რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება?
16:00
საყვარელი საქმის კეთებისას დრო თითქოს ჩერდება. თუ დღემდე ვერ გაგიგიათ, რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება, მოხერხებულად მოკალათდით, სურათებს შეხედეთ და თქვით, რომელმა მიიპყრო თქვენი ყურადღება პირველად?
პირველი სურათი
თქვენში ნამდვილი ცეცხლი გიზგიზებს! გსურთ, ფრთები გაშალოთ და სამყაროში ღირსეული ადგილი დაიკავოთ. თქვენი შინაგანი მოწოდება ურთიერთობები, კავშირები, თუნდაც სოციალური ქსელებია. ურთიერთობების საშუალებით შეგიძლიათ თქვენი გზა იპოვოთ. გეყოფათ თავმდაბლობა. დროა, სამყაროს საკუთარი თავი დაანახვოთ.
მეორე სურათი
ეს არჩევანი მეტყველებს თქვენს იშვიათ ნიჭზე — გაუზიაროთ სხვა ადამიანებს სიბრძნე. სწავლა და სიახლეების შეცნობა თავადაც გიყვართ და ახლა ცდილობთ, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გადასცეთ.
თქვენ შეგიძლიათ რთული საკითხები მარტივად და გასაგებად ახსნათ, რაც ინფორმაციას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.
მესამე სურათი
იცით, რა არის თქვენში განსაკუთრებით მიმზიდველი? თქვენ უკვე იპოვეთ შინაგანი წონასწორობა, ილუზიებს არ დასდევთ და აფასებთ იმას, რაც დღეს გაქვთ, თუმცა არის რაღაც, რასაც შეუძლია თქვენი ცხოვრება კიდევ უფრო გააფერადოს და ეს შემოქმედებაა! დროთა განმავლობაში, შემოქმედებითმა გატაცებამ შეიძლება მატერიალური სარგებელი მოგიტანოთ.
მეოთხე სურათი
თქვენ იშვიათი ადამიანი ხართ! თქვენი შინაგანი მოწოდება ადამიანების დახმარება, რაღაც ახლის შექმნა, განვითარება და წინსვლაა. აკეთეთ ის, რაც შთაგაგონებთ და ნუ გეშინიათ შეეწინააღმდეგოთ ხელმძღვანელობას, რომელიც გზღუდავთ. თქვენ „მარტოხელა მგელი“ ხართ, ოღონდ ამ სიტყვის კარგი გაგებით. საკუთარი საქმე თქვენთვის მხოლოდ შემოსავალი კი არა, თავისუფლებაა, რომელიც შესაძლებლობების გამოვლენაში გეხმარებათ.
მეხუთე სურათი
თქვენ რამდენიმე შინაგანი მოწოდება გაქვთ და მათ შორის, პირველ ადგილზე ოჯახია. ბავშვების აღზრდაში თქვენი უდიდესი ნიჭი იმალება. სხვათა შორის, პატარებთან ურთიერთობა შეიძლება თქვენს ერთ-ერთ მთავარ მოწოდებად იქცეს! ეს ნიჭი შეგიძლიათ უფრო სასარგებლოდ გამოიყენოთ. არასოდეს გიფიქრიათ ისეთ სფეროებზე, რომლებიც ბავშვების აღზრდას ან მათთვის საჭირო პროდუქტების შექმნას უკავშირდება?
მეექვსე სურათი
ზოგჯერ, ახალი შესაძლებლობებისთვის კარის გასაღებად, დასვენებაა საჭირო. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით! დაისვენეთ, შემდეგ კი ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდით და რაც დღემდე აღგაფრთოვანებთ. ამ სიიდან, სულ მცირე, ორი ჩანაწერი თქვენს ნამდვილ მოწოდებაზე მიგითითებთ.
***0
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ეს გასართობი ტესტია და არა სამეცნიერო კვლევა. შედეგებს იუმორით შეხედეთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან