საკნატუნო ამბები

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებში“ და რით განსხვავდება ისინი საბჭოურისგან?

fun time

17:26

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

14
დაკოპირებულია

ხრუშჩოვკების მშენებლობა 1950-იანი წლების ბოლოდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე მთელ სსრკ-ში, მათ შორის საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის უზრუნველყოფა იაფი, სწრაფად ასაშენებელი საცხოვრებლით. 

შვედეთში შენობებს, საბჭოთა ხრუშოვკებს რომ მოგვაგონებს, Lamellhus-ს („ფირფიტოვან სახლებს“) უწოდებენ. ისინი მანამდე გაჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი ახალი ტიპის მასობრივ მშენებლობას დაიწყებდა.

„შვედური ხრუშჩოვკების“ ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება — კერძოდ კი, სტოკჰოლმის გამოფენიდან, თუმცა ეს მხოლოდ გამოფენა კი არა, ცხოვრების სრულიად ახალი წესის წარდგენა იყო ვიწრო ქუჩების, ნესტიანი ეზოებისა და ბნელი ბინების გარეშე. იმდროინდელი არქიტექტორების შთაგონების წყარო გახდა მოდერნიზმი და ლე კორბუზიეს იდეა — სახლი, სადაც ცხოვრება კომფორტული უნდა იყოს. ასე დაიბადა lamellhus-ი.

ბინების ფართობი და გეგმარება

საბჭოთა ხრუშჩოვკა: მაქსიმალური ეკონომიის პრინციპით შენდებოდა. ბინები იყო უკიდურესად პატარა (1-ოთახიანი დაახლოებით 30 კვ.მ, 3-ოთახიანი — 55-58 კვ.მ). ჭერის სიმაღლე სულ რაღაც 2.48 მეტრი იყო, სამზარეულოები კი — 5-6 კვ.მ, სადაც ოჯახის ერთად დაჯდომაც კი ჭირდა. ტუალეტი და აბაზანა თითქმის ყოველთვის გაერთიანებული იყო.

შვედური Lamellhus: ბინები გაცილებით ფართო, ნათელი და ერგონომიული იყო. ტიპური შვედური ბინა ამ პროგრამით მოიცავდა დიდ სამზარეულოს (სადაც სასადილო მაგიდა თავისუფლად თავსდებოდა), მინიმუმ სამ საძინებელს, მისაღებ ოთახსა და იზოლირებულ სველ წერტილებს. ჭერიც სტანდარტული და კომფორტული სიმაღლის ჰქონდათ - 2.60 მეტრი. აბაზანა-ტუალეტი — სრულფასოვანია, სადაც სანტიმეტრებისთვის ბრძოლა არ გიწევს. ბევრ სახლში შეხვდებით ჩაშენებულ კარადებსა და სათავსოებსაც — ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ კომფორტს სწორედ ასეთი წვრილმანები ქმნის.

მშენებლობის ხარისხი და საინჟინრო კომუნიკაციები

საბჭოთა ხრუშჩოვკა: გამოირჩეოდა დაბალი ხარისხის თბოიზოლაციითა და ხმის იზოლაციით. ხშირად შენდებოდა ლიფტის გარეშე (თუ კორპუსი 5 სართულამდე იყო). მილები და გაყვანილობა კედლებში პირდაპირ იყო ჩატანებული, რაც დღეს მათ რემონტს საოცრად ართულებს.

შვედური ანალოგი: შვედებმა გამოიყენეს მაღალტექნოლოგიური ასაწყობი მოდულები. სახლები აღიჭურვა უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციით (სკანდინავიური კლიმატის გამო), ცენტრალური გათბობის გამართული სისტემით და თითქმის ყველა სახლში დამონტაჟდა ლიფტი. საინჟინრო კომუნიკაციებისთვის სპეციალური შახტები დატოვეს, რამაც ათწლეულების შემდეგ მილების მარტივად გამოცვლა (სანიტარიული განახლება — stambyte) გახადა შესაძლებელი.

სადარბაზოები

სადარბაზოები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად განსხვავდებოდა მიდგომა:

შვედურ Lamellhus-ში სართულზე ორი ბინაა, იშვიათად - სამი. კიბის უჯრედი განიერი და ბუნებრივად განათებულია (ფანჯარა თითქმის ყველა სართულზეა). საბჭოთა ხრუშჩოვკებში კი ყოველ სანტიმეტრზე ეკონომიას აკეთებდნენ.

ინფრასტრუქტურა და უბნის მოწყობა

საბჭოთა ხრუშჩოვკა: ეზოები თავიდანვე მწვანე იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურა მოძველდა. კორპუსები ხშირად ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთფეროვან მწკრივებად იდგა.

შვედური ანალოგი: საცხოვრებელი ზონები სრულიად იზოლირებული იყო მანქანების მოძრაობისგან. მოეწყო მიწისქვეშა პარკინგები, საფეხმავლო ბილიკები, დიდი შიდა ეზოები სათამაშო მოედნებით, სამრეცხაოები (ყოველ კორპუსს ჰქონდა საერთო მაღალტექნოლოგიური სამრეცხაო ოთახი — tvättstuga) და სავაჭრო/საზოგადოებრივი ცენტრები.

***

სსრკ-ში კი პანელი მშენებლობის მაქსიმალურად გაიაფებისა და დაჩქარების საშუალებად იქცა, რამაც ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.

შვედები Lamellhus-ის სახლებში დღემდე მშვიდად ცხოვრობენ. ამ სახლებს არავინ აღიქვამს როგორც დროებით საცხოვრებელს, რომელიც დასანგრევია. მათ აახლებენ და რესტავრაციას უკეთებენ და ალბათ ეს არის მთავარი განსხვავება.

გარედან lamellhus-ი მართლაც წააგავს „ხრუშჩოვკას“, მაგრამ თუ საბჭოთა სახლი სისწრაფის გამო გაღებული კომპრომისი იყო, შვედური პროექტები თავიდანვე კომფორტულად ცხოვრებისთვის შეიქმნა. სახლი, სადაც ათწლეულების განმავლობაში იცხოვრებ ისე, რომ არ შეგაწუხებს განცდა, თითქოს აქ დროებით ხარ.

***

როგორ დასახლდა ონასისის ქალიშვილი მოსკოვურ „ხრუშჩოვკაში“ - სიყვარული, რომელმაც მსოფლიო შეძრა

შვედური ღუმელი - ევროპა ტრადიციებს უბრუნდება

შვედეთი: მისალმება აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge