გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქოლოგიური ტესტი
15:07 კვი. 24 მაისი
ყურადღება მოიკრიბეთ და სურათს დააკვირდით. პირველად რა შენიშნეთ? სურათზე თვალის ერთი შევლება საკმარისია, რომ გაიგოთ, რამდენად გამოხატულია თქვენში ქალურობა და რაზე გმართებთ მუშაობა.
ციყვები ხის ტოტზე
თუ თქვენმა ქვეცნობიერმა პირველად ციყვები დაგანახვათ, იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ქალურობა დიდი ხანია დაივიწყეთ. სავარაუდოდ, დროისა თუ ენერგიის სიმცირის გამო, ვერ ახერხებთ საკუთარ თავს ყურადღება დაუთმოთ და მთელ ძალისხმევას ოჯახს სწირავთ.
სწორედ ქალურობის დაბალი დონის გამო მამაკაცები თქვენ მიმართ ნაკლებ ყურადღებას იჩენენ. ეცადეთ დროისა და ენერგიის ისე განაწილება შეძლოთ, რომ სამსახურისა და ოჯახის გარდა, საკუთარი თავისთვისაც დრო დაგრჩეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მიმზიდველობა დაიბრუნოთ და თაყვანისმცემლები გაგიჩნდეთ.
ქალის სახე
ეს იმ ქალის პასუხია, რომელმაც იცის, რომ მშვენიერი და მიმზიდველია. მამაკაცებს ისე იზიდავთ, როგორც სანთლის შუქი პეპლებს და ეს სიამოვნებას განიჭებთ. სრულ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან და თქვენი დანიშნულება მკაფიოდ გაქვთ გაცნობიერებული. ასე რომ, ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით.
შიშველი მამაკაცი
თუ ნახატზე შიშველი მამაკაცის გამოსახულება დაინახეთ, ძლიერი სქესის ყურადღებისა და რომანტიკული გრძნობების სიმცირეს განიცდით. შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობიდან ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობთ, მამაკაცები ამას ამჩნევენ და გაგირბიან. ამ შემთხვევაში საკმარისია ქცევის სტრატეგია შეცვალოთ და თქვენი ცხოვრება სრულიად ახალი ფერებით აივსება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან