Fun-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს თქვენი ძილის პოზა?

fun time

18:02 შაბ. 8 ივნისი, 2024 წელი

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

14
დაკოპირებულია

ძილის პოზის ქვეცნობიერ არჩევანს ჩვენი თვისებების, ემოციებისა და მისწრაფებების ასახვა შეუძლია. თუ გინდათ გაიგოთ, რას გვიამბობს თქვენს ხასიათზე ძილის სხვადასხვა პოზა, დააკვირდით მთავარ სურათს, აირჩიეთ თქვენი ძილის პოზა და ნახეთ შედეგი.

1. ემბრიონის პოზა

ემბრიონის პოზა, როცა ადამიანი ცალ გვერდზე წევს და მუხლები მოხრილი აქვს, ყველაზე გავრცელებულია.

ასეთი პოზის მოყვარული ადამიანები ემოციურები არიან და ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება, გულთან ახლოს მიაქვთ.

ამ პოზის მოყვარულები ხშირად სხვა ადამიანების საჭიროებებს საკუთარზე მაღლა აყენებენ, ურთიერთობებში სულიერ სიახლოვეს და გულწრფელობას აფასებენ და უცხო გარემოში შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნონ.

2. ზღვის ვარსკვლავის პოზა

ამ პოზის მოყვარული ადამიანი კომუნიკაბელურია, ადამიანებთან ადვილად პოულობს საერთო ენას და ახალი ნაცნობობისთვის ყოველთვის მზადაა.

ამ ადამიანებს მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უცნობ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობენ, ახალ მეგობრებს სწრაფად პოულობენ და ახალი გამოცდილებისთვის მზად არიან.

იციან საკუთარი თავის ფასი და სხვების მოწონება არ სჭირდებათ, აფასებენ საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

3. ცალ გვერდზე, ბალიშთან ან საბანთან ჩახუტებული ძილი

ეს პოზა მოვლისა და დაცვის საჭიროებას განასახიერებს და ხშირად მარტოობას უკავშირდება. შესაძლოა, ადამიანები, რომლებიც ამ პოზას ანიჭებენ უპირატესობას, ემოციური მხარდაჭერისა და სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან.

ისინი თანაგრძნობისა და ემპათიისკენ არიან მიდრეკილები. ხშირად საკუთარი ცხოვრებით ან მდგომარეობით უკმაყოფილებას განიცდიან. გულწრფელ და ღრმა ურთიერთობებს აფასებენ, მაგრამ სხვა ადამიანებთან გახსნა უჭირთ.

4. მეოცნების პოზა, როცა იდაყვებში მოხრილი ხელები თავის უკან ამოდებულია

ეს პოზა ადამიანის წინდახედულობაზე მიუთითებს. ასეთი ადამიანები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, დადებით და უარყოფით მხარეებს ფრთხილად აფასებენ. მათ აქვთ ლოგიკური აზროვნება და აზრების ჩამოყალიბება შეუძლიათ.

ეს ადამიანები იმპულსური მოქმედებებისკენ მიდრეკილნი არ არიან. იციან, როგორ დაელოდონ და მიაღწიონ თავიანთ მიზნებს პრინციპულად და თანმიმდევრულად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმ...

რამდენად მომთმენი ხართ?

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი