ზოდიაქოს ნიშნების ენერგეტიკული რეიტინგი — ვინ გვანგრევს და ვინ გვავსებს
14:16 ხუთ. 8 ოქტომბერი
არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ ზოგ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ „მთების გადადგმა“ შეგიძლიათ, ზოგთან შეხვედრის შედეგ კი განძრევა გეზარებათ? ასტროლოგიაში ამას ენერგიების გაცვლას უწოდებენ. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თქვენს შინაგან მდგომარეობაზე თავისებურად მოქმედებს და ზოგჯერ საქმე ხასიათში კი არა, ადამიანის კოსმოსურ „განწყობაშია“.
ვნახოთ ზოდიაქოს რომელი ნიშნები გვართმევენ ენერგიას და რომლები პირიქით, უხვად გვიზიარებენ თავისას. ყურადღებით წაიკითხეთ — შესაძლოა, საკუთარი თავი ან ახლობლები იცნოთ, ეს კი ჰარმონიული ურთიერთობების აწყობაში დაგეხმარებათ.
გახსოვდეთ, ცოდნა საუკეთესო ფარია. თუ იცით, რას უნდა ელოდოთ ამა თუ იმ ნიშნისგან, შეძლებთ დიალოგი მართოთ და არავის მისცეთ უფლება, თქვენი შინაგანი წონასწორობა დაარღვიოს.
მძიმე ნიშნები
მორიელი
მორიელები ღრმა მორევს ჰგვანან. ისინი ადამიანს ნუსხავენ და იზიდავენ, მაგრამ თუ ძალიან ახლოს მიხვალთ, შეიძლება ფსკერისკენ ჩაგითრიონ.
ეს ადამიანები თქვენს მოთმინებას გამუდმებით გამოცდას უწყობენ. უხერხულ შეკითხვებს სვამენ, ძველ იარებს გიხსნიან და თქვენს რეაქციას აკვირდებიან.
რატომ აკეთებენ ამას?
ბოროტი განზრახვით ნამდვილად არა, უბრალოდ, შინაგან ქარიშხალს ვერ უმკლავდებიან. საშველი მხოლოდ ერთია — ნუ მისცემთ მათ თქვენს სულში შემოსვლის საშუალებას და საუბარი აბსტრაქტულ თემებზე გადაიტანეთ. გახსოვდეთ, მათი ქარიზმა სახიფათოა, მაგრამ თუ უკვე მათ წრეში ხართ, თქვენს ინტერესებს ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცავენ.
კირჩხიბი
კირჩხიბები, ერთი შეხედვით, ძალიან მზრუნველები და ნაზები ჩანან, თუმცა ამ ნიღბის მიღმა ნამდვილი „ვამპირი“ იმალება. ისინი მორიელებივით პირდაპირ თავს არ გესხმიან, უბრალოდ ჩუმად და სევდიანად წუწუნებენ ცხოვრებაზე, სანამ მათ დამშვიდებას არ დაიწყებთ. და აი, თავადაც ვერ ხვდებით, რომ მთელი საათია მათ პრობლემებზე დარდობთ — ისინი შვებას გრძნობენ, თქვენ კი — ძალისგან იცლებით.
ისინი განსაკუთრებით საშიშნი ემპათიური ადამიანებისთვის არიან. თუ შენიშნეთ, რომ კირჩხიბთან შეხვედრის შემდეგ თავი გტკივათ და ტირილი გინდებათ, იცოდეთ, რომ ეს შემთხვევითი არ არის. მათთან ურთიერთობაში საუკეთესო გამოსავალია მოუსმინოთ, მაგრამ მათი ტკივილი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. უბიძგეთ კონკრეტული მოქმედებებისკენ და გრძნობებზე უსასრულო ლაპარაკს ნუ აჰყვებით.
თხის რქა
თხის რქებთან საუბრისას თუ მკაფიო არგუმენტები არ გაქვთ, თავს უხერხულად გრძნობთ. ისინი მუდმივად გათვალიერებენ და გაფასებენ, რაც ძალიან დამღლელია.
ისინი ენერგიას ემოციებით კი არა, შედეგის მუდმივი მოლოდინით გაცლიან. თუ მათ იმედებს ვერ გაამართლებთ, ჩუმად იქნებიან, მაგრამ ამ დუმილით მთელ თავდაჯერებულობას გაცლიან.
გახსოვდეთ, მათი კრიტიკა მათი კარმული ამოცანაა და არა თქვენი პრობლემა. მათ შენიშვნებს მსუბუქად შეხედეთ და ძალებს შეინარჩუნებთ.
ისინი, ვინც სიხარულს გჩუქნიან
ენერგოვამპირების გარდა, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა გვერდითაც ძალების უჩვეულო მოზღვავებას გრძნობთ, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ. ასეთი ნიშნებია:
მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა დიდხანს მოწყენა არ იციან. ისინი სამყაროს დიდ თავგადასავლად აღიქვამენ და მათი გადამდები სიცილი ნებისმიერ ყავაზე უკეთ მოქმედებს. მათთან ურთიერთობისას გჯერათ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, ხოლო წარუმატებლობა უბრალოდ ახალი ხუმრობის მიზეზია. მათი ენერგია ზაფხულის სიოსავით მსუბუქია. მიეცით თავს უფლება, დროდადრო მშვილდოსნებისგან დადებითი ენერგიით „დაიმუხტოთ“ და შეამჩნევთ, როგორ ქრება თქვენი დაღლილობა.
მერწყული
მერწყულები შაბლონურად არ აზროვნებენ, თავიანთ ემოციებს თავზე არ გახვევენ და საინტერესო აზრებს გიზიარებენ. მათთან ურთიერთობის შემდეგ ძველ ნივთებსა თუ მოვლენებს სხვა თვალით უყურებთ და შემოქმედებითი საქმიანობის სურვილი გიჩნდებათ.
მერწყულები სულში არ გიძვრებიან და არ განგსჯიან; ისინი უბრალოდ თავიანთ ხედვას გთავაზობენ. ეს ჩახუთულ ოთახში სუფთა ჰაერის ნაკადს ჰგავს. მერწყულთან ურთიერთობა ინტელექტუალური დეტოქსიკაციაა, რომელიც ნებისმიერ მედიტაციაზე უკეთ დაგმუხტავთ.
ლომი
ლომები უბრალოდ კი არ გმუხტავენ, ანათებენ! მათი თავდაჯერება და სულგრძელობა გადამდებია. მათ ეხერხებათ ქათინაურების თქმა და ჩვეულებრივი დილის დღესასწაულად ქცევა.
რა თქმა უნდა, ლომებს თაყვანისცემა უყვართ, მაგრამ სანაცვლოდ იმდენ ენერგიას გაძლევენ, რომ ეს „გადასახადი“ ასმაგად გიბრუნდებათ. მათ გვერდით თავს მნიშვნელოვნად და ლამაზად ადამიანად გრძნობთ. ისინი თითქოს გახსენებენ —„შენ ყველაფერი შეგიძლია!“ — და ეს მართლაც მუშაობს. მთავარია, მათ შუქში კი არ გაქრეთ, არამედ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ.
***
ახლა, როცა ენერგეტიკული ზემოქმედების ძირითად სახეებს იცნობთ, მათთან ურთიერთობის უნივერსალური წესები ჩამოვაყალიბოთ:
მძიმე ნიშნებთან, რომლებიც ენერგიას გვართმევენ, დისტანცია დაიცავით და უფლებას ნუ მისცემთ, თქვენი საზღვრები დაარღვიონ. თუ თქვენზე ზეწოლას ან წუწუნს დაიწყებენ, საუბარი ნეიტრალურ თემაზე გადაიტანეთ ან შეხვედრა დაასრულეთ. თქვენი სიმშვიდე მათ დრამაზე მნიშვნელოვანია.
ნუ იქცევით პარაზიტად, რომელიც მხოლოდ იღებს და დადებითი ენერგიის მატერებელ ნიშნებს მადლობა გადაუხადეთ. ამ ადამიანებს სითბოთი და მხარდაჭერით უპასუხეთ — ასე ენერგოგაცვლა თანაბარი და ორმხრივად სასიამოვნო იქნება.
ნეიტრალური ნიშნები (კურო, ქალწული, სასწორი, ვერძი, თევზები, ტყუპები) შეიძლება განწყობის მიხედვით შეიცვალონ. დააკვირდით თქვენს მდგომარეობას საუბრის შემდეგ და კონტაქტის სიხშირე ამის მიხედვით მოაწესრიგეთ. სრული უფლება გაქვთ აირჩიოთ, ვისთან გრძნობთ თავს კარგად და ვისთან — არა.
გახსოვდეთ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უნიკალურია. მათგან ზოგი გამძლეობას გვასწავლის, ზოგი — სიხარულს. მიიღეთ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები. საკუთარი ენერგიის მთავარი მცველი თავად ხართ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ვის გაუხსნათ გული და ვის უბრალოდ ზრდილობიანი ღიმილი დაუტოვოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან