენერგეტიკა

ვისი გაბრაზება არ ღირს? — ყველაზე კ...

ყველაზე კონფლიქტური
ზოდიაქოს ნიშნები

რისი გაკეთება არ შეიძლება საკუთარ დ...

რისი გაკეთება არ შეიძლება
საკუთარ დაბადების დღეს?

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც მარტ...

ზოდიაქოს სამი ნიშანი,
რომელსაც მარტში
ფინანსებთან სიფრთხილე
მართებს