იცით თუ არა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთან ახლოს და რატომ?

fun time

18:40 კვი. 17 აგვისტო, 2025 წელი

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

14
დაკოპირებულია

ეზოსთვის მცენარეების შერჩევა არა მხოლოდ გემოვნებისა და ესთეტიკის, არამედ საინჟინრო უსაფრთხოებისა და საძირკვლის გამძლეობის საკითხიცაა. საქმე ის არის, რომ ზოგი ხე გამორჩეული დეკორატიული თვისებების მიუხედავად, შენობასა და მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად აზიანებს.

ფესვთა სისტემა საძირკვლის წინააღმდეგ - დამალული საფრთხე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ზოგი სახეობის ხის საცხოვრებელ სახლებთან დარგვას არ გვირჩევენ, აგრესიული ფესვთა სისტემაა. მაგალითად, ალვის ხე, ვერხვი, ნეკერჩხალი და არყი ძლიერი და სწრაფად მზარდი ფესვებით გამოირჩევიან, რაც შენობის საძირკველს ადვილად აზიანებს. შედეგად შეიძლება მოხდეს საძირკვლის დეფორმაცია, ბზარების გაჩენა, ჰიდროიზოლაციის დარღვევა და ნიადაგის „დაჯდომა“.
ასეთი ხეების დარგვა განსაკუთრებით სახიფათოა ძველი სახლებისა და ზედაპირული საძირკვლის მქონე ნაგებობების გვერდით.

ფოთოლცვენა, მტვერი და ფისი - რა იყრება სახლის სახურავზე

ხე, რომელსაც ფოთლები ინტენსიურად ცვივა, დიდი რაოდენობით მტვერს ან ფისს გამოყოფს, რაც სახურავის სისუფთავისა და წყალგამტარი სისტემების მოხმარების თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. მაგალითად, ცაცხვი ზაფხულში წებოვან ნივთიერებას გამოყოფს, ხოლო არყის ხესა და ჭადარს ბუსუსები ცვივა, რომელიც ვენტილაციის და წყლის არხებს აბინძურებს. მათი ხშირი წმენდა კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

ტოტების მტვრევა და უსაფრთხოების რისკი

ისეთი სახეობის ხეებს, როგორიცაა ვერხვი, ტყემალი, არყის ხე და ბებერი ნეკერჩხალი, ძლიერი ქარის, თოვლის ან ყინვის დროს ტოტები ადვილად ტყდება. ასეთი ხეების დარგვა სახლის გვერდით სახლის სახურავისა და ავტომობილების, ასევე ადამიანების დაშავების რისკს ზრდის. გახსოვდეთ, როცა საქმე შენობის მიმდებარე ტერიტორიას და ხეებს ეხება, უსაფრთხოება მთავარი კრიტერიუმია.

ალელოპათია

ზოგი მცენარე ნიადაგში გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც სხვა სახეობების ზრდას აფერხებენ. ამ მოვლენას ალელოპათია ჰქვია. ალელოპათიის კარგი მაგალითია შავი კაკალი, რომელიც არა მხოლოდ ბალახოვანი მცენარეების, არამედ სხვა ხეების ზრდასაც აფერხებს. თუ ასეთ ხეს სახლის გვერდით დარგავთ, შეიძლება მის ჩრდილში ვერც ბალახმა და ვერც დეკორატიულმა ბუჩქმა გაიხაროს.

დასკვნა

ასე რომ, სანამ სახლის გვერდით ხეს დარგავთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი დეკორატიული თვისებები, არამედ შესაძლო შედეგებიც გაითვალისწინოთ.

***

რატომ ფუთავენ ამერიკელები გიგანტურ ხეებს ალუმინის ფოლგაში?

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია