საკნატუნო ამბები

შვედეთი: მისალმება აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის

fun time

12:01 ოთხ. 29 ნოემბერი, 2023 წელი

ქალაქი ლულეო

14
დაკოპირებულია

შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ლულეოს მერიამ გადაწყვიტა, ქალაქი მცხოვრებლებს ერთმანეთთან მისალმების საჭიროება შეახსენოს.

 

ქალაქი ლულეო (შვედ. Luleå) 1621 წელს დაარსდა. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შვედეთში მდებარეობს და ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრია.

ქალაქში 80 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ განვითარებულია შავი მეტალურგია, მანქანების, ხე-ტყისა და ცელულოზის წარმოება.

ლულეოში 31 ოქტომბერს სოციალური ქსელებით დაიწყო ერთთვიანი სოციალური კამპანია და მისი არსი ადამიანური ურთიერთობების წახალისებაა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცვლება ადამიანს გამომეტყველება მას შემდეგ, რაც სრულიად უცნობი ადამიანი, შემთხვევითი გამვლელი მიესალმება და როგორ ჩნდება მის მოღუშულ სახეზე ღიმილი.

მუნიციპალიტეტის სოციალური სტრატეგი ასა კოსკი, ამბობს, რომ ბუნებით ინტროვერტ შვედებს სულ უფრო ხშირად აწუხებთ დეპრესია და ერთმანეთთან კომუნიკაცია სჭირდებათ. ადამიანებს, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, ასეთი კამპანია ურთიერთობების დამყარებაში უნდა დაეხმაროს.

ესეც საინტერესოა:

რატომ არ უყვართ შვედებს სტუმრები?

შვედური ღუმელი - ევროპა ტრადიციებს უბრუნდება

„ABBA არ იყიდება“ - რატომ თქვა შვედურმა პოპ-ჯგუფმა მილიარდ დოლარზე უარი?


წყარო: lifestyle.livemint.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge