თემატური ჰოროსკოპი

რა გელოდებათ, თუკი ქალწულს გადაიმტერებთ

fun time

16:00 ოთხ. 17 მარტი, 2021 წელი

ქალწული დახასიათება

14
დაკოპირებულია

დავიწყოთ იმით, რომ ქალწული იშვიათად ემტერება ვინმეს. იგი არ აქცევს ყურადღებას ჭორებს, არ უყვარს კამათი, არ სჩვევია წყენის გულში ჩადება. ცხოვრებაში თავისი მიზნები აქვს და სხვა რამეზე დროს არ კარგავს. რთული წარმოსადგენია, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ქალწული მტრად გადაიკიდოთ და შურისძების სურვილი აღუძრათ. თუ ამას მოახერხებთ, აუცილებლად მოგვწერეთ... თუმცა თუკი ქალწულმა შურისძიება გადაწყვიტა, დამალვას აზრი აღარ აქვს!

ქალწულის სასჯელი ყველგან მოგძებნით, თანაც სწორედ იმ დროს, როცა არ ელოდებით.

„შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიართვა“ - ეს წესი ქალწულისთვის არის დაწერილი!

ქალწული - უდიდესი შურისმაძიებელი და ჭკვიანი სტრატეგია. მისთვის შურისძიების გეგმის შედგენა და შემდეგ რეალიზაცია, გართობაა. თანაც, რაც უფრო დახვეწილია შურისძიება, ქალწულისთვის მით უფრო საინტერესოა პროცესი.

გინახავთ ფილმები, სადაც მთავარი პერსონაჟი ფინალურ სცენაში შეიტყობს, რომ სუკეთესო მეგობრის მაქინაციების გამო დაკარგა ყველაფერი - სახლი, მანქანა, ბიზნესი?!
აი, ის საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნით აუცილებლად ქალწული იქნებოდა.

ქალწულს უყვარს არა მხოლოდ თითოეული დეტალის დამუშავება, არამედ მსხვერპლის და მისი გარემოცვის რეაქციების გამოცნობა.

ქალწულის შურისძიების პროცესი დიდხანს უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ ერთ მომენტში ყველაფერი დაგეგმილ ფინალამდე მიდის: ეს არის სრული კრახი იმ ადამიანის ცხოვრებისა, ვინც გააბედა და ქალწული გაანაწყენა!

ქალწული მოხერხებულად აგროვებს კომპრომატებსა და ინფორმაციას მსხვერპლის შეცდომებზე, სუსტ ადგილებზე... შემდეგ კი „საბედისწერო შეხვედრას“ უწყობს მსხვერპლს - მაგალითად, თუკი ბიზნესი გაქვთ, შეიძლება სრულიად მოულოდნელ და უხერხულ მომენტში საგადასახადო დაგადგეთ თავზე.

როგორც კი შურისძიების აქტი დასრულდება, ქალწული თავისი მსხვერპლის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს. რამდენ ხანს გაგრძელდება მსხვერპლის უბედურება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სირთულის მექანიზმი აამუშავა შურისძიებისთვის ქალწულმა თავის დროზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე მშვიდი...

ყველაზე კონფლიქტური და
ყველაზე მშვიდობიანი
ზოდიაქოს წყვილები

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიბერეში...

ზოდიაქოს ნიშნები
სიბერეში

2023 წლის მარტის ზოგადი ჰოროსკოპი ზ...

მარტი

02/23/2023 - სარკისებრი თარიღი და მ...

02/23/2023 - სარკისებრი თარიღი

ზოდიაქოს ყველაზე პატიოსანი ნიშანი

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

2023 წლის პროგნოზი ჩინური ჰოროსკოპი...

ჩინური ჰოროსკოპი 2023 წელს

ზოდიაქოს ნიშნები და ჯანმრთელობის წე...

ზოდიაქოს ნიშნები და
ჯანმრთელობის წესები

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს თილისმა...

2023 წლიოს თილისმა

ვის მოუტანს 2023 წელი ფინანსურ კეთი...

ჰოროსკოპი და ფინანსები 2023
წლისთვის