იცით თუ არა

ყველაზე ზარმაცი ცხოველები და მათი სიზარმაცის მიზეზები

fun time

14:00 ორშ. 11 სექტემბერი, 2023 წელი

ლომი

14
დაკოპირებულია

თუ ადამიანებს შეგვიძლია, ნებისყოფა მოვიკრიფოთ და სიზარმაცე დავძლიოთ, ცხოველებს ამის გაკეთება უჭირთ. მით უმეტეს, რომ სიზარმაცე ზოგი მათგანის ბუნებაშია ჩადებული. ნახეთ ყველაზე ზარმაცი ცხოველების რეიტინგი:

ზარმაცა

ზარმაცა იმდენად საყვარელი ცხოველია, რომ მისი ყურება საათობით არ მოგბეზრდებათ.

ზარმაცას საკვების რაციონი მხოლოდ გარკვეული სახეობის ფოთლებისგან შედგება, ამიტომ ის საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს ვერ იღებს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ზარმაცა ზანტად მოძრაობს და ენერგიას ზოგავს.

ზარმაცა მთელ ცხოვრებას ხეებზე ატარებს და მიწაზე მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოდის.

ცხოველთა მეფე

ლომები ჩვეულებრივი კატები არიან, მხოლოდ დიდი ზომის.

შესაბამისად, შინაური კატების მსგავსად, დღე-ღამეში 18-20 საათის განმავლობაში სძინავთ.

პანდა

პანდებმა სიზარმაცის ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. მათ 12 საათის განმავლობაში სძინავთ, შემდეგ 3 საათი ბამბუკს ჭამენ და ისევ იძინებენ.

საქმე ისაა, რომ კილოობით ბამბუკის ღეჭვას და მონელებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ძალების აღდგენა კი ხანგრძლივ ძილს მოითხოვს.

მირიკინა

ამ პატარა მაიმუნს ამერიკიდან, მირიკინა ჰქვია. ის ღამით აქტიურდება, ამიტომ ძალიან დიდი, ბუს მსგავსი თვალები აქვს.

მირიკინა მაღალი ხეების ფუღუროში ცხოვრობს და თხილეულს, მწერებს და ჩიტის კვერცხებს მიირთმევს. ცხოველი ჭამის შემდეგ იძინებს და თითქმის 17 საათი სძინავს.

ჰიპოპოტამი

ჰიპოპოტამი (ბეჰემოთი) სიდიდითა და მასით მესამეა ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის.

ჰიპოპოტამის წონა 3 ტონამდე, ხოლო სიგრძე 4,5 მეტრამდე აღწევს.

ჰიპოპოტამს შეუძლია ნახევარი დღე ერთ ადგილზე წოლასა და ჭამაში გაატაროს, შემდეგ კი 20 საათის განმავლობაში იძინოს.

კოალა

კოალა ერთადერთი ცხოველია პლანეტაზე, რომელსაც მტაცებლისგან თავის დაცვა არ შეუძლია. როცა მას რამე სტკივა, ის ტირილის გარდა, არაფერს აკეთებს. ტირის იქამდე, სანამ იარებს არ მოიშუშებს ან არ მოკვდება.

ბოჭკოებით მდიდარი ევკალიპტის მონელება დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ კოალებს დღეში 18-22 საათი სძინავთ.

ლურჯენიანი სცინკი

ლურჯენიანი სცინკი დიდი ზომის ხვლიკია. ის ავსტრალია - ახალ გვინეაში ბინადრობს. სცინკი იმდენად ზარმაცია, რომ ნადირობა ეზარება და პირდაღებული ელის, რომ რომელიმე პატარა, ცნობისმოყვარე ჩიტი მისი ლურჯი ენით დაინტერესდება და სადილს მიართმევს.

საჭმლის მსგავსად, სცინკს წყლის დასალევად წყაროს ძებნაც ეზარება და წვიმას პირდაღებული ელის. მკვლევრებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ სცინკები ცხოვრების ასეთი წესის გამო გადაშენდნენ, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ მათ ბუნაგიდან გამოსვლაც კი ეზარებოდათ.

ხვლიკის ერთადერთი აქტივობა შესაჯვარელი შეჯიბრებაა - მამალი სცინკები ენაგადმოგდებულები სხედან და ელიან, სანამ ქალბატონი გამარჯებულს ამოარჩევს.

ესეც დაგაინტერესებთ:

მართლაც წინასწარ გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრას?

🎥 მძღოლებმა მოძრაობა დაუთმეს ზარმაცას, რომელსაც შვილი გზაზე „სწრაფად“ გადაჰყავდა

რატომ არ შეიძლება ცხოველისთვის ადამიანის სახელის დარქმევა?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდო...

მაჰარაჯა, როლს-როისი

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ -...

მელოტი კაცი

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარი...

ზღვა ესპანეთში

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კ...

ვის კბენს კოღო?

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ