საკნატუნო ამბები

მონოგამია ცხოველებში - სიცოცხლეში მხოლოდ ერთი მეწყვილე

fun time

19:00 ორშ. 14 ივნისი, 2021 წელი

მონოგამია ცხოველებში

14
დაკოპირებულია

ადამიანი არ არის ერთადერთი მონოგამი არსება. ცხოველებს შორისაც არსებობენ ნამდვილი რომანტიკოსები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე თავიანთი მეორე ნახევრების ერთგულები რჩებიან.

აი, რამდენიმე ცხოველი, რომელთაგანაც თავისუფლად შეგიძლიათ, ერთგულება ისწავლოთ.

პინგვინები - ეს ფრინველები ანტარქტიდის მკაცრ პირობებშიც ინარჩუნებენ სითბოს თავიანთ გულებში. ოჯახურ წყვილებს რომ შექმნიან, მრავალი წლის განმავლობაში არ შორდებიან ერთმანეთს. დედა და მამა რიგრიგობით უვლიან და კვებავენ თავიანთ პატარებს.



თეთრი გედები - გედები ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. გედების ოჯახური ცხოვრება მშვენიერი თვისებებით ხასიათდება: მეგობრობა, მზრუნველობა და თანაგრძნობა.



არწივები - სიმამაცის, სიძლიერისა და ერთგულების სიმბოლოები.



გიბონები - გარდა იმისა, რომ მათი ურთიერთობა საოცარი სიმტკიცით გამოირჩევა, აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილი თანაბარი უფლებებით სარგებლობს.

ალბატროსები - მათი მტკიცე ურთიერთობის საწინდარი ქმრის ხანგრძლივი მივლინებები და მეუღლის სულელური, თუმცა მოსიყვარულე სარიტუალო ცეკვებია.



მგლები - მათი დაშორება მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია.



თახვები - ოჯახის მთავარი დედა თახვია, ასე რომ, ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობების საწინდარი თახვების ოჯახში - ქალური სიბრძნეა.



გვრიტები - ისინი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცნენ. სწორედ მათ შთააგონეს შექსპირს ლექსის „ფენიქსი და მტრედი“ დაწერა.



ბუკნაჭოები - მამალი ბუ თითქმის ერთი წლის განმავლობაში თავს აწონებს თავის რჩეულს. შემდეგ აშენებს სახლს და ეპატიჟება მას, რათა ამ სახლის დიასახლისი გახდეს. თუ დედალი დასთანხმდა და წყვილს ბარტყები შეეძინა, მამალი მთლიანად თავის თავზე იღებს ოჯახის უზრუნველყოფას.



მელიები - თუ დედალი მელია დაიღუპება, მამალი თავის ცხოვრებას მარტოობაში ატარებს და ახალ მეწყვილეს არ ეძებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?