თემატური ჰოროსკოპი

გამოთვალეთ თქვენი სულის ასაკი

fun time

13:00 სამ. 20 ივლისი, 2021 წელი

სულის ასაკი

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგიის გამოყენებით შეგვიძლია, განვსაზღვროთ სულის ასაკი და გავარკვიოთ, სულიერი განვითარების რომელ ეტაპზეა ამჟამად ადამიანი და რა არის მისი მიზანი ამ სამყაროში. 

 

სულის ასაკი დაბადების თარიღის მიხედვით გამოითვლება, ამისათვის დაბადების თარიღის ყველა ციფრი უნდა შეკრიბოთ, მაგალითად:

08/05/1984 = 5 + 8 + 1 + 9 + 8 + 4 = 35

ორნიშნა რიცხვის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ, ნახოთ მისი მნიშვნელობა და განსაზღვრეთ საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულება.

სულის განვითარების ნულოვანი დონე: 0-19

ნული სულაც არ ნიშნავს განუვითარებლობას ან დაბალ სტატუსს. ის ზოგადი იერარქიისგან განცალკევებულად დგას და განსაკუთრებულ ადამიანებს აღნიშნავს.

ამ ადამიანებს კარმული დავალებები არ აქვთ და შეუძლიათ, როგორც სურთ, ისე იცხოვრონ!

0 დონეზე ყოფნა შეიძლება ნიშნავდეს ორიდან ერთს:

  1. დაიბადა სრულიად ახალი და სუფთა სული, რომლის მოწოდებას ამ სამყაროში სიახლის მოტანა წარმოადგენს.
  2. ძველ სულს მეორე შანსი მიეცა, რომ ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

სულის განვითარების პირველი დონე: 19-23

ადამიანის სულის განვითარების ყველა დონე ურთიერთკავშირშია ჩაკრებთან.

სულის განვითარების პირველი დონის ჩაკრაა მულადჰარა. მისი მიზანია დაბრკოლებების გადალახვა ბრაზის გარეშე.

აუცილებელია ნეგატიურის მიმართ სიყვარულით განეწყოთ, საკუთარი თავში შიშის დაძლევისა და წინააღმდეგობის ძალა იპოვოთ და დამნაშავეები არ ეძებოთ.

ხშირად ამ დონის ადამიანები საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებენ ცხოვრების ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია ამ შეზღუდვების გადალახვა შეძლოთ.

თუ ადამიანი I დონის ამოცანას არ ასრულებს ან ცუდად ასრულებს, მოსალოდნელია ქრონიკული წარუმატებლობა, ფინანსური წყაროს ჩაკეტვა, საბინაო სირთულეები, მოტყუება და ა.შ. ეს ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ მომხდარის შესახებ ხედვას არ შეიცვლით.

სულის განვითარების მეორე დონე: 24-27

სულის განვითარების მეორე დონეზე პასუხისმგებელია ჩაკრა სვადისტანა.

ამ ადამიანებს გადაჭარბებული მგრძნობელობა აქვთ და საკუთარი ვნებების გაკონტროლება ესაჭიროებათ. მათი ამოცანაა საზოგადოებასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება.

თქვენ უნდა გათავისუფლდეთ დანაშაულის მუდმივი შეგრძნებისგან, ხოლო თქვენი ვნებები ხშირ ინტიმურ ურთიერთობებში კი არა, სოციალური სტატუსის ასამაღლებლად გამოიყენოთ.

თუ ადამიანი არ ასრულებს მე-2 დონის დავალებას, მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი, რამდენიმე ქორწინება, ნათესავების დაკარგვა.

სულის განვითარების მესამე დონე: 28-31

ადამიანის სულის განვითარების მესამე დონეს ჩაკრა მანიპურა მფარველობს. მისი ამოცანა თქვენი ემოციური მდგომარეობის კონტროლია. ეს თუ მოახერხეთ, კარიერული წინსვლა და ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი გექნებათ.

მესამე ჩაკრა გეხმარებათ, თქვათ “არა”, როდესაც არ ეთანხმებით, და “კი” როდესაც ეთანხმებით.

ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე. თუ საკუთარ ცხოვრებას ლოგიკურ ანალიზზე ააგებთ, ფულის გამომუშავების ოსტატობას დაეუფლებით. თუმცა ფულისგან კერპი არ უნდა შექმნათ - უბრალოდ უნდა ისწავლოთ მათი გამომუშავება, რათა გონივრულად დახარჯოთ.

თუ ადამიანი არ ასრულებს მე-3 დონის დავალებას, არ ითვალისწინებს თავისი სულის ასაკს და სწორ გზას არ მიჰყვება, მაშინვე დაიწყება: უსიამოვნო სიტუაციები, წარუმატებლობები, კარიერული დაღმასვლა და ქრონიკული სიღარიბე.

სულის განვითარების მეოთხე დონე: 32-36

ამ დონის მფარველი ჩაკრა არის ანაჰატა. თქვენ უნდა ეცადოთ, გულმოწყალე გახდეთ და მსოფლმხედველობა გაიფართოოთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ საზოგადოება გაგკიცხავთ. ისიამოვნეთ ცხოვრებით, მიიღეთ და გაეცით სიყვარული.

თუ ადამიანი არ ასრულებს მე-4 დონის ამოცანას, მოსალოდნელია დეპრესია და მარტოობა. ასეთი ადამიანი გამუდმებით სხვებს აკრიტიკებს, ადამიანებში ნაკლოვანებებს ეძებს, რითაც ცხოვრებას ირთულებს და ჯანმრთელობის პრობლემებს იქმნის.

სულის განვითარების მეხუთე დონე - 37-40

მეხუთე დონეს ვიშუდდას ჩაკრა უკავშირდება. მისი მიზანია შექმნა - თვითგამოხატვა სამყაროს შეცნობით, ცოდნის სხვებისთვის გადაცემა და ჰარმონიული ურთიერთობა ყველასთან, ვინც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ.

თუ ადამიანი მე-5 დონის დავალებას არ ასრულებს, ეს შეიძლება ასე გამოვლინდეს: დამღუპველი ჩვევები, სუიციდური აზრები, ჰომეოპათიური დაავადებები, მხედველობის ორგანოების დაავადებები.

სულის განვითარების მეექვსე დონე: 41-44

მეხუთე დონეს ჩაკრა აჯანა აკონტროლებს. ის ეხმარება ადამიანს სამყაროს მინიშნებების გაგებაში და მის გზავნილებზე სწორად რეაგირებაში.

აჯნა თავის ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიას აკონტროლებს, რათა ემოციებმა და გონებამ ერთმანეთი არ გადაფარონ, არამედ ერთმანეთი შეავსონ.

თქვენ უნდა შეძლოთ კავშირის პოვნა მიზეზსა და შედეგს შორის. ცხოვრების გზაზე შეხვედრილმა ნებისმიერმა განსაცდელმა მეტი ცოდნა უნდა მოგიტანოთ და სუპერძალა შეგძინოთ.

თუ ადამიანი არ ასრულებს მე -6 დონის ამოცანას, ფინანსური სირთულეები და პატიმრობა ელის.

სულის განვითარების მეშვიდე დონე - 45 - 48

ამ დონეს საჰასარა ანუ „გვირგვინიანი ჩაკრა“ აკონტროლებს. აქ აუცილებელია სამყაროს კანონების ზუსტად გაგება და დაცვა.

თქვენი ამოცანაა მუდმივი თვითგანვითარება, ინფორმირებულობა და წმინდა ცოდნის მიღება.

თუ ადამიანი არ ასრულებს მე–7 დონის დავალებას, უზენაესი ძალების მხარდაჭერას და საკუთარი თავის რწმენას კარგავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწ...

გველის წელი 2025

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?