ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც წყენას არასდროს გაპატიებთ!
17:23
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ წყენის პატიებისა და დავიწყების უნარი ჩვენს ზოდიაქოს ნიშანთან პირდაპირ კავშირშია. მათი აზრით, ამ ოთხი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს წყენა ყველაზე მძიმედ გადააქვთ და თითქმის არასოდეს აპატიებენ.
კურო
კუროები მიზანსწრაფულები და შრომისმოყვარეები არიან. მათთვის ახლობლების ერთგულება და ხვალინდელი დღის რწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ღალატს არასდროს აპატიებენ. კურო მაშინვე კარგავს ნდობას იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთხელ მაინც უმტყუნა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით შურისმაძიებელი არ არის, კურო არასოდეს იქნება ურთიერთობაში მასთან, ვინც გული ერთხელ მაინც ატკინა.
კირჩხიბი
კირჩხიბი ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანია, რომელსაც ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება გულთან ახლოს მიაქვს. კირჩხიბებს შეუძლიათ, წყენა გულში, წლების მანძილზე ისე აგროვონ, რომ არავის დაანახვონ. ისინი ურთიერთობებზე უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, სწორედ ამიტომ აქვთ წყენასა და უთანხმოებაზე მტკივნეული რეაქცია.
თუ კირჩხიბის გრძნობებსა და ემოციებს შეეხეთ, ის საკუთარ თავში ჩაიკეტება — ძალების აღსადგენად მას საკუთარ შინაგან სამყაროში დამალვა სჭირდება. პატიების პროცესი შეიძლება წლების მანძილზე გაგრძელდეს, რადგან კირჩხიბი ტკივილს არასოდეს ივიწყებს. მათთან შესარიგებლად მხოლოდ ბოდიში საკმარისი არაა — ამას დიდი დროც სჭირდება.
ქალწული
ქალწულები პრაქტიკული ადამიანები არიან. ისინი წვრილმანებს ყურადღებას აქცევენ და ამჩნევენ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მათ შეუძლიათ გარშემომყოფების მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა დაიმახსოვრონ და წლების შემდეგ გაახსენონ.
ქალწულები კრიტიკულად აზროვნებენ, თუმცა წყენის დავიწყება ძალიან უჭირთ. ისინი მოვლენებს დიდი ხნის განმავლობაში აანალიზებენ და ცდილობენ ყველაფერში ბოლომდე გაერკვნენ, თუმცა გულის წყენას არასდროს ივიწყებენ და მათში სულიერი ჭრილობების კვალი ძალიან დიდხანს რჩება. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის პატიოსნება და გულწრფელობა უპირველესია.
თევზები
თევზები გამორჩეულად მგრძნობიარე და მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანია. ზოგჯერ მას ყველაზე ახლობელი ადამიანების პატიებაც კი უჭირს, ხოლო თუ აპატიებს, მომხდარს მაინც არ ივიწყებს. რთული პერიოდების გავლის შემდეგ, თევზების ზოდიაქოს ადამიანი წარსულის მოგონებებს დიდხანს ატარებენ. ვიზუალურად შესაძლოა რბილები და დამთმობები ჩანან, თუმცა ყველაზე რთულ და ღრმა ემოციებს ყოველთვის გულდასმით მალავენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან