აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, როგორს გხედავენ ახლობლები
16:10
ხშირად გვგონია, რომ საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი ვიცით, თუმცა გვერდიდან დანახული რეალობა ბევრად უფრო მკაფიო და ობიექტურია.
შეხედეთ ამ სამ სარკეს. ნუ შეეცდებით „სწორი“ ვარიანტის გამოცნობას, აქ სწორი ან არასწორი პასუხები არ არსებობს. აირჩიეთ სარკე, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო — ეს სწორი პასუხია.
სინათლისკენ მიმავალი მგზავრი
ახლობლები თქვენში ხედავენ ადამიანს, რომელიც ყოველთვის უკეთესის ძიებაშია. ცხოვრების ყველაზე რთულ და ბნელ პერიოდშიც კი ახერხებთ იმედის სხივის დანახვას. ახლობლები თქვენს ოპტიმიზმს ძალიან აფასებენ. როცა ყველა იმედს კარგავს და მარცხს ეგუება, თქვენ ამბობთ: „წამომყევით, მე გამოსავალს განახებთ.“
რას ამბობენ თქვენზე: „მასთან ერთად არ დაიკარგები“, „ოპტიმისტია, მაგრამ არა გულუბრყვილო“, „ზუსტად იცის, რა მიმართულებით უნდა იაროს.“
რჩევა: ზოგჯერ თქვენი ოპტიმიზმი დამღლელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრების რთულ პერიოდს გადის. ნურავის ააჩქარებთ. მიეცით ადამიანებს საშუალება, რომ თავიანთ დარდთან იმდენი ხანი დარჩნენ, რამდენიც საჭიროა.
მთისკენ მიმავალი ბილიკი
თქვენ ჯიუტ და ძველი გზასავით საიმედო ადამიანად გთვლიან. საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებთ და ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. მეგობრებმა იციან - თუ რამეს დაჰპირდით, აუცილებლად შეასრულებთ. ოჯახის წევრები პატივს გცემენ იმის გამო, რომ სიტყვის პატრონი ხართ.
რას ამბობენ თქვენზე: „მისი ნდობა შეიძლება“, „ცოტა ნელია, მაგრამ საიმედო“, „მასთან ერთად არ დაიკარგები“.
რჩევა: თქვენი საიმედოობა ნამდვილი ნიჭია, თუმცა ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალიან მოსაწყენი და მეტისმეტად სერიოზული ხართ. გირჩევთ თავს ზოგჯერ შეცდომის და სულელური საქციელის უფლება მისცეთ. სამყარო ამით არ დაინგრევა, თქვენ კი დაისვენებთ.
ჯადოქრის გამოსახულება
თქვენ გხედავენ როგორც იდუმალ და ამოუცნობ ადამიანს და ასეცაა — თქვენ ამჩნევთ იმას, რაც სხვებისთვის უხილავია. სიყალბეს შორიდანვე გრძნობთ. ახლობლებს ზოგჯერ თქვენი ინტუიციის ეშინიათ კიდეც, თუმცა მის გარეშე ვეღარ ძლებენ. თქვენ ოჯახური საიდუმლოებების მცველი და რთულ სიტუაციებში ადამიანების მთავარი მრჩეველი ხართ.
რას ამბობენ თქვენზე: „მას ვერაფერს დაუმალავ“, „ყველა კითხვაზე პასუხი აქვს “, „ცოტა საშიში, მაგრამ ძალიან ბრძენია“.
რჩევა: თქვენი ძალა ინტუიციაა, თუმცა ზოგჯერ მას მეტისმეტად ეყრდნობით და უბრალო ლოგიკა გავიწყდებათ. ეცადეთ ჯადოქრობა საღ აზრთან შეათავსოთ და უძლეველი გახდებით.
***
დასკვნა — სამივე სარკე ძლიერი ადამიანის არჩევანია. მგზავრი იმედს ჩუქნის, მთის ბილიკი — საყრდენს, ხოლო ჯადოქარი — სიბრძნეს. თქვენი ახლობლები ასეთად შემთხვევით არ გხედავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თვისებები თქვენს ოჯახსა და გარემოცვას სჭირდება. თქვენ უბრალოდ ადამიანი არ ხართ, თქვენ ვიღაცისთვის სინათლე, საყრდენი ან ამოუცნობი საიდუმლო ხართ. ეს კი ნამდვილად მშვენიერია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან