Fun-ტესტი

რას გვეუბნება ქორწინების ნუმეროლოგია - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ქორწინების რიცხვი

fun time

16:00 პარ. 22 ოქტომბერი, 2021 წელი

რას ამბობს ქორწინების
ნუმეროლოგია

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ რიცხვების შეთავსებადობის მიხედვით  შეიძლება გაარკვიოთ, ბედნიერი იქნება თუ არა ქორწინება. 

როგორ გამოვთვალოთ ქორწინების რიცხვი?

ამისთვის თავდაპირველად უნდა შეკრიბოთ ორივე მეუღლის დაბადების თარიღის ყველა ციფრი.

მაგალითად:

თუ თქვენი დაბადების თარიღია 24.02.1995, უნდა შეკრიბოთ: 2+4+0+2+1+9+9+5 = 32 და ორნიშნა რიცხვი ერთნიშნად უნდა აქციოთ: 3 + 2 = 5.

იგივე უნდა გააკეთოთ თქვენი მეუღლის დაბადების თარიღთან დაკავშირებითაც. მაგალითად, თუ მისი დაბადების თარიღია 15.07.1992, შეკრიბეთ ამ თარიღის თითოეული ციფრი:1+5+0+7+1+9+9+2 = 34 და ეს რიცხვი აქციეთ ერთნიშნად: 3+4=7

ამის შემდეგ ორივე მეუღლისთვის მიღებული ციფრები შეკრიბეთ: 5+7=12 და ეს რიცხვი აქციეთ ერთნიშნად: 1+2=3

ანუ თქვენი წყვილის ქორწინების ციფრია 3.

ახლა კი ციფრის მნიშვნელობა უნდა ნახოთ:

ნუმეროლოგია 1

თუ გაანგარიშების შედეგად მიიღეთ 1, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა წარმატებულია. ასეთ ქორწინებაში ორივე პარტნიორი ძლიერი ადამიანია და მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ოჯახის შენარჩუნებისთვის. თუმცა, როგორც ნებისმიერ ოჯახში, პრობლემები ამ ურთიერთობაშიც შესაძლებელია - მეუღლეებს ყოველთვის ექნებათ ლიდერობის და სიტუაციის ბატონ-პატრონად ქცევის სურვილი.

ნუმეროლოგია 2

ორიანი ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში მთავარი მატერიალური მხარეა. შესაძლოა, ასეთი ქორწინება ანგარებიანი მიზნებისთვის შეიქმნა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ კავშირი მყარი და ხანგრძლივი იქნება.

ნუმეროლოგია 3

თუ მარტივი გაანგარიშების შედეგად მიიღეთ 3, მაშინ ორივე მეუღლე ოდნავ ქარაფშუტა და შემოქმედებითი პიროვნებებაა. ასეთ ურთიერთობაში ჰარმონია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შეყვარებულები ერთმანეთის ერთგულები დარჩებიან. კონფლიქტი შეიძლება მხოლოდ უნდობლობის გამო წარმოიშვას.

ნუმეროლოგია 4

ოთხი ნიშნავს, რომ ორივე მეუღლე მონოგამია. ისინი ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ ურთიერთობაში ჰარმონია სუფევს, ამიტომ თავსებადობა იდეალურია.

ნუმეროლოგია 5

ხუთი მეტყველებს იმაზე, რომ მეუღლეებს შორის ვნებიანი ურთიერთობაა. მათ ერთმანეთის მშვენივრად ესმით და ცხოვრების ბოლომდე უფრთხილდებიან. მათთვის მთავარი სულიერი სიახლოვეა, თუ ყოველდღიური რუტინის გამო ასეთ სიახლოვეს დაკარგავენ, მათი ქორწინება საფრთხის ქვეშ დადგება.

ნუმეროლოგია 6

თუ გაანგარიშების შედეგად მიიღეთ 6, მეუღლეებს მეგობრობა აკავშირებთ და არა სიყვარული. თუნდაც გრძნობები არსებობდეს, ისინი ადგილს პატივისცემასა და ჩვევას უთმობენ. ასეთი კავშირის გადარჩენა მხოლოდ საერთო მიზანს შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში განქორწინება გარდაუვალია.

ნუმეროლოგია 7

ასეთ კავშირში მეუღლეები ყოველთვის კომპრომისზე მიდიან და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ შეთანხმებას მიაღწიონ. ისინი არასოდეს ახდენენ გრძნობების დემონსტრირებას და ყოველდღე არ უმტკიცებენ ერთმანეთის სიყვარულს. საეჭვოა, რომ ასეთი ურთიერთობა ოდესმე განადგურდეს.

ნუმეროლოგია 8

8 ნიშნავს, რომ მეუღლეებს შორის ძლიერი მიზიდულობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მუდმივად კონფლიქტები წარმოიქმნება. მუდმივი კამათი და დაპირისპირება საბოლოოდ, ურთიერთობების გაუარესებას გამოიწვევს, ამიტომ ზოგჯერ ასეთ წყვილში განქორწინება საუკეთესო გამოსავალია.

ნუმეროლოგია 9

ეს ოჯახური ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი კავშირია. როგორც წესი, ასეთ წყვილში მამაკაცი მარჩენალია, ქალი კი კერის მცველი და ასეთი ქორწინება ამ საუკუნეშიც იდეალურია.

🔰:

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი

გამოთვალეთ თქვენი სულის ასაკი

გამოთვალეთ თქვენი ბედის რიცხვი

გამოთვალეთ თქვენი სიყვარულის მფარველი რიცხვი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის...

რას ნიშნავს ასო „M“
მარცხენა ხელის გულზე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს...

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?