იცით თუ არა

რატომ არ შეიძლება ცხოველისთვის ადამიანის სახელის დარქმევა?

fun time

16:00 ხუთ. 9 სექტემბერი, 2021 წელი

სახელები ცხოველებისთვის

14
დაკოპირებულია

ამას ბევრი, ალბათ, ცრურწმენად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ცხოველისთვის ნებისმიერი სახელის დარქმევა შეიძლება, თუმცა მათ პოზიციას ოპონენტებიც ჰყავს. ვნახოთ, როგორია მათი არგუმენტები..

დავიწყოთ იმით, რომ ქრისტიანული ეკლესია ცხოველების „გაადამიანურების“ მცდელობას კრძალავს. წმინდა წერილების თანახმად, არ შეიძლება ცხოველისთვის წმინდანის სახელის დარქმევა, რადგან შეიძლება ამით მფარველი ანგელოზი გაანაწყენოთ და მისი კეთილგანწყობა დაკარგოთ.

დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ცხოველები, რომლებსაც ადამიანების სახელებს არქმევენ, აგრესიულები და აპათიურები არიან, ხშირად ავადმყოფობენ და მალე კვდებიან.

ადამიანის სახელს დიდი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. მისი ჟღერადობა, გარკვეულწილად, ადამიანის ხასიათს აყალიბებს. შემთხვევითი არაა, რომ არსებობს უამრავი ლიტერატურა სახელების წარმოშობისა და მნიშვნელობის შესახებ.

რა თქმა უნდა, ცხოველებსაც აქვთ თავიანთი სახელები, უფრო სწორად, მეტსახელები, თუმცა ადამიანის სახელს გაცილებით დიდი ძალა აქვს. ცხოველებს რთული ჟღერადობის სახელები არ მოსწონთ, რთულად იმახსოვრებენ და ამ სახელით თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

შეიძლება, ცხოველისთვის ადამიანის სახელის დარქმევა საბედისწერო გახდეს.

მაგალითად: ერთ-ერთ ოჯახში ფუმფულა კატა - სახელად რიტა ცხოვრობდა. რთული და აგრესიული ხასიათის მიუხედავად, კატა ყველას უყვარდა. ერთხელაც, ამ ოჯახის ვაჟიშვილმა წევრმა ცოლი მოიყვანა და ბედად, გოგონასაც რიტა ერქვა. ბიჭის მშობლებმა რძლის მოყვანის პირველივე დღეს ოჯახში ორი ერთნაირი სახელის მქონე წევრის ყოფნის გამო დისკომფორტი იგრძნეს. ჩანდა, რომ რძალსაც არ სიამოვნებდა, როცა ფისოს მისი სახელით მიმართავდნენ.

ეს საკმაოდ უხერხული სიტუაცია იმით დასრულდა, რომ რძალი ოჯახიდან წავიდა, ფისოს ცხოვრება კი იმაზე რთული გახდა, ვიდრე მანამდე იყო.

ასე რომ, ოთხფეხა მეგობრებს მათთვის განკუთვნილი სახელები უნდა დაარქვათ. ასე მათთვისაც და პატრონებისთვისაც გაცილებით უკეთესია.

🔰:

რომელი ჯიშის ძაღლის შეძენა ჯობს ბავშვისთვის?

მონოგამია ცხოველებში - ვის ჰყავს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მეწყვილე?

რატომ ვერ აგნებენ დაკარგული ძაღლები სახლს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე