Fun-ტესტი

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, რა არის თქვენი პიროვნების საყრდენი

fun time

16:34

აირჩიე ხე და გაიგე, რა არის
შენი შინაგანი საყრდენი?

14
დაკოპირებულია

ერთ ძველ ზღაპარში, სოფლის განაპირას, სამი ხე ხარობდა. აქედან ერთი ცას იჭერდა, მეორე სამყაროებს აერთიანებდა, მესამე კი შუა ზამთარში ყვაოდა და ადამიანებს ათბობდა. ამბობენ, რომ ყველა ადამიანს თავისი ხე აქვს, ოღონდ ტყეში კი არა, საკუთარ გონებაში. მისი ფესვები ჯიშთან არის კავშირში, ტანი — ხასიათია, ვარჯი — ოცნებები, ჩრდილი კი ის, რასაც საკუთარ თავსაც კი უმალავ.

ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე აირჩიეთ ამ ხეებიდან ერთ-ერთი და ის გეტყვის, რაში მდგომარეობს შენი ძალა და რა არის შინაგანი საყრდენი.

№1. მუხა

მუხა უზარმაზარი, ძლიერი ხე სქელი ქერქითა და ფესვებით, რომელსაც არც ზამთრის ეშინია და არც ჭექა-ქუხილის. ის სამასი წელია თავის ადგილზე დგას და კიდევ ამდენ ხანს იდგება. ის მოწმეა, ის საყრდენია, ის მდუმარე ძალაა.

თუ მუხა აირჩიე, შენი შინაგანი საყრდენი სიმტკიცეა. შენ ერთადერთი ხარ, ვინც ქარიშხალში სიმტკიცეს ინარჩუნებს. ყველა გარბის, პანიკაშია, დამნაშავეს ეძებს — შენ კი საქმეს მშვიდად და ზედმეტი სიტყვების გარეშე აკეთებ.

თუმცა, მუხას თავისი სისუსტეებიც აქვს. ის არასოდეს იდრიკება და როდესაც მასზე ძლიერი გრიგალი ამოვარდება, მუხა კი არ იხრება, ტყდება.. ფესვიანად, გრუხუნით, სამუდამოდ.. ასე, რომ ზოგჯერ შენი ძალა შენი სუსტი მხარეა. შენ არ იცი შეჩერება, დახმარების თხოვნა და იმის აღიარება, რომ დაიღალე და დასვენება გჭირდება. შენ ცას აკავებ მაშინაც კი, როცა მხრის ძვლები გემსხვრევა.

რჩევა: მუხავ, ისწავლე ტირიფისგან. მოდრეკა არ ნიშნავს საკუთარი თავის ღალატს. ზოგჯერ ქარისთვის გზის დათმობა გადარჩენის ერთადერთი ხერხია. მიეცი თავს უფლება, მოქნილი იყო. მიეცი თავს უფლება თქვა „დღეს არ შემიძლია“. ამით სამყარო არ დაიქცევა. შენ სამყაროს ერთადერთი საყრდენი არ ხარ. არსებობენ სხვა ხეები, არსებობს მიწა და ცაც.

№2. არყის ხე

თეთრი, მოქნილი, მოხდენილი, თმასავით გაშლილი ტოტებით და მანათობელი ქერქით. არყის ხე ერთი შეხედვით მყიფეა, მაგრამ სცადე და გადატეხე — იხრება, შემდეგ სწორდება და სიცოცხლეს აგრძელებს.

თუ არყის ხე აირჩიე, შენი შინაგანი საყრდენი მოქნილობაა. შენ გარემოებებთან შეგუება გეხერხება და ლოდინი იცი. შეგიძლია ქარის ქროლვისას მოიხარო, მაგრამ ფესვები შეინარჩუნო. ეს უდიდესი ნიჭია. შენ იქ გადარჩები, სადაც სხვები ტყდებიან. წყალს იქ იპოვი, სადაც სხვები ხმებიან. შენ კომპრომისისა და დიპლომატიის დიდოსტატი ხარ.

სუსტი მხარე არყის ხესაც აქვს — ის ძალიან ხშირად იხრება, ზოგჯერ მათ წინაშეც კი, ვინც ამას არ იმსახურებს. შენ ისე მიეჩვიე სხვებზე მორგებას, რომ დაგავიწყდა უფლება გაქვს წელგამართული იდგე — შენ ვალში არავისთან ხარ.

რჩევა: არყის ხევ, ისწავლე მუხისგან. ამაყად, წელში გამართული დგომა უხეშობა როდია — ეს ღირსებაა. დააკვირდი, ვის წინაშე იხრები. იმსახურებენ ეს ადამიანები შენს პატივისცემას თუ უბრალოდ მიეჩვივნენ, რომ პირველივე მოთხოვნისას მოიდრიკები?

№3. ფიჭვი კლდეზე

ის იქ იზრდება, სადაც არაფერი ხარობს. ის დაგრეხილი და ქარებისგან დალეწილი, მაგრამ ცოცხალია. ის შეუძლებელს ეჭიდება და მაინც ყვავის.

თუ კლდის ფიჭვი აირჩიე შენი შინაგანი საყრდენი სიცოცხლისუნარიანობაა. შენ იქ გაიზარდე, სადაც არაფერი იზრდება. არ გქონდა რესურსი და ის არაფრისგან შექმენი. არ გქონდა მხარდაჭერა და საკუთარი თავის საყრდენი გახდი. შენ იცი, რას ნიშნავს სიტყვა „შეუძლებელი“ და ისიც იცი, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია.

თუმცა, სუსტი ადგილი კლდის ფიჭვსაც აქვს — მან არ იცის მიღება. ის მიეჩვია, რომ რესურსი ცოტაა და სამყარო ძუნწია, მიეჩვია, რომ დახმარება მახეა და ყველაფერი თავად უნდა აკეთოს. შენ ისე მიეჩვიე გადარჩენისთვის ბრძოლას, რომ დაგავიწყდა — შეიძლება არ იბრძოლო და უბრალოდ იცოცხლო. შეიძლება დახმარება მიიღო, მოდუნდე და აღარ ელოდო, როდის გამოგეცლება კლდე ფეხებიდან..

რჩევა: ფიჭვო, ირგვლივ მიმოიხედე. შენ უკვე კლდეზე აღარ ხარ. შეგიძლია ფესვები რბილ მიწაში გაიტანო და კლდეებს აღარ ჩაებღაუჭო. შენ დაიმსახურე დასვენება.

№4. აყვავებული საკურა

ის ნაზი და მშვენიერია. მისი ყვავილები ვარდისფერ ღრუბლებს ჰგავს. ის წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღეს ყვავის, მაგრამ ამ დღეებში მთელი სამყარო მას შესცქერის და აღტაცებისგან სუნთქვა ეკვრის. ის დღესასწაულია. ის ხელოვნებაა. ის შეხსენებაა, რომ სილამაზე წარმავალია.

თუ საკურა აირჩიე, შენი შინაგანი საყრდენი სხვებისთვის სიხარულის ჩუქების უნარია. შენ შეგიძლია გარშემო სილამაზე შექმნა. შენ ისე ყვავილობ, რომ ადამიანები ჩერდებიან და გაოცებულები გიყურებენ. შენ შთაგონების წყარო ხარ, შენ ხარ ის, ვინც სხვებს ახსენებს, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუნდაც ხანმოკლე იყოს.

როგორც ყველას, სუსტი მხარე საკურასაც აქვს — ის იშვიათად ყვავის და სწრაფად ჭკნება. მისი სილამაზე ფეთქებადი და კაშკაშა, მაგრამ ხანმოკლეა. შენც ასე აფეთქებიდან აფეთქებამდე ცხოვრობ — ყოველ აღმავლობას დაღმავლობა მოსდევს, ყოველ ყვავილობას შიშველი ტოტების პერიოდი, როდესაც გეჩვენება, რომ უნაყოფო და ცარიელი ხარ. ამ დროს გეშინია, რომ შენი ნიჭი და სილამაზე მხოლოდ სეზონური მოვლენაა.

რჩევა: საკურა, შენ მშვენიერი მხოლოდ ყვავილობისას როდი ხარ. შენი შიშველი ტოტები სიცარიელე კი არა, სიმშვიდეა. მიეცი თავს „არასეზონურობის“ უფლება. ვალდებული არ ხარ მთელი წელი ყვავოდე იმისთვის, რომ გარშემო მყოფებს უყვარდე.

№5. მტირალი ტირიფი

ის წყლისკენ იხრება, მისი ტოტები მიწამდე ეშვება და ერთგვარ კარავს ქმნის. ამ კარავში სიჩუმე, ბინდი და სიმშვიდეა. ის სევდიანი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში თავშესაფარია — ის იფარავს, ის მალავს, ის ჩრდილს აძლევს მათ, ვინც მზისგან დაიღალა.

თუ ტირიფი აირჩიე, შენი შინაგანი საყრდენი ემპათიაა. შენ შეგიძლია მოსმენა, შენ შეგიძლია თავშესაფარი იყო. შენთან მოდიან, როცა სტკივათ და ეშინიათ. შენ ის ხარ, ვინც დაჩაგრულს ჩაეხუტება და ეტყვის: „მე შენთან ვარ“. შენ ხარ ის, ვინც არ განსჯის. შენ ხარ ნუგეში, საყრდენი და უსაფრთხო ადგილი.

თუმცა, სუსტი ადგილი ტირიფსაც აქვს. ის ყოველთვის დაბლა, წყლისკენ იხრება — იქ, სადაც სიღრმე და სიცივეა. შენ ისე მიეჩვიე სხვების თავშესაფრად ყოფნას, რომ დაგავიწყდა — თავშესაფარი თავად გჭირდება. ისე მიეჩვიე მოსმენას, რომ დაგავიწყდა, შენც გჭირდება, რომ მოგისმინონ. შენ გასცემ, გასცემ, გასცემ და ერთ დღესაც აცნობიერებ, რომ შიგნით სიცარიელეა. რომ შენი ცრემლები იმავე წყალში მიედინება, სადაც სხვების დარდს იფარებდი.

ჩევა: ტირიფო, ასწიე ტოტები და ცას ახედე. ვალდებული არ ხარ, რომ ყველასთვის თავშესაფარი იყო. აირჩიე ისინი, ვისთვისაც ნამდვილად გსურს ჩრდილის მიცემა და სთხოვე: „ახლა შენი ჯერია, შენ შემიფარე“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქ...

გაიგეთ, რამდენად ქალური
ხართ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ უმკლავდებ...

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ
უმკლავდებით კონფლიქტს?

ტესტი - აირჩიეთ ახალი წლის სათამაშო...

აირჩიეთ ახალი წლის
სათამაშო

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი მენტალური...

ტესტი - გაარკვიეთ თქვენი
მენტალური ასაკი

რამდენ ფიგურას ხედავთ?

ტესტი გამოცანა

ტესტი — ადვილად ენდობით თუ არა ადამ...

ტესტი — ადვილად ენდობით თუ
არა ადამიანებს?

ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმ...

რამდენად მომთმენი ხართ?

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი