Fun-ტესტი

ეს ქალი კაბას იცვამს თუ იხდის?

fun time

16:00 ოთხ. 20 სექტემბერი, 2023 წელი

ეს ქალი კაბას იცვამს თუ
იხდის?

14
დაკოპირებულია

ტესტში მოცემულია პოლონელი ილუსტრატორის Bartosz Kosowski-ის მიერ შესრულებული ნახატი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენი აზრით, ქალი ელვას იკრავს თუ იხსნის?

თუ მიგაჩნიათ, რომ ქალი ელვას იკრავს ანუ კაბას იცვამს...

ადამიანებს თქვენი არ ესმით, შეიძლება ეს თქვენი ბრალია... თავიდან განიცდიდით, რომ განსხვავებული ხართ, შემდეგ კი აღმოაჩინეთ, რომ ინდივიდუალურობა არაჩვეულებრივია!

მეგობრებს არასდროს განიკითხავთ, ამიტომ მათგან „აღსარებებს" ხშირად ისმენთ. სინდისი საშუალებას არ გაძლევთ, რომ ვინმეს საიდუმლო გათქვათ, მაშინაც კი, თუ ამ პიროვნებასთან უთანხმოება მოგივიდათ. არ გჩვევიათ სამაგიეროს გადახდა.

ხალხს თქვენს სულთან ძალიან ახლოს არ უშვებთ. ბარიერს აშენებთ, რომელსაც თქვენი თანხმობის გარეშე ვერავინ გადმოლახავს. თქვენში არსებობს იდუმალი მხარე. საკუთარ თავს კარგად ჯერ კიდევ არ იცნობთ.

რეალისტი ხართ, მაგრამ ოცნებების ძალის მაინც გჯერათ. დარწმუნებული ხართ, რომ „როცა რაიმე გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება მის ახდენაში."

თუ მიგაჩნიათ, რომ ქალი ელვას იხსნის ანუ კაბას იხდის...

კომუნიკაბელური და მხიარული პიროვნება ხართ. შეუძლებელია, ადამიანმა თქვენ გვერდით მოიწყინოს. ადვილად ექცევით ყურადღების ცენტრში. ხშირ შემთხვევაში წვეულებების სული და გული ხდებით. თუ ერთხელ გნახავენ, თითქმის შეუძლებელია თქვენი დავიწყება.

ლაღი, ცნობისმოყვარე, ჯიუტი - ეს სიტყვები საუკეთესოდ გახასიათებთ. რთულია თქვენზე ზეგავლენის მოხდენა, არ აღიარებთ საზოგადოებრივ ჩარჩოებს.
თქვენი ამბიციურობა, ერთი მხრივ, აღფრთოვანებას იწვევს, მეორე მხრივ, შეიძლება რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოთ.
რომანტიკული ხართ, მაგრამ ამ თვისებას ხშირად არ ავლენთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორი ინტუიცია გაქვთ? - აირჩიეთ ამ...

მთვარის ტესტი ინტუიციაზე

ტესტი მათთვის, ვისაც სიმართლის არ ე...

ტესტი მათთვის, ვისაც
სიმართლის არ ეშინია

აირჩიეთ ქანდაკება და გაიგეთ, როგორ...

აირჩიეთ ქანდაკება და
გაიგეთ, როგორ ცვლის
სამყაროს თქვენი არსებობა

აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, როგორს გხე...

აირჩიეთ სარკე

აირჩიეთ ნავი და გაიგეთ საით მიცურავ...

ტესტი ნავები

რა არის თქვენი შინაგანი მოწოდება?

რა არის თქვენი შინაგანი
მოწოდება?

თვითშეფასების კითხვარი

თვითშეფასების კითხვარი

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, რა არის თქვენ...

აირჩიე ხე და გაიგე, რა არის
შენი შინაგანი საყრდენი?

გაიგეთ, რამდენად ქალური ხართ — ფსიქ...

გაიგეთ, რამდენად ქალური
ხართ