Fun-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ უმკლავდებით კონფლიქტს?

fun time

17:07

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ
უმკლავდებით კონფლიქტს?

14
დაკოპირებულია

უპასუხეთ კითხვებს, ჩაიწერეთ პასუხების ვარიანტები: ა = 1 ქულა, ბ = 2 ქულა, გ = 3 ქულა, დ = 4 ქულა

და ტესტის ბოლოს პასუხს მიიღებთ.

როგორ რეაგირებთ, როდესაც ვინმე არ ეთანხმება?

ა) ვუხსნი საკუთარ თვალსაზრისს.

ბ) ვუსმენ ამ ადამიანს და მის გაგებას ვცდილობ.

გ) ვიწყებ კამათს და საკუთარი პოზიციის დაცვას.

დ) ვერიდები კონფლიქტს და ვცდილობ მტკივნეულ თემას თავი ავარიდო.

როდესაც სიტუაცი მწვავდება, თქვენ:

ა) ღიად გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს.

ბ) ცდილობთ კონფლიქტის მიზეზები გაიგოთ.

გ) მაშინვე თავს იცავთ.

დ) კამათის ასაცილებლად საუბარს თავს არიდებთ.

როგორ გრძნობთ თავს კონფლიქტის შემდეგ?

ა) მშვენივრად, თუ საკუთარი აზრის გამოხატვა მოვახერხე.

ბ) მესმის, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაო.

გ) ოპონენტზეც და საკუთარ თავზეც გაბრაზებული ვარ.

დ) მინდა ყველაფერი დავივიწყო.

როგორ გახასიათებენ მეგობრები?

ა) როგორც საკუთარი პრინციპების მტკიცე დამცველს.

ბ) როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვის მოსასმენად.

გ) როგორ ადამიანს, რომელმაც იცის, თავი როგორ დაიცვას საკუთარი.

დ) როგორც მშვიდ და მშვიდობიან ადამიანს, რომელიც კონფლიქტის თავიდან აცილებას ამჯობინებს.

კონფლიქტის მოგვარების რომელ გზას ანიჭებთ უპირატესობას?

ა) პირდაპირი ურთიერთობა.

ბ) თანაგრძნობა და გაგება.

გ) „მეტი სიტყვა, ნაკლები მოქმედება“ სტრატეგია.

დ) კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება.

შეგახსენებთ:

ა = 1 ქულა

ბ = 2 ქულა

გ = 3 ქულა

დ = 4 ქულა

შეკრიბეთ თქვენი ქულები და განსაზღვრეთ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით.

5-8 ქულა - კონფლიქტები მოყვარული

გირჩევნიათ საკუთარ გრძნობებსა და თვალსაზრისზე პირდაპირ და ღიად ისაუბროთ. გამჭრიახი გონება საშუალებას გაძლევთ, რომ სიტუაციაში გაერკვეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ. ეცადეთ, რომ ზოგჯერ სხვების მოსაზრებებსაც მოუსმინოთ.

9-12 ქულა - პარტნიორი

კონფლიქტურ სიტუაციებში ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობისკენ ისწრაფვით. დისკუსიისთვის მზად ხართ, რაც მნიშვნელოვან პარტნიორად გაქცევთ, თუმცა, არც საკუთარი საჭიროებები უნდა დაივიწყოთ.

13-16 ქულა - არგუმენტების მოყვარული

საკუთარ პოზიციას ხშირად იცავთ და კამათში ჯიუტდებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, შეეცადეთ სხვების მოსაზრებები და გრძნობებიც გაითვალისწინოთ, რათა კონფლიქტების ესკალაცია თავიდან აიცილოთ.

17-20 ქულა - „მშვიდობის მტრედი“

ცდილობთ, კონფლიქტი და დაპირისპირება ნებისმიერ ფასად თავიდან აირიდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვიდობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პრობლემების თავიდან აცილებამ შეიძლება წყენისა დაგროვება გამოიწვიოს. ეცადეთ საკუთარი გრძნობებისა და საჭიროებების გამოხატვა ისწავლოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტესტი - აირჩიეთ ახალი წლის სათამაშო...

აირჩიეთ ახალი წლის
სათამაშო

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი მენტალური...

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი
მენტალური ასაკი

რამდენ ფიგურას ხედავთ?

ტესტი გამოცანა

ტესტი — ადვილად ენდობით თუ არა ადამ...

ტესტი — ადვილად ენდობით თუ
არა ადამიანებს?

ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმ...

რამდენად მომთმენი ხართ?

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?