იცით თუ არა

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვისებები

fun time

18:24 პარ. 3 იანვარი, 2025 წელი

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

14
დაკოპირებულია

დანიურ სამეცნიერო ჟურნალში Scandinavian Journal of Public Health-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხარისხიანად დაკონსერვებული თევზი, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ მარილს და დამატებებს, სასარგებლო თვისებებით და კვებითი ღირებულებით ახალ თევზს არ ჩამოუვარდება, ვინაიდან კონსერვაციის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ყველა სასარგებლო ნივთიერების, მათ შორის ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 80-90%-მდე შენარჩუნება.

კვლევის თანახმად, დაკონსერვებულ თევზს უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის მდიდარია ადვილად მოსანელებელი ცილებით, D და B ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი და თუთია.

თუნდაც დაკონსერვებული თინუსის ღვიძლი რად ღირს, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ძვლების, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ექიმები აღნიშნავენ, რომ დაკონსერვებული თინუსი განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტია სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ორგანიზმი თინუსის ცილას თითქმის მთლიანად (95%-მდე) ითვისებს, რაც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენის იდეალური წყაროა.

მეცნიერები აღნიშნავენ, თევზი დაკონსერვების დროს ინარჩუნებს ფოსფორს, რომელიც ძლიერი კბილებისა და ძვლების შენარჩუნებაში ეხმარება, B ვიტამინს, რომელიც აძლიერებს ნერვულ სისტემას, ომეგა 3-ს , რომელიც ხელს უწყობს "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებას და გულსა და სისხლძარღვებს იცავს.

დანიელი მეცნიერები გვთავაზობენ, დაკონსერვებული თევზის მიმართ დამოკიდებულება შევცვალოთ, რადგან ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ აიკრძალა თევზის ქონი საბჭოთა კავშირში?

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვნიანი

სასარგებლოა თუ არა ღორის ხორცი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე