საკნატუნო ამბები

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზე ძაღლებს?

fun time

17:00 ორშ. 19 ოქტომბერი

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

14
დაკოპირებულია

მალდივის კუნძულები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება, სადაც კამკამა ოკეანის წყალი და პირველყოფილი ბუნება თავს რეალობად ქცეულ ზღაპარში გაგრძნობინებთ. ამ საოცარ ადგილს, რომელსაც ბევრი მიწიერ სამოთხეს უწოდებს, ერთი უცნაურობა ახასიათებს —  მალდივის კუნძულებზე ძაღლებს ვერსად შეხვდებით. უფრო მეტიც, თუ კუნძულზე ოთხფეხა მეგობართან ერთად დასვენება გადაწყვიტეთ, ქვეყანაში არ შეგიშვებენ.  რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება? მოდი, ერთად გავარკვიოთ.

რელიგიურ-კულტურული მიზეზები

მალდივებზე ძაღლების არყოფნის ძირითადი მიზეზი ქვეყნის მთავარ რელიგიას — ისლამს და მის ტრადიციებს უკავშირდება. ისლამურ კულტურაში ძაღლები უწმინდურ ცხოველებად მიიჩნევა და მათი სახლში ყოლა არასასურველია.

მალდივის კუნძულებზე კულტურისა და სარწმუნოების ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რომ შინაურ ცხოველებად ძაღლების ყოლის ტრადიცია უბრალოდ არ განვითარდა ისე, როგორც ეს კატების ან სხვა ცხოველების შემთხვევაშია.

გეოგრაფიული იზოლაცია და ბუნებრივი გარემოს არარსებობა

მალდივები ინდოეთის ოკეანეში მდებარე ასობით პატარა მარჯნის კუნძულისგან შედგება. ასეთ პირობებში ძაღლი და სხვა მრავალი სახმელეთო ძუძუმწოვარი მკვიდრი ფაუნის წარმომადგენელი ვერ იქნება. კუნძულები კონტინენტისგან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ სამხრეთ აზიიდან ჩასულმა პირველმა მცხოვრებლებმა მხოლოდ ის ცხოველები წაიყვანეს, რომლებიც ყოველდღიური ყოფისთვის ესაჭიროებოდათ: ჩლიქოსნები, ფრინველები და მღრღნელების დასაჭერად საჭირო კატები.

საკანონმდებლო აკრძალვა

კულტურული ტრადიციების გასამყარებლად, მალდივების მთავრობამ ძაღლების შემოყვანისა და ყოლის ოფიციალური აკრძალვა დააწესა. დღეს ქვეყანაში ძაღლების იმპორტი სრულად აკრძალულია, თუნდაც ტურისტებისთვის და ეს წესი საემიგრაციო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული. გამონაკლისი მხოლოდ სასამსახურო (პოლიციის ან საბაჟოს) ძაღლებისთვის კეთდება, რომლებიც სპეციალური დავალებების შესასრულებლად გამოიყენება.

პრაქტიკული და ეკოლოგიური მოსაზრებები

რელიგიისა და ტრადიციების გარდა, „უძაღლებო პოლიტიკის“ პრაქტიკული მიზეზებიც არსებობს:

პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ინფექციების, მათ შორის ცოფის, სხვადასხვა დაავადებისა და პარაზიტების გავრცელების რისკი, რომლებიც შეიძლება ცხოველებს შემოჰყვეთ.

ძაღლების შემოყვანამ შეიძლება ადგილობრივი ბუნების ბალანსი დაარღვიოს და ფრინველებსა და ცხოველთა იშვიათ სახეობებს საფრთხე შეუქმნას.

ძაღლებს შეუძლიათ ხმაურის, ალერგიული ფონისა და ტურისტებთან პოტენციური ინციდენტების გამოწვევა, რისი თავიდან აცილებაც მალდივებს მშვიდი საკურორტო მიმართულების რეპუტაციის შესანარჩუნებლად სურს.

ასე, რომ დღეს მალდივები ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც ძაღლების ყოლასა და შემოყვანაზე მკაცრი აკრძალვა მოქმედებს. ბევრი ტურისტისთვის ამ ცხოველების არარსებობა მოულოდნელი და ზოგჯერ სასიამოვნო აღმოჩენაა, თუმცა, ძაღლების პატრონებისთვის ეს ფაქტორი შესაძლოა, მოგზაურობის ან კუნძულებზე ცხოვრების დაგეგმვისას მნიშვნელოვან დეტალად იქცეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ