საკნატუნო ამბები

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხოელებს აკვირვებს

fun time

14:05

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

14
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ცნობილია თავისი უნიკალური ტრადიციებითა და უცნაური კანონებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ადგილობრივი ყოფის ზოგი თავისებურება იმდენად უჩვეულოა, რომ გამოცდილ მოგზაურსაც კი აოცებს.

ჩვენ გიამბობთ ბრიტანული ცხოვრების 15 გამორჩეულ წესზე, რომელიც უცხოელისთვის თითქმის კომიკურად ჩანს, თუმცა ინგლისელებისთვის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩვევებია.

რიგი

ბრიტანეთში ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავისებურებად რიგებისადმი დამოკიდებულება ითვლება. ბრიტანელებისთვის რიგის წესების დაცვა თითქმის წმინდა რიტუალია. მაშინაც კი, თუ ავტობუსის გაჩერებაზე ნიშანი არ არის, ისინი ავტომატურად მწკრივდებიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე რიგგარეშე ძვრება. მაღაზიაში, გაჩერებაზე, პაბში თუ სადგურზე ხალხი საკუთარ რიგს მოთმინებით ელოდება.

წერილი მეფეს

ბრიტანეთის მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, პირადი თუ ოფიციალური წერილით მიმართონ ბრიტანეთის მონარქს, მეფე ჩარლზ III-ს. ბუკინგემის სასახლეში სპეციალური კორესპონდენციის განყოფილება ყოველდღიურად ათასობით წერილს ამუშავებს, რომლებიც მოიცავს მილოცვებს, სამძიმარს, პირადი ისტორიების გაზიარებას თუ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ მონარქი თითოეულ ავტორს პირადად უპასუხებს, თუმცა წერილების დიდ ნაწილს სასახლიდან ოფიციალური პასუხები მოსდის. მრავალსაუკუნოვანი მონარქიული ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის ასეთი გახსნილობა საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება და უცხოელებს აკვირვებს.

ფეხით მოსიარულეები ხშირად გზაზე იქ გადადიან, სადაც მოსახერხებელია

ბევრი უცხოელისთვის გასაკვირია, რომ დიდ ბრიტანეთში არ არსებობს „ჯეიუოკინგი“ (Jaywalking) — ქვეითად მოსიარულის მიერ ქუჩის ან გზის სავალი ნაწილის არასწორად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაკვეთა. ამ ქვეყანაში თუ ადამიანი გზას გადასასვლელზე არ გადადის, ეს დარღვევად არ ითვლება, სანამ უსაფრთხოდ მოქმედებს.

მითითება ასფალტზე

მარცხმხრივი მოძრაობის გამო ბევრ გადასასვლელთან შეგიძლიათ შეამჩნიოთ წარწერები: Look Left (მარცხნივ გაიხედე), Look Right (მარცხნივ გაიხედე) ან Look Both Ways (ორივე მხარეს გაიხედე). წარწერები პირველ რიგში იმ ტურისტებისთვის გაჩნდა, რომლებიც არასწორი მიმართულებით იყურებიან.

მადლობა ავტობუსის მძღოლს

ბევრ ქალაქში მგზავრები ავტობუსიდან გამოსვლისას მძღოლს ეუბნებიან: Thank you (მადლობა) ან Cheers (გამარჯობა/მადლობა). ადგილობრივებისთვის ეს იმდენად ბუნებრივია, რომ მადლობის ართქმა შეიძლება უზრდელობად მოეჩვენოთ.

საუბრის თემა

თუ ორ ბრიტანელს სასაუბრო თემა არ აქვს, საუბარი უთუოდ ამინდით დაიწყება. ამინდის ხშირი ცვლის გამო ეს თემა აქტუალობას არასდროს კარგავს.

ზამთარში შორტებით

ინგლისის უდიდეს ნაწილში ზამთარი არც ისე მკაცრია, ამიტომ +5 °C ტემპერატურის დროსაც კი შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს შორტებსა და მაისურებში.

ონკანები

ის, რაც უცხოელებს განსაკუთრებით აკვირვებთ, ისაა, რომ ბევრ ძველ სახლში ცივი და ცხელი წყალი სხვადასხვა ონკანიდან მოდის, თუმცა თანდათან ასეთი სისტემები თანამედროვე შემრევი ონკანებით იცვლება.

ხალიჩა

ბევრ ბრიტანულ სახლში ხალიჩის საფარი დღემდე პოპულარულია. ის ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას და ამცირებს ხმაურის დონეს, თუმცა ახალგაზრდებისთვის ასეთი დიზაინი მოძველებულად გამოიყურება.

კვირის განრიგი

კვირაობით ბრიტანეთში დიდი ქსელური მაღაზიებიც კი სხვა დღეებთან შედარებით ადრე იხურება. უცხოელებისთვის ეს ხშირად მოულოდნელობაა, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში ცხოვრების შემდეგ, სადაც ვაჭრობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

რძე სახლის კართან

დიდ ბრიტანეთში რძის კარზე მიტანის ტრადიციული სერვისი, რომელსაც Milk Round (ან Milkman Delivery) ეწოდება, კვლავ ძალიან პოპულარულია. თანამედროვე ბრიტანეთში ძველი ტრადიცია ციფრულ ეპოქას მოერგო — შეკვეთები აპლიკაციებით ან ვებგვერდებით იმართება, თუმცა რძე კართან ისევ დილით (ხშირად დილის 7-8 საათამდე) ჩნდება.

ჩაი ეროვნული კულტურის ნაწილია

მიუხედავად იმისა, რომ ყავა სულ უფრო პოპულარული ხდება, ბრიტანეთის კულტურაში ჩაი კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.ბრიტანელები მსოფლიოში ჩაის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან და მათთვის ეს სასმელი უბრალოდ პროდუქტი კი არა, მთელი სოციალური რიტუალია.

პირადი სივრცისადმი დამოკიდებულება

ბრიტანელები უცნობებთან უმიზეზოდ საუბარს იშვიათად იწყებენ და ცდილობენ, გარშემო მყოფთა პირადი საზღვრები არ დაარღვიონ. ამავდროულად, თავაზიანობა და დახმარების სურვიილი მაღალ დონეზე რჩება.

აკადემიური პატიოსნება

ბრიტანულ უნივერსიტეტებში გადაწერას, ნაშრომების ყიდვას ან აკრძალული მასალების გამოყენებას შესაძლოა მკაცრი დისციპლინური სახდელები მოჰყვეს, გარიცხვის ჩათვლით. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის აკადემიური კეთილსინდისიერების სისტემა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად ითვლება

„სინათლის უფლება“

ბრიტანეთში უძრავი ქონების მფლობელს შეუძლია გააპროტესტოს მშენებლობა, თუ ახალი ნაგებობა ბუნებრივი სინათლის წვდომას უზღუდავს. ბრიტანული სამართლის ეს თავისებურება თითქმის ორი საუკუნეა არსებობს და დღემდე აქტუალურია.

***

სპეცკაფსულა ჩერჩილისთვის - როგორ იცავდნენ ბრიტანელები პრემიერის სიცოცხლეს?

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმა სმოგმა“ ბრიტანეთი

რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus