Fun-ტესტი

ტესტი მათთვის, ვისაც სიმართლის არ ეშინია

fun time

17:56 ორშ. 28 სექტემბერი

ტესტი მათთვის, ვისაც
სიმართლის არ ეშინია

14
დაკოპირებულია

სურათზე წარმოდგენილი ხუთი კატიდან აირჩიეთ ის, რომლისკენაც გულმა გაგიწიათ და შეიძლება თქვენი ნამდვილი მოწოდება გაიგოთ.

კატა ძველ ქართულ და მსოფლიო კულტურებში მისტიკურ არსებად ითვლება, რომელიც სახლს და ადამიანის ჯანმრთელობას უარყოფითი ენერგიისგან იცავს. უფრო მეტიც, კატამ შეიძლება დაგანახვოთ ის, რასაც თქვენი ქვეცნობიერი გულმოდგინედ მალავს.

ჭრელი კატა

თუ ეს ჭრელი კატა აირჩიეთ, თქვენი მიზანია ადამიანების დაკავშირებაა. თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც მეგობრებს აერთიანებს, ნაჩხუბარ ადამიანებს არიგებს და პოულობს საერთო ენას სხვადასხვა თაობასთან. ჭრელი კატა მრავალფეროვნების სიმბოლოა. თქვენ მოწყენილობა და ერთფეროვნება გძულთ. თქვენი მისიაა, ნაცრისფერი დღე გააფერადოთ, ადამიანები გააერთიანოთ და შთააგონოთ.

თეთრი კატა

თეთრი კატის არჩევა სიწმინდისა და სიცხადისკენ სწრაფვას ნიშნავს. თქვენი მიზანი სახლსა თუ სამსახურში წესრიგის დამყარება და განკურნებაა. თეთრი კატა სიბრძნისა და სიმშვიდის სიმბოლოა. კონფლიქტებს ყოველთვის თავს არიდებთ და შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ იქ, სადაც სხვები ჩიხში შედიან. ადამიანების დახმარება თქვენი მოწოდებაა — ცდილობთ თქვენზე სუსტებს დაეხმაროთ და ქაოსში წესრიგი დაამყაროთ.

შავი კატა

შავი კატა იმ ადამიანების არჩევანია, რომლებსაც ჩრდილების არ ეშინიათ. რთულ, გაუგებარ და საშიშ საქმებში გარკვევა თქვენი მოწოდებაა. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ საქმის არსი იქ, სადაც სხვები მხოლოდ ზედაპირს ხედავენ. ეს არის ფსიქოლოგის, დეტექტივის, მკვლევრის ან კრიზისებთან მომუშავე ადამიანის მისია. რთულ თემებთან შეჭიდების არ გეშინიათ და მზად ხართ კითხვებზე პასუხის პოვნას მრავალი უძილო ღამე მიუძღვნათ. თქვენი ამოცანაა ადამიანებს აჩვენოთ, რომ სიბნელე მტერი კი არა, ის ადგილია, სადაც სინათლის ანთება შეგიძლიათ.

წითური კატა

წითური კატა ენერგიას, სითბოს და შემოქმედებითობას ნიშნავს. ის სიმბოლურად სიხარულს, ხელოვნებას და ბედნიერებას გამოხატავს. თუ არჩევანი წითელ კატაზე შეაჩერეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც „სითბოს ასხივებს“ და გარშემო მყოფებს იმედს უნერგავს. თქვენ შეგიძლიათ მოსაწყენ საქმეშიც კი შემოქმედებითი მარცვალი დაინახოთ და საინტერესო გახადოთ. თქვენ ყველაფერი გიზიდავთ, რაც შემოქმედებას, ბავშვებს, სწავლებას, ტურიზმსა და თუნდაც კულინარიას უკავშირდება. თქვენი მისიაა შეახსენოთ ადამიანებს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

ნაცრისფერი კატა

ნაცრისფერი კატა სტაბილური და მიზანდასახული ადამიანების არჩევანია. თქვენი მოწოდება ადამიანების დახმარებაა. ახლობლებს თქვენი იმედი აქვთ, რადგან იციან, რომ არასოდეს უღალატებთ. თქვენ შეგიძლიათ მოთმინება, ლოდინი, ოდესღაც ლამაზი ურთიერთობის ნამსხვრევების შეკოწიწება და მთლიანობის აღდგენა. თქვენ პატივს გცემენ თქვენი სიმტკიცისა და მშვიდი ძალის გამო. თქვენი როლი არის საფუძველი, რომელიც სახლს აერთიანებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აირჩიეთ ქანდაკება და გაიგეთ, როგორ...

აირჩიეთ ქანდაკება და
გაიგეთ, როგორ ცვლის
სამყაროს თქვენი არსებობა

აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, როგორს გხე...

აირჩიეთ სარკე

აირჩიეთ ნავი და გაიგეთ საით მიცურავ...

ტესტი ნავები

რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება?

რა არის თქვენი შინაგანი
მოწოდება?

თვითშეფასების კითხვარი

თვითშეფასების კითხვარი

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, რა არის თქვენ...

აირჩიე ხე და გაიგე, რა არის
შენი შინაგანი საყრდენი?

გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქ...

გაიგეთ, რამდენად ქალური
ხართ

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ უმკლავდებ...

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ
უმკლავდებით კონფლიქტს?

ტესტი - აირჩიეთ ახალი წლის სათამაშო...

აირჩიეთ ახალი წლის
სათამაშო