Fun-ტესტი

როგორი ინტუიცია გაქვთ? - აირჩიეთ ამ ოთხიდან ერთი მთვარე და გაიგეთ

fun time

16:06 კვი. 11 ოქტომბერი

მთვარის ტესტი ინტუიციაზე

14
დაკოპირებულია

ინტუიცია განსაკუთრებული უნარია, რომელიც ლოგიკური აზროვნებისგან დამოუკიდებლად, უშუალოდ სწვდება ჭეშმარიტებას. ის არ ყვირის, ჩურჩულებს, თუმცა მის გასაგებად ხანდახან იმ ნახატის არჩევაც საკმარისია, რომელიც თვალს ყველაზე მეტად იზიდავს. ოთხი მთვარე — სულის ოთხი მდგომარეობაა და აქედან თქვენი რომელია?

დახედეთ ოთხივე გამოსახულებას და დიდხანს ნუ იფიქრებთ.

დანახვისთანავე რომელმა მთვარემ მიგიზიდათ?

მცდარი პასუხი არ არსებობს — ეს უბრალოდ თქვენი არჩევანია.

ნახევარმთვარე

ისინი, ვინც ნახევარმთვარეს ირჩევენ, განახლების რიტმით ცხოვრობენ. ასეთ ადამიანებს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების არ ეშინიათ და წარსულსაც ადვილად ემშვიდობებიან.

მათ კარგად განვითარებული წინათგრძნობა აქვთ და ზუსტად იციან, როდის უნდა გაჩერდნენ და როდის — იმოქმედონ.

ხშირად მათ „უცნაურ ადამიენბად“ მიიჩნევენ, რადგან იმას ხედავენ, რაც სხვებისთვის დაფარულია. მათი ინტუიცია ნისლში გზის მაჩვენებელი კომპასივით მუშაობს.

სავსე მთვარე

სავსე მთვარის არჩევანი ძლიერ ემპათიაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანები სხვების განწყობას შორიდანვე გრძნობენ. მათთვის ბევრი რამის ახსნა საჭირო არ არის — ისედაც ყველაფერს ხვდებიან.

მათი მეექვსე გრძნობა სტრიქონებს შორის კითხვისა და დაფარული აზრების ამოცნობის უნარში ვლინდება. ხშირად სანამ თანამოსაუბრე პირს გააღებს, უკვე იციან, რის თქმას აპირებს. მათი ნიჭი ზედმეტი სიტყვების გარეშე გვერდით დგომის უნარია.

მთვარის დაბნელება

მათ, ვინც მთვარის დაბნელებას ირჩევენ, იშვიათი ნიჭი აქვთ — საგნებისა და მოვლენების ნამდვილ არსს ხედავენ. მათი ინტუიცია კრიზისულ წუთებში, როცა სხვები პანიკაში ვარდებიან, განსაკუთრებით მახვილდება.

მათ ლოდინი შეუძლიათ და იციან, რომ ყოველ დაღმართს აღმართი მოჰყვება. მათი მთავარი ძალა სიმშვიდისა და გონიერების შენარჩუნებაა მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა.

წითელი მთვარე

წითელი მთვარის არჩევა ძლიერ ენერგეტიკასა და ბუნებასთან კავშირზე მიუთითებს. ასეთი ადამიანები ცვლილებებს მათ დადგომამდე ბევრად ადრე გრძნობენ და ხშირად წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ. მათ შემთხვევითობების არ სჯერათ და ყოველთვის მინიშნებებს ეძებენ.

მათი მეექვსე გრძნობა ადამიანებისა და მომავალი მოვლენების ამოცნობაში ვლინდება. ამასთან, ადამიანების შეფასებაში შეცდომას იშვიათად უშვებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტესტი მათთვის, ვისაც სიმართლის არ ე...

ტესტი მათთვის, ვისაც
სიმართლის არ ეშინია

აირჩიეთ ქანდაკება და გაიგეთ, როგორ...

აირჩიეთ ქანდაკება და
გაიგეთ, როგორ ცვლის
სამყაროს თქვენი არსებობა

აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, როგორს გხე...

აირჩიეთ სარკე

აირჩიეთ ნავი და გაიგეთ საით მიცურავ...

ტესტი ნავები

რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება?

რა არის თქვენი შინაგანი
მოწოდება?

თვითშეფასების კითხვარი

თვითშეფასების კითხვარი

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, რა არის თქვენ...

აირჩიე ხე და გაიგე, რა არის
შენი შინაგანი საყრდენი?

გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქ...

გაიგეთ, რამდენად ქალური
ხართ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ უმკლავდებ...

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ
უმკლავდებით კონფლიქტს?