იცით თუ არა

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

fun time

16:17

ჟირაფის მახასიათებლები

14
დაკოპირებულია

 დიახ, ჟირაფი მართლაც ყველაზე მაღალი ცხოველია დედამიწაზე. ზრდასრული ჟირაფის სიმაღლე 5-დან 6 მეტრამდეა, სხეულის წონა კი 550-დან 1800 კილოგრამამდე შეადგენს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი არის ფორესტი, რომლის სიმაღლე 5.7 მეტრია. მაინც რაში სჭირდება ჟირაფს ასეთი სიმაღლე?

კლასიკური პასუხია — ასე საჭმლის მოპოვება უფრო ადვილია, რადგან განსაკუთრებული ზომების წყალობით, ჟირაფებს შეუძლიათ იმ ფოთლებს მისწვდნენ, რომლებსაც დედამიწის ვერცერთი სხვა ბალახისმჭამელი ვერ მისწვდება. თითქოს დამაჯერებელია, თუმცა, ამ პასუხს ერთი მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი აქვს — იმისათვის, რომ სხვა ბალახისმჭამელებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვო, საკმარისია აფრიკულ სპილოზე (რომლის სიმაღლეც დაახლოებით 3 მეტრია) ოდნავ მაღალი იყო და არა ორჯერ მაღალი! მით უმეტეს, რომ გრძელი კისრის გამო ჟირაფის ცხოვრება შეზღუდვებითა და საფრთხეებით სავსეა.

დავიწყოთ იმით, რომ ჟირაფებმა ცურვა არ იციან. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ძუძუმწოვრების აბსოლუტურ უმრავლესობას, ფრინველებსა და ღამურებსაც კი, ცურვა შეუძლია.

დღეისათვის ცნობილია ხერხემლიანთა 3 სახეობა, რომელსაც ცურვა დაბადებიდანვე არ შეუძლია: ადამიანი, შიმპანზე და ჟირაფი. ამასთან, თუ პირველ ორს ცურვის სწავლის შანსი აქვს, ჟირაფს ვერანაირი წვრთნა ვერ უშველის - სხეულის წინა ნაწილი, დიდი მკერდითა და მაღალი კისრით, აუცილებლად გადაწონის, რის გამოც დაიხრჩობა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ მეხი უმაღლეს წერტილს ეცემა. ჟირაფი კი არა მარტო ცხოველებზე, ბევრ ხეზე მაღალიცაა, ამიტომ, ჭექა-ქუხილის დროს ღია სავანაში აღმოჩენილ ჟირაფს მეხი ხშირად ეცემა.

სირთულეები ახლავს ჟირაფების გამრავლებასაც. მშობიარობისას ახალშობილი ჟირაფი მიწაზე ორი მეტრის სიმაღლიდან ვარდება. 50 კილოგრამიანი ახალშობილისთვის ასეთმა დაცემამ შეიძლება მოტეხილობები ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს...
მაგრამ ჟირაფების ყველაზე დიდი პრობლემა მაინც წყლის დალევაა. ცხოველი წყლის დასალევად თავის მოხრას და სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებას ძლიერი გულის, სარქველებისა და სისხლძარღვთა ქსელის დახმარებით ახერხებს.

გარდა ამისა, ჟირაფებს თითქმის არ სძინავთ. სიამოვნებით დაიძინებდნენ, მაგრამ ასეთი აგებულებით დაწოლასა და წამოდგომას ძალიან დიდი დრო სჭირდება. იმ მდგომარეობაში კი, რომელშიც ჟირაფებს ძილი უწევთ, მტაცებლებისთვის იოლი საკბილოები ხდებიან.

სრულიად აშკარაა, რომ ყველა ეს პრობლემა იმად არ ღირს, რომ ხის კენწეროზე ყველაზე წვნიან ფოთლებს მისწვდე. აქ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი იმალება და ჩვენ ამის შესახებ ორი თეორია გვაქვს:

1) უზომოდ გრძელი კისრის გაჩენის პირველი სავარაუდო მიზეზი სახეობისშიგა კონკურენციაა — სხვა ჟირაფებზე მაღალი ჟირაფი მიირთმევს ფოთლებს, რომლებსაც სხვები ვერ სწვდებიან. შესაბამისად, უკეთ იკვებება, უფრო ჯანსაღი იზრდება და უფრო მრავალრიცხოვან და ტანმაღალ შთამომავლობას ტოვებს.

2) მეორე თეორია ჟირაფების საქორწინო თამაშებს უკავშირდება. ამ ლაქებიან გოლიათებში გავრცელებულია მდედრების გამო ჩხუბი, შეტაკებებში კი მთავარი იარაღი თავია. კარგად თუ მოიქნევ და სწორად დაარტყამ, მოწინააღმდეგე ნოკაუტში ჩავარდება, ასეთი საბრძოლო ტექნიკისას კი გრძელი კისერი დიდი უპირატესობაა, რადგან ცენტრისკენული დაჩქარების წყალობით დარტყმა უფრო მტკივნეულია. მამალი ჟირაფერის შერკინებებში ყოველთვის უფრო გრძელკისრიანები იმარჯვებდნენ და შესაბამისად, უფრო გრძელკისრიან შთამომავლობასაც ტოვებდნენ.

აქვე, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჟირაფების ცხოვრებიდან:

ენის საიდუმლო: სიგრძე და ფერი

ჟირაფს აქვს უზარმაზარი, დაახლოებით 45–50 სანტიმეტრი სიგრძის ენა. ამასთან, მისი ენა მუქი იისფერი ან შავია. ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ჟირაფი მთელ დღეს აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშ, ხის კენწეროებზე ფოთლების გლეჯაში ატარებს, მუქი პიგმენტი (მელანინი) ენას მზის დამწვრობისგან იცავს.

გულის წარმოუდგენელი წნევა

იმისათვის, რომ სისხლმა 2 მეტრის სიმაღლეზე იმოძრაოს და ტვინამდე მიაღწიოს, ჟირაფს უზარმაზარი გული აქვს — ის დაახლოებით 11 კილოგრამს იწონის! მისი არტერიული წნევა ადამიანისაზე ორჯერ მაღალია. ასეთმა მაღალმა წნევამ ფეხებში სისხლძარღვები რომ არ დაუხეთქოს, ჟირაფის ფეხების კანი იმდენად სქელია, რომ ბუნებრივი „კომპრესიული წინდის“ როლს ასრულებს.

თითოეული ჟირაფის ლაქები უნიკალურია

როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ორი ერთნაირი ლაქების მქონე ჟირაფი ბუნებაში არ არსებობს. გარდა ამისა, ეს ლაქები მხოლოდ შენიღბვას არ ემსახურება — თითოეული ლაქის ქვეშ მსხვილი სისხლძარღვები გადის, რომლებიც ორგანიზმს გაგრილებაში ეხმარება.

კისრის მალების რაოდენობა

მიუხედავად იმისა, რომ ჟირაფის კისერი უზარმაზარია, მას ზუსტად 7 კისრის მალა აქვს — ზუსტად იმდენივე, რამდენიც ადამიანს, თაგვს ან ნებისმიერ სხვა ძუძუმწოვარს! უბრალოდ, ჟირაფის თითოეული მალა ძალიან გრძელია (25 სმ-მდე).

ჩუმიგოლიათები

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ჟირაფებს ხმა საერთოდ არ ჰქონდათ. სინამდვილეში, ისინი ურთიერთობენ, თუმცა ძირითადად ინფრაბგერებით (ძალიან დაბალი სიხშირის ბგერები), რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ღამით კი ხანდახან დაბალ ხმაზე „ღიღინებენ“ ან ხვრინავენ.

უცნაურირქები

ჟირაფის თავზე არსებულ პატარა რქებს სამეცნიერო ენაზე ოსიკონები (Ossicones) ჰქვია. ისინი ძვლისგან შედგება და კანითა და ბეწვითაა დაფარული. ახალშობილ ჟირაფებს ეს რქები სხეულზე მიკრული აქვთ, რომ მშობიარობა არ გაართულონ და დაბადებიდან რამდენიმე დღეში უსწორდებათ.

***

ყველაზე ზარმაცი ცხოველები და მათი სიზარმაცის მიზეზები

მართლაც წინასწარ გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრას?

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენებენ ასე ცხოველის სიკვდილს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?