რა რიცხვში იბადებიან „დამანგრეველი“ ენერგეტიკის ადამიანები და რატომ იცვლება ყველაფერი მათ გვერდით?
16:16
ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელთან შეხვედრის შემდეგაც ყველაფერი იცვლება: სამსახური, ჩვევები, ურთიერთობები, საახლობლო წრე და ცხოვრებისეული მიზნებიც კი.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთ ადამიანს მხოლოდ ქაოსი და ნგრევა მოაქვს, თუმცა ნუმეროლოგიაში ასეთ ენერგიას ყოველთვის უარყოფითად როდი მიიჩნევენ.
ძალიან ხშირად, ე.წ. დამანგრეველი ენერგეტიკის მქონე ადამიანები სხვისი ცხოვრების დასანგრევად კი არა, არამედ იმის დასანგრევად მოდიან, რამაც თავისი დრო ამოწურა და აღარ მუშაობს.
სწორედ ამიტომ, მათი გამოჩენის შემდეგ შესაძლოა, ძველი ურთიერთობები დასრულდეს, ძველი გეგმები ჩაიშალოს, ჩვეული სცენარები შეიცვალოს და ჩვენი ცხოვრებიდან შეუფერებელი ადამიანები წავიდნენ.
1, 10, 19 ან 28 რიცხვების გავლენა
ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები ხშირად მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევები ხდებიან, თანაც, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრებაშიც.
მათ გვერდით მყოფ ადამიანებს უწევთ, საკუთარ თავზე მწარე სიმართლე მოისმინონ. ამ დროს ილუზიები იმსხვრევა და ფარული პრობლემები ხილული ხდება და დროთა განმავლობაში ბევრი აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში პიროვნული ზრდის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაუდგა.
მათი ენერგია უშრეტია და გარშემომყოფები ნათლად ხვდებიან, რომ ამ ადამიანს წინამძღოლობა და გზის გაკვლევა შეუძლია.
8, 17 და 26 რიცხვების გავლენა
არანაკლებ საინტერესოა 8, 17 და 26 რიცხვების ენერგეტიკა. ამ დღეებში დაბადებული ადამიანები გარე სამყაროზე უძლიერეს გავლენას ახდენენ.
თუ „რვიანი“ რომელიმე კომპანიაში, ბიზნესსა თუ ურთიერთობაში შედის, იქ მაშინვე ცვლილებები და მოძრაობა იწყება — რაღაც ძლიერდება, რაღაც კი პირიქით, არსებობას წყვეტს. ძალიან ხშირად, ეს ადამიანები ისეთ პროცესებს აამოქმედებენ, რომელთა შეჩერება შეუძლებელია.
9, 18, 27 რიცხვების გავლენა
9, 18 და 27 რიცხვში დაბადებული ადამიანები გარკვეული ციკლების დასრულებას უკავშირდებიან. ისინი გარშემო მყოფების ცხოვრებაში მაშინ ჩნდებიან, როცა ცხოვრების რომელიღაც კონკრეტული პერიოდი დასასრულს უახლოვდება.
„ცხრიანთან“ ნაცნობობის შემდეგ ადამიანმა შეიძლება მოულოდნელად სამსახური და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, ურთიერთობები გადააფასოს ან ცხოვრებისეული პრიორიტეტები სრულიად შეცვალოს.
22 რიცხვის გავლენა
საინტერესო გავლენა აქვს 22 რიცხვსაც. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ ძველი სისტემები ახლის შესაქმნელად დაანგრიონ. მათი ენერგია მცირე ცვლილებებით იშვიათად შემოიფარგლება — როგორც წესი, საქმე უამრავ ადამიანთან დაკავშირებულ მასშტაბურ პროცესებს ეხება.
ნუმეროლოგიაში 22-ს ხშირად რეფორმატორებთან და რევოლუციონერებთან აკავშირებენ, რომლებიც თამაშის წესებს ცვლიან.
პლუტონის გავლენა ასტროლოგიაში
ასტროლოგიაში პლუტონი გარდაქმნის, კრიზისებისა და განახლების პლანეტად მიიჩნევა. მისი ენერგია რბილად იშვიათად მოქმედებს, თუმცა, მისი მთავარი მიზანი ნგრევა კი არა, ახლისთვის სივრცის გათავისუფლებაა.
სწორედ ამიტომ ადამიანები, რომელთა ნატალურ რუკაზეც პლუტონს ძლიერი გავლენა აქვს, ხშირად ძალიან ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ცნობისათვის — ნატალური ანუ დაბადების რუკა არის ცის თაღის ზუსტი, სქემატური გამოსახულება ადამიანის დაბადების დროს. ის წარმოადგენს პერსონალურ ასტროლოგიურ "პასპორტს", რომელიც ეფუძნება დაბადების თარიღს, ზუსტ დროსა და გეოგრაფიულ ადგილს.
ერთი მხრივ, მათთან შეხვედრის შემდეგ ცხოვრება თითქოს რთულდება, მეორე მხრივ კი სწორედ ამ ცვლილებების წყალობით წინსვლა და განვითარება იწყება.
„დამანგრეველი ენერგეტიკის“ მქონე ადამიანები საკუთარ გავლენას გარშემომყოფებზე იშვიათად აცნობიერებენ. ისინი მიზნად არ ისახავენ სხვისი ცხოვრების შეცვლას, თუმცა, მათ გვერდით პროცესები თავისთავად ჩქარდება:
- ფარული ცხადი ხდება.
- არასტაბილური ურთიერთობები ინგრევა.
- გადაუჭრელი კითხვები პასუხებს მოითხოვენ.
სწორედ ამიტომ, ზოგი ადამიანი მათთან ურთიერთობისას დისკომფორტს განიცდის. სინამდვილეში, ეს დისკომფორტი ხშირად თავად პიროვნებასთან კი არა, ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლის აუცილებლობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, დამანგრეველი ენერგეტიკა ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს. ძალიან ხშირად ის განახლების ინსტრუმენტია!
დიახ, ცვლილებები შეიძლება მტკივნეული იყოს.
დიახ, ძველის გაშვება ზოგჯერ რთულია, მაგრამ სწორედ ასეთი პროცესების შემდეგ იწყება ხოლმე ცხოვრების ახალი ფურცელი.
***
ნუმეროლოგია გამოთვლა - იპოვეთ საკუთარი ბედის ვარსკვლავი მარტივი გაანგარიშებით
ნუმეროლოგია სიყვარული - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ქორწინების რიცხვი
ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე მშვიდი წყვილები ჰოროსკოპის ნიშნით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან