თვითშეფასების კითხვარი
17:04
თვითშეფასება ადამიანის მიერ საკუთარი უნარების, ღირებულებებისა და მნიშვნელობის შეფასებაა. ეს არის ჩვენი აზრი საკუთარ გარეგნობაზე, ნიჭზე, ქცევასა და შესაძლებლობებზე. თვითშეფასება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან განსაზღვრავს, თუ როგორ ვუმკლავდებით სირთულეებს და როგორ ვურთიერთობთ სხვებთან.
მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი საკუთარ თავს ენდობა და შეცდომების არ ეშინია, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი საკუთარ თავს ხშირად აკრიტიკებს, მუდმივად სხვებს ადარებს, ჰგონია, რომ არაფერი გამოუვა და უჭირს შექების მიღება.
ეს ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, როგორი თვითშეფასება გაქვთ და რა უნდა გააკეთოთ ვითარების შესაცვლელად.
აირჩიეთ ერთი პასუხი
1️⃣. როგორ იქცევი, როდესაც შეცდომას უშვებ:
ა) მაშინვე საყვედურობ საკუთარ თავს
ბ) მომხდარს განიხილავ და განაგრძობ გზას
გ) ისე იქცევი, თითქოს ეს არასდროს მომხდარა
2️⃣. როგორ იქცევი, როდესაც გაქებენ:
ა) უგულებელყოფ —„ოჰ, ეს არაფერია“
ბ) ქებას მადლიერებით იღებ
გ) თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ შემდეგ სიამოვნებით იხსენებ
3️⃣. როდესაც დახმარება გჭირდება:
ა) ყველაფერს თავად აკეთებ, ქანცის გაწყვეტამდე
ბ) გრძნობ, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები და დახმარებას მშვიდად ითხოვ
გ) სადამდეც შეგილია, ითმენ, მაგრამ ბოლოს დანაშაულის გრძნობით აღსავსე, დახმარებას მაინც ითხოვ
4️⃣. როდესაც წარმატებულ ადამიანს ხედავ:
ა) საკუთარ თავს ადარებ და ხასიათი გიფუჭდება
ბ) შთაგონებით და მოტივაციით ივსები
გ) გშურს, მაგრამ ცდილობ, გაუმკლავდე
5️⃣. როდესაც საკუთარ სურვილებსა და სხვა ადამიანების მოლოდინებს შორის არჩევანის გაკეთება გიწევს:
ა) საკუთარ სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებ.
ბ) თუნდაც უხერხული იყოს, მაინც საკუთარ სურვილებს ირჩევ.
გ) რაც არ უნდა გააკეთო, თავს დამნაშავედ გრძნობ.
ტესტის პასუხები:
თუ პასუხებში „ა“ ჭარბობს:
თქვენს თვითშეფასებას ყურადღება სჭირდება. შესაძლოა, მიეჩვიეთ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებას საკუთარი სურვილების ხარჯზე.
თუ პასუხებში „ბ“ ჭარბობს:
მაღალი თვითშეფასება გაქვთ. შესაძლოა, მისკენ მიმავალი გზა რთული იყო, მაგრამ თქვენ უკვე ისწავლეთ საკუთარი თავის არჩევა.
თუ პასუხებში „გ“ ჭარბობს:
თვითშეფასების ამაღლებას ცდილობთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს ყოყმანის გამო - ეს ხშირად ზრდის მაუწყებელია.
რა მოქმედებს თვითშეფასებაზე?
ოჯახი — ბავშვობაში მშობლებისგან მიღებული ქება ან მუდმივი კრიტიკა.
გარემოცვა — მეგობრების, მასწავლებლებისა და ნაცნობების დამოკიდებულება.
პირადი გამოცდილება — წარმატებები და წარუმატებლობები ცხოვრებაში.
სოციალური მედია — სხვისი „იდეალური“ ცხოვრების ყურება და საკუთარ თავთან შედარება.
რა უნდა გააკეთოთ, თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ?
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვასთან — თქვენ უნიკალური ხართ და სხვისი მიღწევები არ გამცირებთ.
ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რა გამოგდით ყველაზე კარგად.
საკუთარ თავს შეცდომები აპატიეთ — შეცდომა გამოცდილებაა და არა დამარცხება.
აღნიშნეთ გამარჯვება — შეაქეთ საკუთარი თავი ყოველი პატარა საქმის დასრულებისთვის.
შეზღუდეთ სოციალური ქსელები — ადამიანები იქ მხოლოდ საუკეთესო მომენტებს აჩვენებენ, რაც ხშირად რეალობა არ არის.
დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას და სიმშვიდეს განიჭებთ (ჰობი, კითხვა, ხატვა).
ისწავლეთ უარის თქმა იმაზე, რაც დიდ ენერგიას გართმევთ ან თავს ცუდად გაგრძნობინებთ.
გაატარეთ დრო მათთან, ვისაც უყვარხართ და გაფასებთ.
მოერიდეთ მათ, ვინც მუდამ გაკრიტიკებთ და ენერგიას გაცლით.
თვითშეფასება არ არის „მე მიყვარს საკუთარი თავი“ სანთლების ფონზე. ესაა:
როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს,
რამდენის დასვენების უფლებას აძლევთ საკუთარ თავს,
ითხოვთ თუ არა დახმარებას,
როგორ რეაგირებთ საკუთარ შეცდომებზე.
თუ ყოველი ქმედების შემდეგ საკუთარ თავს აკრიტიკებთ, ეს მოტივაცია კი არა, ენერგიის ხარჯვაა.
თვითშეფასების ამაღლება ერთ დღეში არ ხდება. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს დროს, მოთმინებასა და საკუთარი თავის სიყვარულს.
***
ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს თქვენი ძილის პოზა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან