საკნატუნო ამბები

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარეგნობას? — საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ

fun time

18:33 ხუთ. 29 ოქტომბერი

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

14
დაკოპირებულია

ადამიანის სხეული გასაოცარი და უცნაური თვისებებით სავსეა. მაგალითად, ადამიანის ტვინი იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ პატარა ნათურის ანთება შეუძლია, მენჯის ძვლები ბეტონზე მაგარია, ხოლო თითის ანაბეჭდების მსგავსად, ყველას ენის უნიკალური ზედაპირი აქვს. მეცნიერების დიდი მიღწევების მიუხედავად, დღემდე უცნობია როგორ მუშაობს ადამიანის ცნობიერება ან მეხსიერება როგორ იმართება.

ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ადამიანის შესახებ, რომელიც ბევრისთვის უცნობია.

ადამიანები, რომლებსაც ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვთ, სხვების გაბრაზებით სიამოვნებას იღებენ.

ადამიანები სხვების დამცირებას მაშინ ცდილობენ, როცა საკუთარ თავში დარწმუნებულნი არ არიან.

ერთ ადამიანს მეორეს დამცირება თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება.

ბევრი ადამიანი „წესიერად“ იქცევა, როცა მორალური გადაწყვეტილების მიღება სხვების თვალწინ უწევს. დახმარების, შემოწირულების ან ხელმოწერების შეგროვების პირდაპირ თხოვნაზე უარს ბევრად იშვიათად ამბობენ.

ადამიანები უკეთ იქცევიან, როცა მათ აკვირდებიან. წარმოიდგინეთ, რომ დაკვირვების ილუზიაც კი მუშაობს — თვითმომსახურების სასადილოში თვალის ფოტოს დაკიდებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საკუთარი ჭურჭელი უფრო მეტ ადამიანს აელაგებინა.

ადამიანის ქცევა მათ მორალზეც მოქმედებს. ადამიანები, რომლებმაც იცრუეს ან სხვა ამორალური საქციელი ჩაიდინეს, ამის შემდეგ სხვანაირად აფასებენ იმას, თუ რა არის კარგი და რა ცუდი.

მიმზიდველმა და სანდო გარეგნობამ შესაძლოა ადვილად მოგვატყუოს. ადამიანები უფრო მეტად გარეგნობას ენდობიან, ვიდრე გულწრფელობას.

გარეგნობა არჩევნებსა და პოლიტიკოსების არჩევაშიც უდიდეს როლს ასრულებს. ქვეცნობიერად, ამომრჩევლებს პოლიტიკოსის შესახებ დასკვნას მისი სახის ნაკვთებისა და მიმზიდველობის მიხედვით აკეთებენ.

უფრო წარმატებულებსა და მდიდრებს უფრო ჭკვიანებად და ბრძნებად მიიჩნევენ და პირიქით.

აუცილებლად მისაღები გადაწყვეტილება რაც უფრო რთულია, მით უფრო ცდილობენ ადამიანები, რომ ყველაფერი ძველებურად დატოვონ. თუ მაღაზიაში ძალიან დიდი არჩევანია და მყიდველს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ის მაღაზიიდან ხელცარიელი მიდის.

როცა ადამიანები გრძნობენ, რომ მიმდინარე მოვლენებს ვერ აკონტროლებენ, ისინი ცდილობენ არარსებული კანონზომიერებების დანახვას და შეთქმულების თეორიების სჯერათ.

ყველა რისკი ერთნაირად არ აღიქმება. ერთსა და იმავე ადამიანს შეუძლია პარაშუტით უშიშრად გადმოხტეს, მაგრამ უფროსისთვის შეპასუხების ეშინოდეს, ვეფხვებს წვრთნიდეს, მაგრამ ლამაზი ქალის გაცნობას ერიდებოდეს.

***

შენც, ბრუტუს? - მონარქების, პოლიტიკოსების და ხელოვანების უკანასკნელი სიტყვები

რატომ ცოცხლობენ პოლიტიკოსები საკუთარ ამომრჩევლებზე მეტხანს? - ახალი კვლევა

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორისტული პროექტი, რომელიც 90-იანებში სერიოზულ პოლიტიკურ ძალად იქცა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები